მერაბ ჯიბლაძე: ამერიკული შოკი!

577946_525922400754032_2146749128_n_1152იტალიელი ბერი ჯორდაბო ბრუნო ინკვიზიტორებმა 1600 წელს სიმართლის თქმისთვის დაწვეს. სიმართლის თქმას ილია მართალი შეეწირა, გურამ შარაძეც სიმართლის გულისთვის მოკლეს. ამდენად, სიმართლის თქმა ძალზე საშიშია, თუმცა `სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა”

მაინც უნდა ვაღიაროთ ის სიმართლე, რომ ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების ერთი უბადრუკი, უბედური კოლონია ვართ. რუსებმა თუ ჩვენი უჭკუობით აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჩამოგვაჭრეს, ამერიკელებმა დოლარებით შეისყიდეს საქართველოს მთელი მმართველობა. ყველა კანონი, რომელიც ჩვენმა პარლამენტმა მიიღო და დღეს მოქმედებს, ან ამერიკის შესაბამის დეპარტამენტშია დაწერილი, ან მათ მიერ არის ნებადართული.

ქვეყანა შოკშია და გაბრუებული შეჰყურებს ძია სემს, შველას თხოვს, შიმშილით სიკვდილს რომ გადაურჩეს.
ის კი ბრძანებებს და დირექტივებს გვიგზავნის, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, ვიაზროვნოთ, მოვიქცეთ. და ჩვენც, როგორც უბადრუკი კოლონიური ქვეყანა, მთლიანად დავკნინიდით, დავმცირდით და ჩვენი ქვეყნის შვილები მხოლოდ მონური შრომისთვისა და ყოფისათვის გავწირეთ.

მაინც რატომ მოკლეს უსასტიკესი წამებით გირგვლიანი და ვაზაგაშვილი, რობაქიზე და გამცემლიძე, კიდევ ასზე მეტი ახალგაზრდა იმ გარეწრებმა, რომლებიც ჯერ კიდევ სახელმწიფო სამართალს გაურბიან?

მხოლოდ საზოგადოებაში შიშის დამკვიდრებაა მიზეზი თუ ჯალათების მაზოხისტური სურვილების დაკმაყოფილების აუცილებლობაა? ალბათ ერთიცა და მეორეც.

სასტიკი უსამართლობა ზეიმობდა და ჯერაც ვერ მოვახერხეთ მისი დამარცხება, რადგან თურმე ისევ ის `ბედნიერი ერი~ ვყოფილვართ, რაც დიდმა ილიამ გვიწოდა.
`ციხის კადრებმა~ საზოგადოება შოკში ჩააგდო, მაგრამ ჩემთვის უფრო შემზარავი იმ მაზოხისტი ჯალათების ხილვა იყო, რომლებიც ამ საზიზღრობებს სიამოვნებით უყურებდნენ. ვერ წარმომედგინა, რომ ამდენი საზიზღარი ქართველი აღმოცენდებოდა ქართულ მიწაზე, თუმცა, სწორედ ეს ჯალათებია ყველაზე საცოდავი. მათი უბედურება სწორედ ისაა, რომ მათი ცოდვა მათ შვილებსა და შვილიშვილებზეც გადადის. უბედურებაა, რომ მათ და მათი ოჯახის წევრებს ქუჩაში თავისუფლად გავლაც კი არ შეუძლიათ და აუცილებლად ყოველთვის თანმხლები შეიარაღებული მცველების გარემოცვაში უნდა იყვნენ. არ შეიძლება, რომ ამან მათი ფსიქიური აშლილობა არ გამოიწვიოს. მათ თავიანთი ცოდვების ეშინიათ და ყოველთვის მათგან წამებული ხალხისაგან სამართლიანი სასჯელის მოლოდინში არიან!

ასეა ამერიკაშიც და ასეა სხვაგანაც.

იქნებ გინახავთ, როგორ ცხოვრობენ ამერიკელი ინდიელები რეზერვაციაში? ასეთი რეზერვაციების მოწყობას ახლა ისინი ჩვენც გვიპირებენ სწორედ იმ კანონებით, რომლებიც თავს მოგვახვიეს. ახლა კი ის ორპარტიული მმართველობის დაფუძნება სურთ, როგორც ამერიკაშია და სწორედ ამიტომ გვიბრძანეს რესპუბლიკელების ნაციონალებთან კოაბიტაციაც, რადგან ორივე ეს პარტია მათი პირმშოა და მათ მიერაა დაკომპლექტებული. მათ შორის იდეოლოგიური განსხვავება არ არსებობს ისევე, როგორც `დემოკრატებსა~ და `რესპუბლიკელებს” შორისაა ამერიკაში.
მე რამდენჯერმე ვარ ნამყოფი ამერიკაში, ძირითადად საერთასორისო კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად. რამდენიმე ახლო მეგობარიც მყავს პროფესორთა სამყაროში და ძალზე ვაფასებ მათ შრომისმოყვარეობას და მეცნიერულ დონეს. Uნდა ავღნიშნო, რომ ბევრი რამ მომეწონა, მაგრამ ჩემზე ყველაზე დიდი, წარუშლეილი შთაბეჭდილება დატოვა იქ არსებულმა შრომის ორგანიზაციამ. ეს მართლაც ფანტასტიურია და სამეცნიერო მუშაობისთვის კოლოსალურ შესაძლებლობას იძლევა.

მინახავს იქ მდიდრებიც და ღატაკი მათხოვრებიც, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ პროფესურა კარგად და ლაღად ცხოვრობს (გარდა ექიმებისა და იურისტებისა). ერთმა პროფესორმა ისიც კი მითხრა, რომ პროფესორთა 90%-ს ბანკების ვალი აქვთ და პენსიონერი რომ გავხდები, ამ სახლს გავყიდი და უფრო პატარა ბინაში გადავალო. ასე მოიქცა ჩვენი თანამემამულე და ბრწყინვალე მეცნიერი, პროფესორი ვახტანგ ჯობაძე და `ბევერლი ჰილიდან~ სხვა, პერიფერიულ უბანში გადაბარგდა.
ერთი კურიოზიც მახსენდება. ერთმა პროფესორმა სამსახურში მოსვლა ერთი საათით დააგვიანა და დიდი ბოდიში მოიხადა, რადგან იმ დილით თურმე დედა გარდაეცვალა და დროზე მოსვლა ვერ მოახერხა. ესაა დასავლური ცხოვრების ერთ-ერთი წესი და წარმოიდგინეთ რა მოუვიდოდა ამერიკული ფირმის ხელმძღვანელს, მას რომ შეეტყო, რომ რომელიმე მის თანამშრომელს სიდედრი გარდაცვლოდა და ფირმის თანამშრომელთა ნახევარი დასაფლავებაზე წასულიყო.

ამდენად, ამერიკული შრომის ორგანიზაციის სხვა ქვეყანაში გადატანა, მითუმეტეს საქართველოში, შეუძლებელია, რადგან ჩვენ ამერიკელები კი არა, ჯერ კიდევ ქართველები ვართ!

ამიტომაც სურთ ქართველებში ქართველობის ამოძირკვა და `დემოკრატიის~ სახელით ქართული მორალის ფეხქვეშ გათელვა ლესბოსელობის პროპაგანდით და მათი ფინანსური მხარდაჭერით.
ამერიკელი ცენტს არ გაიმეტებს, მოგება თუ არ ნახა. ესეც შრომის ორგანიზაციის შემადგენელი ნაწილია, რაც ყოველგვარ გულჩვილობას და `მეგობრულ ურთიერთობას~ სრულიად გამორიცხავს დოლარული ურთიერთობის დროს. სიტყვით მეგობარი იქნება, მაგრამ საქმეში არავითარი მეგობრული, მშობლიური გრძნობებიც კი არ არსებობს. საქმეში ურთიერთობები მხოლოდ `დოლარულია~. მართალია, პირადული მეგობრული ურთიერთობების მაგალითები მრავალია, მაგრამ საქმეში ეს ურთიერთობები გამორიცხულია.

რა `მეგობრულ ურთიერთობებზეა~ საუბარი, როდესაც საფრანგეთის ყოფილმა ელჩმა ბერნარ ფასიემ კერძო საუბარში განაცხადა: `რად გინდათ დახმარება განათლების დარგში? თქვენ ხომ თეთრკანიანი ზანგები ხართ!~, ხოლო ამერიკის საელჩოს ატაშემ განათლებისა და კულტურის დარგში ბატონმა ჰაჩისონმა 1992 წელს პირადად მითხრა: `თქვენ ხართ განვითარებადი ქვეყანა და სახელმწიფომ მხოლოდ დაწყებითი განათლება უნდა დააფინანსოსო~.

ჩხადია, თუ ხელგაწვდილნი ვმათხოვრობთ და მსოფლიო ბანკს თუ სავალურო ფონდს ფიზიკური გადარჩენისათვის გროშებს ვთხოვთ, ისინიც გადმოგვიგდებენ მოწყალებას, მაგრამ დაგვმოძღვრავენ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, განვითარებადი ქვეყნის იერი რომ არ დავკარგოთ.

შწორედ ამიტომ უნდა პირნათლად უნდა შევასრულოთ ის კანონები, რომლებიც აფრიკის განვითარებად ქვეყნებშია. Aმიტომაც უნდა ამოიძირკვოს განათლება (დაწყებითის გარდა, მეცნიერება მთლიანად და კულტურა (ეთნოგრაფიული ცეკვა-სიმღერის გარდა)
ასეა აფრიკაში და ჩვენ ხომ `თეთრკანიანი ზანგები ვყოფილვართ?~
მაშინ, რა `მეგობრული ურთიერთობები~ შეიძლება ჰქონდეს ძია სემს ჩვენთან? უფრო სწორად, რატომ დაგვიპყრო და გვაქცია უბადრუკ კოლონიად გაპარტახებული ეკონომიკით და გაუბედურებული ხალხით? რატომ დახარჯა ამისათვის მრავალი მილიარდი დოლარი?

თითქოს მათთვის მთავარი მიზანი საბჭოთა კავშირის დაშლა იყო. როგორც ჩემმა ამერიკელმა მეგობარმა მითხრა, ამ მიზნის მიღწევა დაახლოებით 3-4 ტრილიონი დოლარი დაჯდათ. ამისათვის მათ მოისყიდეს რუსეთის მთელი პოლიტიკური და ეკონომიკური ბლოკი პოლიტბიუროდან დაწყებილი, რაიკომის მდივნებით დამთავრებული. ყველა მოსყიდულს მათი რეკომენდაციები უნდა შეესრულებინა და მიზანიც მიღწეული იქნებოდა!

დღესაც იგივე სიტუაციაა საქართველოში, მაგრამ რაში დასჭირდათ ჩვენი გაუბედურება?

შევარდნაძემ 1996 წლის იანვარში ზაზა დარასელისთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ `ერთადერთი, ვის რეკომენტაციებს ვეყრდნობი გადაწყვეტილებების მიღებისას, არის მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის რეკომენდაციები. მათ რეკომენდაციების მთელი თხუთმეტი ტომი მომცეს და ყველას პირდაპირ დავაწერე შესასრულებლად, რადგან მათ ისეთი ქვეყბები ამოიყვანეს ჭაობიდან, რომ ჩვენც აუცილებლად ამოგვიყვანენო~

შოკის მომგვრლია პრეზიდენტის ასეთი განცხადება, მაგრამ რაში დასჭირდათ ქართველი ხალხის ეს შოკური თერაპია?

ცხადია, ქვეყანა ჯერ ჭაობში უნდა ჩააგდო, რომ შემდეგ, ამოთრევისას, ის მათ ყველა ბრძანებას უსიტყვოდ შეასრულებს. ამისათვის კი ჯერ უნდა განადგურდეს ეკონომიკა უსინდისო პრივატიზაციის გზით, განადგურდეს განათლება საშუალო სკოლის გაუქმებით, მაღალი კულტურა და მორალი სხვადასხვა არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციების ქმედებებით, უნდა შეუტიონ მართლმადიდებლობას და ეროვნულ ტრადიციებს ერთი მუჭა ფულზე გაყიდული უსინდისოების დახმარებით და შექმნან ის უმკაცრესი სისტემა, რაც მკაცრი რეჟიმის აფრიკის კოლონიურ სახელმწიფოებშია.

ამიტომაც არ ადარდებთ, თუ რა ხდებოდა ჩვენს ციხეებში და მშვიდად უყურებდნენ 26 მაისის სისხლიან ღამეს. აფრიკის ქვეყნებისთვის ეს სავსებით მისაღებია…

და მაინც ისმის ის კითხვა: რატომ მოხდა ჩვენს თავს ის უბედურება, რაც მოხდა და რა არის ამერიკელთა ზრახვების ნამდვილი მიზანი?

ეს ამერიკელთა სტრატეგიული გეგმაა: შეიქმნას რუსეთის მეზობლად ზესახელმწიფო, რომელიც მას დაუპირისპირდება. ეს ჩემმა ამერიკელმა მეგობარმა გამანდო ჯერ კიდევ 1983 წელს და დაამატა, რომ ამ მიზნის მისაღწევად ჯერ ჩინეთი აირჩიეს და `კულტურულ რევოლუციაში~ მრავალი მილიარდი დოლარი გადაიხადეს, შემდეგ, რადგან ჩინეთში შემდგომ მოსულმა მთავრობამ `რევიზიონიზმზე~ უარი თქვა, ირანში `დემოკრატიის~ შეტანა გადაწყვიტეს, თუმცა უშედეგოდ და ახლა, მათი ბოლო იმედი თურქეთია, რომელიც ზესახელმწიფო გახდება, თუ დაიკავა ტერიტორია ყირიმიდან დაწყებული, მთელი კავკასია, თურქმენეთი და ყაზახეთი.

ეს ათა თურქის ოცნება იყო და თურქებისათვის დღესაც მთავარი ოცნებაა. ამერიკელთა რეკომენდაციების მთავარი მიზანიც `დიდი თურქეთის~ შექმნაა და ამიტომ გაუქმდა სავიზო რეჟიმი თურქებთან და გამკაცრდა სავიზო რეჟიმები ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში.

და დაიწყო თურქების ექსპანსია ჯერ აჭარასა და თბილისში, შემდეგ მთელ საქართველოს მოედებიან და ამერიკელებიც დიდი სიამოვნებით გადასცემენ ამ უბადრუკ კოლონიას თურქებს. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონსაც შემოვიერთებთ, მაგრამ ეს საქართველოს ბოლო დღე იქნება…

 
მერაბ ჯიბლაძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *