(ალია) რა რეაქცია მოყვა თქვენს რუბრიკას: “ის, რაც შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა არ იცოდეს”

 

12ბატონო თემურ, რა რეაქცია მოყვა თქვენს რუბრიკას?

ძალიან ბევრმა მოიწონა. ამის შესახებ უამრავი წერილი მივიღე. ეს არის იმდენად დიდი ინფორმაცია, რომ დრო მჭირდება. სხვათა შორის, კიდევ ერთხელ ვიგრძენი ხალხის კეთილგანწყობა ბიძინა იავნიშვილის მიმართ, მაგრამ ვიგრძენი უნდობლობა მისი გუნდის მიმართაც. ძალიან ბევრი უჩივის მინისტრებს, მინისტრების მოადგილეებს და ა.შ, არ მინდა ეჭვი გამართლდეს, მაგრამ ვფიქრობ ეს არის საბოტაჟი ქვედა რგოლებში. უკვე აშკარაა,ეს ხალხი სხვა წერტილიდან იმართება.

წინა ინტერვიუში ზესტაფონის რაიონზე მქონდა საუბარი, მაგრამ მასალის გამოქვეყნების შემდეგაც არაფერი შეცვლილა. ხალხი ფიქრობს, რომ ზესტაფონ ში მოკალათებული მაფიოზები ამ ხელისუფლებასთან არიან შეკრულები. მთელი დღე ვურეკავ ბატონ გოგი ქავთარაძეს, მინდა ხალხთან მივიყვანო და ტელეფონს არ იღებს. ასეა, დეპუტატებმა და მთავრობის წევრებმა თავისი ტელეფონის ნომრები ან შეცვალეს, ან არ იღებენ. ბატონმა ნაცვლიშვილმა, მთავარი პროკურორის მოადგილემ, ძალიან კარგად იცის,იმერეთში როგორი მაფია მძვინვარებს და როგორი კორუფციაა, მე მინდა ვიფიქრო, რომ ბატონ ბიძინას ჯერ არ მიუწვდა ხელი ამ მასალებამდე, შეიძლება საქმე მიაჩუმათოს ნაცვლიშვილმა, მაგრამ გამორიცხულია, ცოტა ხანში არ გასკდეს.

არ შემიძლია, რამდენიმე სიტყვით არ შევეხო რასმუსენის ჩამოსვლას, რომელმაც ქართველ ხალხს უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა. ეს ადამიანი საუბრობს 17 მაისზე და არ ლაპარაკობს წინა წლებზე, როცა დაგვხოცეს და გაგვანადგურეს, ეს საკითხი საერთოდ არ აინტერესენს. თურმე 17 მაისს საქართველოს ინტერესები დაირღვა, ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესი შეილახა, სექსუალურმა უმცირესობებმა ჩვენ მოგვაყენეს შეურაცხყოფა და იმათ მხარეს დადგა რასმუსენი. ამაზე პასუხს არავინ აძლევს.

ესაუბრა გელა ზედელაშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *