დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს

emigrantebiდიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს
ბატონ კონსტანტინე სურგულაძეს

ბატონო კონსტანტინე,

პარტია „თეთრები“ დაარსების დღიდან უდიდეს ყურადღებას უთმობს უცხოეთში მცხოვრებ ქართველ თანამემამულეებს. სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნისას არაფერი გააკეთა მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის და სამშობლოდან გადახვეეწილი საქართველოს მოქაალქეები მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებოდათ

ჩვენი პარტიისათვის უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მდგომარეობა ყოველთვის იყო ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი. 2009 წელს ჩამოყალიბებულ „თეთრების“ საპროგრამო დოკუმენტში, „ღირსების ულტიმატუმი“ , საქართველოს პრეზიდენტს მივმართავდით თხოვნით:

„ ხელისუფლების, ოპოზიციის, პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო სექტორის, მედიის, საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით შეიქმნას კომისია, რომელიც მოაწყობს შეხვედრებს უცხოეთში წასულ საქართველოს მოქალაქეებთან მათი უფლებების დაცვის მდგომარეობის შესწავლის მიზნით და შესაბამისი ქვეყნების ხელისუფლებებთან კავშირში იბრძოლებს მათთვის მინიმუმ იმავე პირობების შექმნისთვის, როგორიც ჩვენს ქვეყანაში აქვთ ამ ქვეყნების მოქალაქეებს.“ („ღირსების ულტიმატუმი“ პუნქტი 24)

ამასთანავე უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე, თემურ შაშიაშვილი იყო ინიციატორი ჯერ კიდევ 1989 წელს, საბჭოთა კავშირის 20 -მდე ქალაქში (კიევი, ოდესა, პეტერბურგი, ტალინი და ა.შ) ქართველთა სათვისტომოების შექმნისა.

დღესაც ჩვენ გვაქვს მუდმივი კავშირი ჩვენს დიასპორებთან. „თეთრების“ თავმჯდომარე, ბატონი თემურ შაშიაშვილი ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება და შეხვედრებს მართავს უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან.

სწორედ ემიგრანტების აქტიური მონაწილეობით შეიქმნა დოკუმენტი, რომელსაც გაახლებთ. დოკუმენტი წარმოადგენს დინამიურად ცვალებად ტექსტს, რომელიც სარედაქციო ჯგუფის მიერ სისტემატურად ახლდება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა სათვისტომოების შეკრებებზე გამოთქმული სურვილებისა და წინადადებების კვალობაზე

ვფიქრობთ, რომ მასში ჩამოყალიბებულია მეტად საინტერესო მოსაზრებები და წინადადებები. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება ინტერესს გამოიჩენს ჩვენი თანამემამულეების მოთხოვნების მიმართ.

ჩვენ მზად ვართ თქვენთან თანამშრომლობისათვის.

პატივისცემით,
პარტია „თეთრების“ პოლიტიკური საბჭოს სახელით
გენერალური მდივანი
ზურაბ ხასია

დანართი: „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო!“

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *