თემურ შაშიაშვილი: “უნდა შემუშავდეს გარკვეული კრიტერიუმები პოლიტიკოსებთან და პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში”

 

sabwoooთემურ შაშიაშვილის გამოსვლა პარტია “თეთრების” პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე  (სტენოგრაფიული ჩანაწერი)

“დღევანდელ შეკრებაზე სერიოზული განცხადება უნდა გავაკეთოთ. ეს არის კეთილი განწყობის მიმართვა პოლიკოტიკოსებისადმი. ამავე დროს ხაზი უნდა გავუსვა, რომ  ეს არის გაგრძელება პარტიის შიგნით გამართული დისკუსიისა პრეზიდენტობის კანდიდატებთან დაკავშირებით.

დღეს ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა, იმის გამო რომ ერთის მხრივ  მიდის ინტენსიური საუბრები  პარტიების დაფინანსების თაობაზე. ხოლო მეორეს მხრივ, ჩვენ ვართ მოწმე “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელთაგან ამაზრზენი, დემაგოგიური განცხადებებისა. ცალკე თემაა  პრეზიდენტი და მისი პროვოკაციული, მავნებლური  განცხადებები– რაც  არის  კატასტროფა.

პირდაპირ უნდა ვთქვათ, ის, რომ დღეს  საქართველო ასეთ  მდგომარეობაშია,  არის პოლიტიკოსების საქმიანობის შედეგი.

ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკოსები  ბოდიშს ვიხდიდეთ მოსახლეობის წინაშე,  მეტი მოკრძალება გვქონდეს ხალხის მიმართ, ყველა იძახის, რომ ის არის მართალი, „მე ხომ ვამბობდი“,  ეს გამოთქმა ხშირად ისმის პოლიტიკოსთაგან, თუ ყველა მართალია, რატომაა ქვეყანაში ასეთი სიტუაცია? სწორედ ეს არის დამაფიქრებელი, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ სისტემაა ავადმყოფი და ავადმყოფი სისტემა იკრებს ავადმყოფული აზროვნების ადამიანებს.. აუცილებელია სისტემის რეფორმა მისი ერთ–ერთი მდგენელი კი  პოლიტიკური პარტიებია, რაზეც დღეს ვსაუბრობთ.

დღეს აქტიურად  საუბრობენ პარტიების დაფინანსებაზე, მაგრამ რეალურად რა წონა აქვს ამა თუ იმ პარტიას, ამაზე არაა საუბარი. უნდა შემუშავდეს გარკვეული კრიტერიუმები პოლიტიკოსებთან და პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში. პოლიტიკოსი არის არა ის,ვინც ხალხის ენაზე საუბრობს, არამედ ის, ვისაც ხალხის შეიძლება უსმენდე, მაგრან ვერ გაიგო რა სურს ხალხს. ილია ამბობს პოლიტიკოსი საკუთარი აზრებით და ხალხის გრძნობებით უნდა ცხოვრობდეს. უნიკალური გამონათქვამია.  პოლიტიკოსი ხალხთან კი არ ჩამოდის, არამედ ხალხი აჰყავს თავის სიმაღლეზე,  პოლიტიკოსი უნდა იყოს პროგრესის მატარებელი. ასე მიგვაჩნია ჩვენ.

ქვეყანას სჭირდება სტრატეგიული კვლევის ცენტრის შექმნა. მაქსიმალრად დამოუკიდებელი, ცნობილი ქართველი, თუ უცხოელი ანალიტიკოსებით მისი დაკომპლექტება. დღეს ექსპერტები იკვლევენ, რა ხდება სხვაგან, მაგრამ არ იკვლევენ იმას თუ რა სიტუაციაა  პოლიტიკურ პარტიებში. დღეს კი საჭიროა შეიქმნას სისტემა, რომლიც დაასრულებს თვითმარქვია პოლიტიკოსებს, სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვცხოვრობთ დანიშნული პოლიტიკოსების ეპოქაში

მაინც როგორია ის მარტივი კრიტერიუმები, რომლითაც მოხდება პიროვნების პოლიტიკოსად აღიარება, თავის დროზე გამოითქვა იდეა, რომ დაიწეროს პოლიტიკოსთა ცხოვრების წიგნი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება თანამედროვე პოლიტიკოსების ზედმიწევნითი ფაქტობრივი ბიოგრაფია. როგორც საზოგადოებრივი, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი და მათი დოკუმენტირებული გამონათქვამები სახელმწიფოსათვის ყველა საჭირბოროტო პრობლემასთან დაკავშირებით.  მაგრამ დღემდე ეს იდეა განუხორციელებელია. რა გვიშლის ხელს რომ დაიწეროს ასეთი  წიგნი.

მაინც ვინ არის პოლიტიკოსი? თუ გამოვალთ მსოფლიო გამოცდილებიდან, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ მთელს მსოფლიოში პოლიტიკოსად მიიჩნევა ადამიანი, ვისაც აქვს კვლევა… იგულისხმება არა ინტერვიუები, არამედ სწორედ კვლევა,  ეს არის ფილოსოფიური ხედვა. ყველამ, ვისაც აქვს პრეტენზია პოლიტიკოსობაზე,  უნდა წარმოადგინოს  საკუთარი კვლევა. პოლიტიკოსად აღიარება უნდა ხდებოდეს მას შემდგომ, რაც პიროვნება საჯარო მოხსენებას გააკეთებს თუნდაც მეცნიერებათა აკადემიაში, საკუთარ ხედვას წარადგენს თუნდაც მეციერთა სადისკურისო კლუბში,  ან ექნება საჯარო გამოსვლა ექსპერთა კლუბში … ან უნდა არსებობდეს ადგილი, სადაც თვეში ერთხელ  პიროვნება წარსდგება მოხსენებით .

ხალხის წინაშე ცოცხლად მოპაექრე პოლიტიკოსები, რომლებსაც ხალხი შეაფასებს– ეს არის გზა რომლითაც გაიზომებიან პოლიტიკური  პარტიები და  პოლიტიკოსები. ნამდვილმა პარტიამ უნდა გააკეთოს ქვეყნის მდგომარეობის ანალიზი, უნდა იცოდეს  ქვეყნის პოტენციალი და უნდა ჰქონდეს  პროგრამა რომელსაც მოიყვანს მოქმედებაში

ჩვენის აზრით არ აწარმოადგენს პოლიტიკოსს ის, ვინც ქვეყნის გარედან იმართბა. არ წარმოადგენს პარტიას ის, ვისაც  მუდმივად ერთი, შეუცვლელი  ლიდერი ჰყავს მიუხედავად იმისა, გაამარჯვებინებს თუ დაამარცხებინებს ეს ლიდერი თავის პარტიას.

ჩვენ, „თეთრებს“ გვაქვს ორი პროგრამული დოკუმენტი: „სამართლიანობის მანიფესტი“ და „ემიგრანტების განწყობა – გადაძახილი“, ეს არის ჩვენი პროგრამები, რომელიც წარვუდგინეთ „სახალხო კრების“ პრეზიდენტობის კანდიდატს ქ–ნ ბურჯანაძეს. ჩვენ ვამბობთ, რომ დღეს აუცილებელია ხალხის, ზნეობრივი ავტორიტეტების და პროფესიონალების ერთობა იმის გარანტად,  რომ პიროვნება იყოს ქვეყნის პრეზიდენტი.

ბ–ნი ბიძინა ივანიშვილი ემიჯნება პოლიტიკოსობას. ამას ჩვენის აზრით აქვს თავისი მიზეზები.  ჯერ ერთი პოლიტიკოსების სახელის დისკრეტირდება მოხდა. მეორე, პოლიტიკოსები გაემიჯნენ განათლებულ ადამიანებს.  განათლებულ ადამიანებს კი არ სურთ პარტიებში მისვლა, არც პარტიები ცდილობენ მათთან თანამშრომლობას… მიმაჩნია, რომ კი არ უნდა გავემიჯნოთ პოლიტიკოსობას, არამედ პოლიტიკოსად აღიარების სისტემა უნდა შეიცვალ;ოს.

როგორ შეიძლება პოლიტიკოსი ეწოდოს მათ, ვინც პოლიტიკა ბიზნესად აქცია. ასეთები კი დღეს მრავლად არიან პოლიტიკაში…

ამ  შეხვედრის მიზანია,   ვიფიქროთ მომავალზე. ვიფიქროთ იმაზე, რომ უნდა მოხდეს პოლიტიკური  სისტემის სერიოზული რეორგანიზაცია. აგვისტოს თვეში ჩვენ გვექნება სერიოზული შემხვედრები პარტიებთან.  ჩვენ ვეახლებით ყველა პარტიას…

კიდევ ერთი, დღეს უნდა ჩამოყალიბდეს პარტიათა თანამშრომლობის კულტურა. ჯალათებთან ვთნამშრომლობთ და ერთმანეთან ვერ მივდივართ. არსებობს სახარებისეული გამოთქმა:   „სიმდაბლით ამაღლება“.  ამაზე ხშირად უნდა გავაკეთოთ ხაზგასმა, სიმდაბლით და არა ყვირილიოთდა ლანძღვით უნდა მივიტანოთ ჩვენი სათქმელი ერთმანეთთან და ხალხთან. ეს უნდა იყოს პოლიტიკოსთა ურთიერთობის  მთვარი პრინციპი.

სექტემბრის დასაწყისში დაიდება სერიოზული დოკუმენტი,  რომელიც  საფუძვლად დაედება „პოლიტიკოსთა ცხოვრების წიგნს“, ჩვენ აგრეთვე ვფიქრობთ შეიქმნას სტრატეგიული კვლევის ცენტრის დაფუძნებაზე… ქვეყანას სჭირდება სრულიად სხვა, განსხვავებული ფილოსოფიის პოლიტიკოსები და პოლიტიკური ძალები…

კიდევ ერთი,  რა ასაკის უნდა იყოს პოლიტიკოსი? თუ მსოფლიო გამოცდილებას გადავხედავთ, ყველაზე კარგი პოლიტიკოსთა მომზადების სისტემა  შექმნეს იაპონელებმა . არის სხვა  ქვეყნების გამოცდიელბაც, რომელიც შეიძლება ჩვენთვის იყოს   მისაღები. ამ სკითხებზეც უნდაგაიმართოს ფართო მსჯელობა.

დაბოლოს, ჩვენ ამ განცხადებას არავის საწინააღმდეგოდ და საწყენად არ ვაკეთბთ . იმედი გვაქვს ბევრი შემოგვიერთდება, ბევრი კი შესაძლოა ხიშტით შეხვდესა ჩვეს ინიციატვას.

ჩვენ ყველასთან მივალთ ჩვენი დოკუმენტებით.  ნებიმიერ პიროვნებას შეუძლია გაეცნოს მათ, ჩვენს ვებ.გვერდზე. პარტიაში ვერ შემოვა ადამიანი,რუ ამ დოკუმენტს არ მგაიზიარებს

„სამართლიანობის მანიფესტში“ ჩვენ ვამბობთ, რომ საჭიროა არა მარტო სამართლიანობის აღდგენა, როგორც ამას ყველა მოითხოვს, არამედ  –  სამართლიანობის დადგენა. ჩვენ ვამბობთ რომ იყო არა სისტემურიდანაშული,როგორც ამას ყვლა აღიარებს, არამედსისტემა იყო დანაშაულებრივი…

ჩვენ მივმართავთ ყველა პარტიის ლიდერებს. შევქმნათ სისტემა, თუ როგორ უნდა აიწონოს პარტია და პოლიტიკოსი. დღეს კრიტერიუმად აღებულია თუ  ვინ რამდენი ხმა მიიღო არჩევნებზე, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ არჩევნებზე მიღებული პროცენტები  ტყუილზე იყო აგებული როგორც  „მოქკავშირის“ , ასევე  „ნაცმოძრაობის“ დროს,…

და კიდევ ერთი, ამერიკაში არ ირჩევენ უცნობს,, ჩვენთან არ  ირჩევენ ნაცნობს. გაცვეთილია ეს ფრაზა, მაგრამ კვლავ  გვიწევს ამერიკის მხრიდან ორმაგ სტანდარტებზე საუბარი, როცა ამა თუ იმ პოლიტიკოსს აბსოლუტურად სუბიექტურად პირადი მოწონება–არ მოწონებით უჭერენ მხარს.

ცალკე საუბრის თემაა, რომ სააკაშვილმა ისე დააკნინა პრეზიედნტობის პოსტი, რომ დღევანდელი კანდიდატები არის დაცინვა პრეზიდენტის პოსტის. ეს კი სულ უფრო მეტად გვარწმუნებს ჩვენი შეხედულების სისწორეში, რომ საჭიროა პოლიტიკოსის შერჩევის, პოლიტიკოსის არჩევის და პოლიტიკოსის კონტროლის სისტემის შექმნა.”

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *