(რეზონანსი) მარგველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება სწორი გადაწყვეტილება არ არის.

miniaturaთემურ შაშიაშვილს მიაჩნია,რომ პრეზიდენტი უნდა იყოს სერიოზული პოლიტიკოსი.

ჩვენ დავუჭერთ მხარს ისეთ პიროვნებას, რომელმაც იცის, როგორ მარtოს  ქვეყანა.

დღეს საქართველოში არავის არაფერი გაუკეთებია და ვწუხვარ, რომ არც ბიძინა ივანიშვილი მიდის უკეთესობისკენ…

 პირველი, რაც საპრეზიდენტო კანდიდატმა უნდა გააკეთოს, ეს ქვეყანაში სისტემური ცვლილებებია, ვერ ვხედავ, „ქართული ოცნება; სისტემური ცვლილებების მიმართულებით რაიმე ნაბიჯს დგამდეს,  – აცხადებს „თეთრების: ლიდერი თემურ შაშიაშვილი  “მთელ კვირასთან” ინტერვიუში.

მისი თქმით, „ნაციონალური  მოძრაობის“ შანსები მიუხედავად, თუ ვის დაასახელებს პარტია საპრეზიდენტო კანდიდატად, ნულის ტოლფასია. თუმცა შაშიაშვილს მაინდამაინც არც „ქართული ოცნების:“ კანდიდატი ხიბლაცს, და ამბობს, რომ მარგველაშვილის კანდიდატურის წარდგენა ნაკლებად გამართლებული გადაწყვეტილება იყო.

 – როგორ ფიქრობთ, რანდენად სწორად მიდის პროცესი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, თუნდაც თარიღის დასახელების კუთხით, გამართლებულია, თუ არა პრეზიდენტის გადაწყვეტილება?

– ერთი მხრივ, ეს ქვეყნის შეურაცხყოფაა, მეორე მხრივ კი, საქართველოს ყველა მოქალაქისა და მსოფლიოსათვის არის ნიშანი იმისა, თუ ვინ მართავდა მთელი 9 წლის განმავლობაში ქვეყანას. ერთი საათის განმავლობაში არჩევნების თარიღის დანიშვნას ტექნიკურ ხარვეზად თვლიან – ჯერ 27 ოქტომბერი დამიშნეს, მერე 31 … მე არ მესმის, როგორ შეიძლება ასეთი საკითხზე დაუშვა შეცდომა?! აქედან ნათლად ჩანს, რა გაუაზრებელი მმართველი გვყავდა თავისი აპარატიანად. სააკაშვილის დიქტატურის დასრულებას ბოლო აღარ უჩანს.

 – როგორ ფიქრობთ ვინ გაუწევს ღირსეულ კონკურენციას „ქართული ოცნების“ კანდიდატს? რამდენად აქვს  „ნაცმოძრაობას“ შანსი, არჩევნებში რაიმე შედეგს მიაღწიოს?

– „ნაცმოძრაობა“ ეს არის ჩასაფრებული პოლიტიკური ძალა.  რომელიც პირდაპირ ბიძინა ივანიშვილზეა მიმართული. სააკაშვილის რეჟიმი 20 იანვარს უნდა დასრულებულიყო და ეს ყველამ ძალიან კარგად იცოდა. ეტყობა, ჩვენს პრეზიდენტს მისი უცხოელი მეგობრები შეპირდნენ გრძელვადიან პრეზიდენტობას, თორემ კანონის მიხედვით, ის უკვე პრეზიდენტი არ უნდა იყოს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხალხი მის მსახურად აქცია. მათ რომ ღირსება და სირცხვილი ჰქონოდათ, არჩევნებში მონაწილეობაზე უარს თავიდანვე გამოაცხადებდნენ. არათუ კონკურენციაზე ისაუბრებდნენ. ვინც უნდა იყოს ნაციონალების კანდიდატი, მათ არჩევნებში კონკურენტუნარიანობის შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლფასია.

 – ამ ეტაპზე „ოცნების“ კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის რეიტინგი სხვა კანდიდატებს შორის გაცილებით მაღალია. თქვენ რა მოსაზრების ხართ მის კანდიდატურაზე?

– დღეს რომ „ქართული ოცნება“ ლიდერობს, ამაში ცუდი არაფერია. მე არ ვარ მარგველაშვილის მოწინააღმდეგე. თუმცა მიმაჩნია, რომ მარველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება სწორი გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის, მარგველაშვილს რომ ხალხი არ აირჩევს, ეს მეც და თქვენც კარგად ვიცით. ყველა შემთხვევაში, არჩეული მაინც ბიძინა ივანიშვილი იქნება. ბელადების ეპოქა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ფაქტი ის არის,რომ  მე დღეს ღირსეულ კანდიდატურას ვერ ვხედავ, ვინც რეალურად დღეს ქვეყანას სიკეთეს მოუტანს.

– თქვენ ვინ მიგაჩნიათ საპრეზიდენტოდ ღირსეულ კანდიდატად? ალბათ გყავთ თქვენი ფავორიტი…

– ჩვენ დავუჭერთ მხარს ისეთ კანდიდატს, რომელმაც იცის, თუ როგორ უნდა მართოს ქვეყანა. დღეს საქართველოში არავის არაფერი გაუკეთებია და ვწუხვარ, რომ არც ბიძინა ივანიშვილი მიდის უკეთესობისკენ.

პირველი, რაც საპრეზიდენტო კანდიდატმა უნდა გააკეთოს, ეს ქვეყანაში სისტემური ცვლილებებია, ვერ ვხედავ, „ქართული ოცნება“ სისტემური ცვლილებების მიმართულებით რაიმე ნაბიჯს დგამდეს. სამწუხაროა, ჩვენ შევძელით, რომ საქართველოში პოლიტიკოსების ავტორიტეტი გაგვენადგურენიბა.

პრეზიდენტი უნდა იყოს სერიოზული პოლიტიკოსი და ამაში საკამათო არაფერია. ის, რასაც პრემიერი ამბობს, პოლიტიკოსი არ ვარო, – ნონსენსია. მიმაჩნია, რომ არსებულ კანდიდატებს შორის ნინო ბურჯანაძე ნამდვილი პოლიტიკოსის. თუ ვინმე დამარწმუნებს უკეთესი კანდიდატების არსებობაში, მხარს აუცილებლად დავუჭერ.

 

სალომე სარიშვილი

გაზეთი “მთელი კვირა”

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *