„თავისუფლების ინსტიტუტი ხელისუფლების მთავარი სამჭედლო?!

 

giorgi margსაქართველოში ბელადობის პერიოდი უნდა დამთავრდეს. დამოუკიდებელ საქართველოში მუდმივად იყო ბელადების პარლამენტი. ავირჩიეთ დეპუტატები  გამსახურდიას ხათრით და იმ ხალხმა მოუღო ბოლო გამსახურდიას. ავირჩიეთ შევარდნაძის ხათრით და  დაუპირსისპირდნენ მას…

ბელადობის პერიოდი უნდა დამთავრდეს. ვამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს დიდი პოტენციალი და  ვისურვებდი არა მის მიერ დანიშნულ  პრეზიდენტს, არამედ გამოცდილ პოლიტიკოსს, რომელიც მას არც თავზე დაისვამს, მაგრამ არც დაუპირისპირდება და მის დიდ პოტენციალს მოქმედებაში მოიყვანს. ჩვენი პარტია ასეთს დაუჭერს მხარს. მარგველაშვილი კი მოდის „თავისუფლების ინსტიტუტიდან“. სამწუხაროდ,  თავისუფლების ინსტიტუტი  გახდა ხელისუფლების მთავარი სამჭედლო, რაც დამღუპველია ქვეყნისთვის

ამ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა და უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის შეხვედრა არის  მიხეილ სააკაშვილის მართვის სტილის გაგრძელება -ემსახურება ცალკეული პოლიტიკური ძალების გავლენის გაძლიერებას უფრო მეტად, ვიდრე საქვეყნო საქმეების გადაწყვეტას.

რეალურად,   სამეულის შეხვედრაზე მოხდა გარიგება, რომელიც მიზნად ისახავს   „ნაცმოძრაობის“ გადარჩენას.  რომ მისი საპრეზიდენტო კანდიდატი  მეორე ადგილზე გავიდეს. ეს არის ყოვლად დაუშვებელი პრაქტიკა, რაც დამკვიდრებული იყო სააკაშვილის მმართველობის დროს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *