პრემიერის განცხადების შეფასება

news_31671არჩევნების წინ პრემიერმა გააკეთა მნიშვნელოვანი მიმართვა, რომელსაც მივესალმები. როგორც იქნა მოვისმინეთ გზავნილი, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს კონკურენტულ, სამართლიან გარემოში და ყველა კანდიდატს უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები. ხოლო უნდა გაიმარჯვოს ღირსეულმა. ეს მისასალმებელი განცხადებაა, რადგან აქამდე, პრემიერი ღიად ლობირებდა „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ანუ პარტიულ კანდიდატს. არ შეიძლება სახალხო მთავრობა, ხალხის მთავრობა რომელიმე ერთ კანდიდატს ღიად ლობირებდეს. ეს უკვე უსამართლო საარჩევნო  გარემოს წინაპირობაა. ამიტომ თუ რეალურად განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები საქმით შესრულდა, განცხადების ეს ნაწილი მისასალმებელია.

მაგრამ ამავე დროს გავიხსენოთ რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილის უაღრესად  შეურაცხმყოფელი განცხადება, როცა მან თქვა,  რომ ოცნების კანდიდატს დიდი ფორა აქვს სხვა კანდიდატებთან შედარებით და მას ვერავინ ვერ მიუახლოვდება. მსგავსი განცხადებები ჩვენ ხშირად გვსმენია “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელთაგან. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ „ნაცმოძრაობა“ და „რესპუბლიკური პარტია“ არის ერთ თარგზე მოჭრილი პარტიები, რომლებიც გარედან  იმართებიან, სამწუხაროდ არ ეყრდნობიან  ეროვნულ იდეოლოგიას და  არ არიან  ქართული განწყობის პარტიები.

სამწუხაროა, რომ დღეს ხელისუფლებას სწორედ რესპუბლიკური პარტია, ანუ არაეროვნული განწყობის პარტია აკონტროლებს. მათ რეალურად აიღეს ხელში ძალაუფლება. გაცილებით სუსტი პოზიციები აქვს ეროვნული განწყობის „ფორუმს“ და სხვა პარტიებს. ესეც არ ხდება შემთხვევით ასეთია დასავლეთის დაკვეთა. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჭეშმარიტად ეროვნული განწყობის პარტიები უკეთ დაალაგებენ ურთიერთობას როგორც ამერიკასთან და ევროპასთან, ასევე რუსეთთან.

მე არ ვებრძვი კონკრეტულად რესპუბლიკურ პარტიას, მაგრამ მე ვებრძვი ანტიეროვნულ იდეოლოგიას, და თუ ივანიშვილმა ძალაუფლებაში მოიყვანა  არაეროვნული ცნობიერების  პარტიები, მაშინ ვიტყვი, რომ ბრძოლამ ფუჭად ჩაიარა.

განცხადების მეორე ნაწილში კი  არის ნათქვამი:  ნუ შეეხებით დამნაშავეებს, ბანდიტებს… ავიღოთ ქალაქის მერი უგულავა,  40-50% თბილისში რაც გაკეთდა, არის კორუფციული…გზებში, განათებაში უდიდეს ფულს აკეთებდა  უგულავა. გენერალი  ყურაშვილი ღიად აცხადებს, აგვისტოს იმის დროს, რომ უგულავა უხეშად ერეოდა სამხედრო ქმედებებში რითაც სერიოზულად დააზარალა საქმე. ამ ადამიანმა 10 მილიონამდე გაფლანგეს თანხა და არაფერი?! არ უნდა შევეხოთ?!

10 მილიარდია სააკაშვილის პერიოდში დასავლეთიდან შემოსული და ნაწილი ამ ფულის უკან ბრუნდებოდა. ამიტომ დღეს არავის აწყობს ალაპარაკებული სააკაშვილი და მერაბიშვილი, აქედან გამომდინარეობს მათმიმართ დასავლეთის გარკვეული წრეების მხარდაჭერა და მფარველობა.  დღეს ბედუკაძეს სწორედ იმისთვის ებრძვიან, რომ სხვა მოწმეები დაადუმონ.

 

(ვიდეო) თემურ შაშიაშვილის გამოსვლა ობიექტივის ეთერში (10.07.2013წ)

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *