ღია წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს

f333ბატონო დავით,

გიდასტურებთ ჩემს პირად პატივისცემას და გაცნობებთ, რომ მე და ჩემმა თანამოაზრეებმა, გავითვალისწინეთ რა საქართველოს მოსახლეობის განწყობა, რაც ნათლად გამოიხატა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, დავიწყეთ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება.
ჩვენ ვთვლით, რომ ქვეყნისთვის უაღრესად საშიშია, პირდაპირ ვიტყვი, საგანგაშოა, როცა საქართველოს პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი თავს ოპოზიციად აცხადებს და უპირისპირდება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობით არჩეულ ხელისუფლებას და მთავრობას.

ჩვენ გადავწყვიტეთ 2012 წლის 19 დეკემბერს გეწვიოთ ქუთაისში. 19 დეკემბერი მართლაც ტრაგიკული დღეა. 3 წლის წინ, ნიკოლოზობა დღეს ქუთაისში აფეთქებული იქნა „ქართულ ბიბლიად და ფილოსოფიურ ტრაქტატად“ შერაცხული მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის და არქიტექტორ ოთარ კალანდარიშვილის ხელთქმნილი დიდების მემორიალი. აფეთქებას შეეწირა უმანკო ბავშვისა და მისი დედის სიცოცხლე. სამწუხაროდ ამ ცოდვილ ადგილზე აგებულ იქნა საქართველოს პარლამენტის შენობა.

მომზადებულია დიდების მემორიალის ისტორიის ამსახველი წიგნის „დაუჯერებელი სინამდვილე“ მეორე გამოცემა პერსონალურად პარლამენტის წევრებისათვის,რომელსაც გადმოგცემთ ჩვენი ჩამოსვლისას.

ბატონო დავით, გთხოვთ, გვეწვიოთ აქციაზე პირადად თქვენ და პარლამენტის წევრები. აქცია შედგება 19 დეკემბერს, 14 საათზე, ზუსტად იმ ადგილზე, სადაც იდგა დიდების მემორიალი.

და მთავარი, იმის გათვალისწინებით, რომ 19 დეკემბერი სასესიო დღეა, გთხოვთ, დამდოთ პატივი და მომცეთ შესაძლებლობა 5 წუთიანი სიტყვით მივმართო საქართველოს პარლამენტს.

პატივისცემით,
რეზო ჩხეიძე
კინო რეჟისორი, მსოფლიო მშვიდობის ელჩი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *