წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ბიძინა ივანიშვილს

99999პატივისცემით გიგზავნით ორ დოკუმენტს: პირველი შემუშავებულია ჩვენი მეგობარი მეცნიერების თანადგომით, ხოლო მეორე მომზადდა უცხოეთში  მყოფ თანამემამულეებთან ერთად  სამწლიანი ურთიერთობების საფუძველზე.

პირველი მათგანი – „სამართლიანობის მანიფესტი“, რომელიც გახლავთ საქართველოს ბედზე მოფიქრალი თხუთმეტი პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციის, ქართველი ხალხისგან პატივდებული არაერთი დიდი მეცნიერის, ხელოვანის, სპორტსმენის, 2 000-ზე მეტი პატიოსანი მოქალაქის ხელმოწერით მხარდაჭერილი 25-პუნქტიანი დოკუმენტი, რომელიც ჩვენი, „თეთრების“ წევრმა და მეგობარმა მეცნიერებმა მოამზადეს ჯერ კიდევ 2009 წელს და წარუდგინეს პრეზიდენტს „ღირსების ულტიმატუმის“ სახით.

მთელი ქვეყნისათვის პატივცემული ადამიანების ხელისმოწერები არად ჩააგდო მაშინ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მან ამ უყურადღებობით აბუჩად აიგდო ქართველი ხალხის ნება, რამეთუ „მანიფესტს“ ხელს აწერენ ქართული აზროვნებისა და კულტურის კორიფეები.

მიგვაჩნია, რომ „სამართლიანობის მანიფესტი“  გახლავთ მოთხოვნა იმ პოლიტიკური უფლებებისა და სოციალური დაცულობისა, რომლის შესრულება კონსტიტუციურად ევალება ყოველ ხელისუფალს, ხოლო შეუსრულებლობისათვის უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი.

მეორე დოკუმენტი – „ემიგრანტთა განწყობა-გადაძახილი მომავლის საქართველოსთვის“ შემუშავდა შრომით მიგრანტებთან ერთად, რომლებიც თავს მიიჩნევენ საქართველოს განუყოფელ ნაწილად და ითხოვენ უცხოეთში ყოფნისა და  სამშობლოში დაბრუნების ღირსეულ პირობებს.

ორთავ დოკუმენტმა მიიღო გაზეთის სახე, რათა მათ გაეცნონ ქვეყნის მოსახლეობისა და უცხოეთში მცოხვრებ მიგრანტთა ფართო წრეები.

იმედი გვაქვს, ჩვენს მიერ გადმოცემული მასალა ჯეროვნად იქნება შესწავლილი და გამოყენებული სამშობლოს საკეთილდღეოდ

 

პარტია „თეთრების“  პოლიტიკური საბჭოს სახელით

თემურ შაშიაშვილი

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *