(ghn)თემურ შაშიაშვილი: დიდ საგონებელში გვაგდებს ივანიშვილის განცხადება, რომ მან ამ ნაბიჯებით სახე შეუნარჩუნა „ნაცმოძრაობას”

temuri1„თეთრების” ლიდერის, თემურ შაშიაშვილის შეფასებით საკონსტიტუციო შეთანხმება იყო ნაკლებად საამაყო პოლიტიკური სპექტაკლი, რომლის რეალური ავტორი სულ სხვა სახელმწიფო იყო…

„ყველაზე მეტად, რაც მაწუხებს, მრჩება შთაბეჭდილება, რომ კითხვის ქვეშ დგას არა მხოლოდ მმართველი პოლიტიკური კოალიციის და საპარლამენტო ოპოზიციის, არამედ, საერთოდ ქვეყნის პოლიტიკური კურსის დამოუკიდებლობა, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი, – პარალმენტში განვითარებულმა მოვლენებმა, სააკაშვილის დაულაგებელმა კომენტარებმა, არაერთგზის მოსმენილმა მოქალაქეთა აღშფოთებულმა საუბრებმა გვიჩვენა, რომ აუცილებელია ნაცმოძრაობის, როგორც დამნაშავე ორგანიზაციის გასამართლების დაჩქარება. ბოროტებაა, რომ 20 იანვრის შემდეგ ვინარჩუნებთ თვითმარქვია პრეზიდენტს.

„არ მინდა ვიფიქრო, რომ ერთად არიან სააკაშვილი და დღევანდელი ხელისუფალნი, მაგრამ დიდ საგონებელში გვაგდებს ივანიშვილის განცხადება, რომ მან ამ ნაბიჯებით სახე შეუნარჩუნა „ნაცმოძრაობას”.

„თეთრების” ლიდერი პარალმენტს გარეთ მყოფ ოპოზიციურ სპექტრს და „სახელმწიფოზე მოფიქრალ საზოგადოებას”, მოუწოდებს გაერთიანებისკენ.
„მივმართავთ არასაპარლამენტო ოპოზიციას: ვინც თვლის, რომ „ნაცმოძრაობის” და სააკაშვილის ყოველი დღე ხელისუფლებაში, ეს არის დანაშაული საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე, დავიწყოთ ერთობლივი მოქმედება ამ ჭირის მოსაცილებლად”.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *