დრო არ ითმენს, სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ პოლიტიკური რეფორმა

 

ქვეყანას  20 წელზე მეტია პოლიტიკოსთა არაპროფესიონალიზმი, პოპულიზმი და აგრესიული სოციალური დემაგოგია ანგრევს

 

11000ქვეყანას  20 წელზე მეტია პოლიტიკოსთა არაპროფესიონალიზმი, პოპულიზმი და აგრესიული სოციალური დემაგოგია ანგრევს.  პოლიტიკოსები ასეთი პოლიტიკით ხალხს ატყუებენ, სიამოვნებით ეთანხმებიან მართვას ქვეყნის გარედან -200 წლიანი კრემლისადმი მორჩილება, 21-ე საუკუნეში თეთრი სახლისადმი მორჩილებით იცვლება. ტრაგედიაა, როგორი აღტაცებით და კმაყოფილებით საუბრობებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, ქვეყნის საშინაო საქმეებში ამერიკის ჩარევის თხოვნით  მისული პოლიტიკოსები, მასთან შეხვედრის შემდგომ.

საქართველოს არ აქვს მომავალი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან დიდი ურთიერთობების,  რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების გარეშე, მაგრამ ეს არ ნიშნავს უარი ვთქვათ ჩვენს დამოუკიდებლობაზე, მორჩილებაში ვიყოთ თეთრ სახლთან, ან კრემლთან.

ფაქტია, რომ 20 წელზე მეტია ქვეყნის ხელისუფლებაში ჭარბობენ არაქართული ცნობიერების და ყოველგვარი უცხოურის გაფეტიშების მომხრე პოლიტიკოსები. ამის შედეგია პოლიტიკაში გამეფებული მონური ფსიქოლოგია.

დღეს ცხადზე უცხადესია, რომ სერიოზული პოლიტიკური რეფორმის გარეშე ქვეყანას მომავალი არ აქვს. ამ რეფორმის მიზანიც და შედეგიც უნდა იყოს:

  • ხელისუფლებისათვის მისი რეალური ფუნქციის დაბრუნება: ზრუნვა კონკურენტული გარემოს შექმნაზე და ადამიანის ბუნებითი უფლებების (სიცოცხლის, სიტყვის თავისუფლების, საკუთრების) დაცვა;
  • ქვეყანა გარედან მართული ხელისუფლების გარეშე;
  • უცხო ქვეყნების ჩაურევლობა ქვეყნის საშინაო საქმეებში;
  • ქვეყნის ხელისუფლებაში სუფთა, მართალი და პროფესიონალი პოლიტიკოსები

ჩემი აზრით, პოლიტიკური რეფორმა უნდა დავიწყოთ ორი უპირველესი რამით:

პირველი – პარტიების შეფასების კრიტერიუმების შემუშავება  და მხოლოდ ამის შესაბამისი დაფინანსების სისტემის შექმნა;

მეორე – პოლიტიკოსად აღიარების ნათელი სისტემის შექმნა და დამკვიდრება.

ერთიც და მეორეც უნდა მოხდეს მეცნიერთა, პროფესიონალ ექსპერტთა და პროფესიონალ პოლიტიკოსთა მიერ საზოგადოების ფართო წრეებთან თანამშრობლობით და ქვეყნის რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

ქვეყანა თავზე გვენგრევა, ეს არის პატიების და პოლიტიკოსების მოღვაწეობის შედეგი. ეს ანტიქართული პოლიტიკური პროცესი უნდა შეჩერდეს.

დრო არ ითმენს, სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ პოლიტიკური რეფორმა.

 

პარტია „თეთრების“ სახელით

თემურ შაშიაშვილი

05.08.2013წ.

P.S.  თემურ შაშიაშვილის პრესკონფერენცია უახლოს დღეებში გადაიცემა მეორე არხის ეთერში და განთავსდება სააგენტო “პრაიმ-თაიმის”  და “თეთრების” ვებ.გვერდებზე.

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *