პროფესორი მერაბ ჯიბლაძის გამოსვლა პრაიმ-თაიმის პრეს-კლუბში (აუდიოჩანაწერი)

 

merab

 ბრიფინგის ვიდეოჩანაწერი

პროფესორ მერაბ ჯიბლაძის გამოსვლა (აუდიოჩანაწერი)

 სტენოგრაფიული ჩანაწერი

„პოლიტიკოსთა ცხოვრების წიგნი“ ეს არის ჩვენის აზრით  საინტერესო წინადადება, რომელიც  უნდა წარმოვადგინოთ თქვენს წინაშე.

ბოლო 20 წელიწადია  საქართველოს სახელმწიფომ  გაიარა პოლიტიკური კატაკლიზმების პერიოდი. რევოლუციები, სახელმწიფო  გადატრიალებები. პოლიტიკური სპექტრის ფორმირება კი ვერა და ვერ  მოხერხდა ისე, რომ  ქვეყანაში  ცხოვრება დალაგებულიყო.  უნდა გავაანალიზოთ, თუ რა მოხდა და რატომ მოხდა ის, რაც მოხდა, როგორ შეიძლება ამ არეული მდგომარეობის დალაგება და ქვეყნის განვითარება.

არის აზრთა სხვადასხვაობა, დაპირისპირებები, რაც გადადის ჩხუბში, ქვების სროლაში და დარბევებშიც კი. მდგომარეობა აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, რათა შესაძლებელი გახდეს ქვეყნის განვითარება. ამისათვის კი ჩვენ უნდაგავაამალიზოთ ის, რაც მოხდა.

სწორედ ამიტომ გავიხსენეთ ჩვენი მეგობრის, ბრწყინვალე მეცნიერის, ბრწყინვალე ქართველის,  რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტის, მიხეილ ქურდიანის იდეა, რომელმაც  ჯერ კიდებ 2005 წელს წამოაყენა წინადადება შეგვექმნა „პოლიტიკოსთა ცხოვრესი წიგნი“  – ერთგვარი  პოლიტიკური მატიანე, სადაც იქნებოდა წარმოდგენილი მოვლენები პოლიტიკურ ჭრილში: თუ რა ხდება, რატომ მოხდა და რა უნდა მოხდეს მომავალში.

. ჩვენ, თეთრების პოლიტიკური  საბჭოს წევრ მეცნიერებს გვსურს ბატონი მიხეილის ეს იდეა რეალობად ვაქციოთ და გამოვცეთ წიგნი, რომელიც ასახავს უკანასკნელი 2 ათეული წლის განმავლობაში საქართველოში  პოლიტიკოსთა მოღვაწეობას, მათ მოსაზრებებს. ეს იქნება მათი საქმიანობის, მათი იდეების ანალიზი. უნდა ითქვას, რომ  ეს არ არის მარტივი. ჩვენ დაგვჭირდება როგორც  ჟურნალისტების, ასევე მეცნიერების, ექსპერტების თანადგომა, რათა გავცეთ პასუხი კითხვას: როგორია დღეს პოლიტიკური სპექტრი, როგორები არიან პოლიტიკოსები და საით მიდიან ისინი.

ამავე დროს უნდა გავაანალიზოთ, თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი, საით მიდის ქვეყანა,. რა ეშველება საქართველოს, რომელიც დღეს აღმოიჩნდა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. ყოველივე  ამას გასცემს პასუხს „პოლიტიკოსთა ცხოვრების წიგნი“.

პირადად მე ვთვლი, რომ მდგომარეობა არის უმძიმესი,რადგან ფაქტია,, რომ საქართველო იმართება გარედან , მკაცრად კონტროლდება ყველაფერი, რაც ხდება ქვეყანაში და ამიტომ მე ძალიან მეძნელება იმ გზის მონახვა, რომელიც საქართველოს მართლა დამოუკიდებლობას მოუტანს იმ გაგებით, რომ ქართველებმა თავად განსაზღვრონ საქართველოს ბედი.

მე იმედი მაქვს ეს წიგნი გარკვეულად დაეხმარება საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს, და ზოგადად საქართველოს მოსახლეობას, რათა  განსაზღვროს ქვეყნის განვითარების სწორი გზა.

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *