(foreignpress.ge)ივანიშვილმა თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან “ახალ წლამდე” გადადგება

ანდრიუ რეტმენი,”euobserver.com”

 

bbურეკი – საქართველოს მილიარდერ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს თავისი ქვეყნის მომავლისთვის „ოცნება“ აქვს, მაგრამ მისი ოპონენტები ამბობენ, რომ დემოკრატიისთვის იგი საფრთხეს წარმოადგენს.

ივანიშვილთან ეს ინტერვიუ EUobserver-მა შავი ზღვის სანაპირო ქალაქ ურეკში, მის საზაფხულო რეზიდენციაში ჩაწერა.

მან თქვა, რომ უნდა საქართველო „ტიპურ“ ევროპულ საზოგადოებად და დუბაის მსგავს ბიზნეს ცენტრად გარდაქმნას ევროპასა და აზიას შორის.

„ეს ჩემი ოცნებაა. ამის შესაძლებლობა არსებობს, თუკი ყველაფერი იდეალურად განვითარდება. რა თქმა უნდა, ამის ძალიან ხმამაღლა თქმა არ მინდა, რომ ვიღაცას არ გაეცინოს. მაგრამ გულის სიღრმეში, მჯერა… რომ ამის შესაძლებლობა არის“, აღნიშნა მან.

57 წლის ბიზნესმენმა თავისი ქონება ლითონის და საბანკო ბიზნესის სფეროში, 1990-ან წლებში რუსეთში დააგროვა.

პოლიტიკაში 2011 წელს შეაბიჯა და 2012 წლის თავისუფალ არჩევნებში ხელისუფლებას ჩამოაცილა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მემარჯვენე ცენტრისტული პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

მან ამ ინტერვიუში თქვა, რომ მისი ოცნების განცხორციელებას შეიძლება „20 წელი“ დასჭირდეს.

მან ასევე თქვა, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობიდან „ახალ წლამდე“ გადადგება , იმისთვის რომ არასამთავრობო სექტორთან ერთად თავისი გენერალური გეგმის განხორციელებაზე იმუშაოს.

გეგმა, საქართველოს ელიტარული კორუფციისგან გაწმენდვაში, კარგი სკოლების, საავადმყოფოების და გზების აშენებაში, ასევე უცხოელი ინვესტორების და ტურისტების მოზიდვაში მდგომარეობს.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ივანიშვილის პროკურორებმა ბრალი წაუყენეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხუთ მინისტრს, რამდენიმე ჩინოვნიკს და ადგილობრივ მოხელეს ისეთი დანაშაულებებისთვის, როგორიცაა საბიუჯეტო ხარჯების არამიზნობრივი გამოყენება, ქრთამი და შეკვეთილი მკვლელობები.

ახალი პრემიერმინისტრი პირობას დებს, რომ გაანადგურებს სააკაშვილის „შავ ყუთებს“ – უკანონო ჩანაწერებს, ფარულ ვიდეოებს და მონაცემებს, რომელიც ქსელში მასობრივი თვალთვალის პროგრამითაა მოპოვებული.

მან თქვა, რომ თვალთვალის ოპერაცია „ჯორჯ ორუელის „1984“-ს აგონებს, ბრიტანულ ნოველას ტოტალიტარიზმზე.

მან დასძინა, რომ თავად სააკაშვილი შეიძლება წარდგეს სასამართლოს წინაშე, როდესაც მისი იმუნიტეტი ამოიწურება ოქტომბერში. „პოლიტიკურად, ამის სურვილი არ მაქვს… მაგრამ კანონის უზენაესობა ყველაზე ვრცელდება“, თქვა მან.

მეტი სანდოობისთვის, საკუთარი ქმედებების მონიტორინგის მიზნით მან უამრავი უცხოელი დამკვირვებელი მოიწვია, როგორიცაა თომას ჰამერბერგი, შვედი დიპლომატი და ნობელის პრემიის ლაურეატი. მან, ასევე კანონის ძალით დასაჯა საკუთარი მთავრობის ორი მინისტრი, რომლებმაც კანონი დაარღვიეს.

ეკონომიკურ სფეროში, ის კერძო საინვესტიციო ფონდს ქმნის, რომელიც, მისი თქმით წლის ბოლომდე 10 მილიარდი დოლარით შეივსება.

საერთაშორისო ურთიერთობებში, ის ნოემბერში ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების გზას ადგას და „სერიოზულ წინსვლას“ ელის საქართველო-ნატოს ინტეგრაციის მხრივ 2014 წელს.

ის ასევე აუმჯობესებს კავშირებს რუსეთთან.

ერთი მხრივ, რუსეთი აძლიერებს თავის სამხედრო გავლენას საქართველოს გამოყოფილ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებზე. მაგრამ მეორე მხრივ, მან მოხსნა სავაჭრო ემბარგო საქართველოს მინერალურ წყალსა და ღვინოზე.

ივანიშვილმა თქვა, რომ საქართველო რაც უფრო აყვავდება, მით უფრო გაიზირდება იმის შანსი, რომ აფხაზებს და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას თანაცხოვრების და გაერთიანების სურვილი გაუჩნდეს.

„იმისთვის, რომ ჩვენი ძმები დავიბრუნოთ, უნდა დავარწმუნოთ ისინი, რომ ჩვენთან ცხოვრება მათ ინტერესებშია“, აღნიშნავს იგი.

რაც შეეხება მის პერსონალურ კავშირებს რუსეთის ელიტასთან, მან თქვა, რომ „ნიჭიერი და გონიერი ინტილიგენცია“ ნელა ცვლის რუსეთის „მტკივნეულ“ დამოკიდებულებას თავისი ყოფილი რესპუბლიკების მიმართ.

ცხელი თოვლი

მაგრამ თავის მხრივ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სჯერა, რომ ივანიშვილს მზაკვრული განზრახვები აქვს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და საქართველოს უშიშროების საბჭოს მიმავალმა ხელმძღვანელმა, EUobserver-ს თბილისში უთხრა, რომ ყოფილი მინისტრების სამართლებრივი დევნა „შერჩევითი სამართალია… რომლის მიზანიც მთავარი პოლიტიკური პარტიის განადგურებაა.“

მან აღიარა, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ცხრაწლიანი მმართელობის დროს „სერიოზული შეცდომა“ დაუშვა იმით, რომ უსაფრთხოების სამსახურებს ზედმეტად დიდი ძალაუფლება მისცა.

ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის პოლიციის სისასტიკეს, წამებას ციხეებში და მასობრივი თვალთვალის ოპერაციებს „სამარცხვინოს… საძაგელს“ უწოდებს.

მაგრამ აღნიშნავს, რომ „ტირანები არჩევნებში არ მარცხდებიან. ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს. ეს ოქსიმორონია, როგორც ცხელი თოვლი“

მან დასძინა: „მთლიანობაში, საქართველო ლიბერალური დემოკრატიისკენ მიდიოდა… ეს თავისუფალი ქვეყანა იყო. მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ რეალური საფრთხე არსებობს“.

ბოკერია ივანიშვილს იმაში ადანაშაულებს, რომ პრემიერმინისტრობიდან გადადგომის შემდეგ, ის საქართველოს მართვას კულისებიდან გეგმავს.

„მას მარიონეტი მთავრობა უნდა და ბალკანიზებული პოლიტიკური სისტემა – ბევრი სუსტი პარტიით. ამ ფონზე ის დაუმარცხებელი იქნება… ეს არის 1990-იანი წლების ოლიგარქის კლასიკური ოცნება“, თქვა მან.

მან დასძინა, რომ „დემოკრატია, სადაც ლეგიტიმური მოთამაშეები სუსტები არიან და ვიღაც, სისტემის გარედან ძაფებს ექაჩება, ნამდვილი დემოკრატია არ არის“.

ევროპაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოკავშირე, მემარჯვენე -ცენტრისტული პოლიტიკური პარტიებისგან შემდგარი „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფი, ასევე გმობს ივანიშვილს სასამართლოების პოლიტიკური შურისძიების მიზნით გამოყენებისთვის.

თუმცა, ევროკავშირის ზოგიერთ დიპლომატს ამაში ეჭვი ეპარება.

ევროკავშირში ერთმა წყარომ, რომელმაც გვთხოვა მისი ვინაობა არ გაგვეთქვა, გვითხრა, რომ სააკაშვილს „ძალაუფლება მონოპოლიზებული“ ჰქონდა და რომ საქართველოს ახლა აქვს „შესაძლებლობა გახდეს უფრო სრულფასოვანი დემოკრატია“. მაგრამ მან ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილი ამ საქმისთვის სწორი ფიგურაა.

„ის არ არის პირველი დიდი ბიზნესმენი, თავის ასაკში, რომელსაც უნდა თავის თავს დაუმტკიცოს, რომ პოლიტიკოსობაც შეუძლია. ის სწრაფად სწავლობს, მაგრამ პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს. ყველა ხაფანგის შესახებ არ იცის“

ხაფანგების ცოდნა

ბოკერიასთვის, ივანიშვილი ერთ ხაფანგში უკვე გაება.

მისი თქმით, პრემიერმინისტრმა თავისუფლება მისცა პოპულისტებს და უკიდურესად მემარჯვენე ელემენტებს თავის კოალიციაში, რომლებიც ამბობენ, რომ ევროკავშირის ღირებულებები შეუთავსებელია საქართველოს რუსულ მართლამდიდებლურ იდენტობასთან.

ის აღნიშნავს, რომ „ორთოდოქსული ფუნდამენტალისტური“ ჯგუფები სოკოებივით აღმოცენდნენ ახალ პოლიტიკურ კლიმატში.

მან ასევე თქვა, რომ ივანიშვილმა ციხიდან ათობით რადიკალი „ავაზაკი“ გამოუშვა, რომლებსაც სააკაშვილის „პოლიტიკური პატიმრები“ დაარქვა.

ბოკერიამ, როგორც უსაფრთხოების საკითხებში ქვეყნის მთავარმა მრჩეველმა, თქვა, რომ მსგავსმა ადამიანებმა სიკვდილამდე სცემეს რამდენიმე სექსუალურ უმცირესობათა უფლებადამცველი თბილისში, მაისში, რასაც მართლმადიდებელი მღვდლები და პოლიცია თვალს ადევნებდა.

მოგვიანებით, ივანიშვილმა Euobserver-ში წერილი გამოაქვეყნა, სადაც უმცირესოებების დაცვის პირობას დებს.

მაგრამ, ბოკერია აღნიშნავს, რომ პრემიერმინისტრის განცხადებები ქვეყნის შიგნით „ორაზროვანი“ იყო და რომ თავდასხმისთვის არავინ დასჯილა.

„თუკი ისინი კვლავაც შეეგუებიან ასეთი ჯგუფების არსებობას და ამ ტიპის ადამიანებს გმირებად შერაცხავენ, ჩვენი ქვეყანა ჯოჯოხეთში აღმოჩნდება“.

foreignpress.ge

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *