რეზო ესაძე: ის,რაც დღეს ზესტაფონში ხდება, მთელი ერის საქმეა!
სულიდან ხორცამდე შემძვრელი ამბები , რაც დღეს ზესტაფონში ხდება, ერთი შეხედვით, თითქოს კულუარული საქმე, სინამდვილეში, მთელი ქართველი ერის საქმეა, რომელმაც – ეროვნული არსებობისათვის თავგანწირვას, მის ყოფნა-არყოფნას სასწორზე დებს; ქართულ ეროვნულ რაობას წაშლას უქადის , რასაც მრავალჭირნახული ერთიანი, საქართველო არ დაუშვებს!…
ძნელი არაა აღქმა იმისა, რომ ეს ერთი შეხედვით ვიწრო საქმე იმ გადამდებ სენად შეიძლება გადაიქცეს, რომელიც ქათული ისტორიის ხანგრძლივობის მანძილზე მომხვდურ-გავეშებულ გარეწართან ერთად ყოველგვარ ქართულისა და ქართულობის წაშლას ლამობდა, მაგრამ სწორედ ამ დროს, წაშლის ზღვრამდე მისული ეროვნული მუხტი, ქართულობა იმძლავრებდა, ქვეყანას გადაარჩენდა და ღმერთს და მზეს იფიცებდა!
ის,რაც დღეს ზესტაფონში ხდება, არა მხოლოდ ზესტაფონის, მთელი ერის საქმეა და საბამ ბაცილა მთელს სივრცეს მოედებოდე, ერმა ის უნდა აღკვეთოს!
გაუმარჯოს ერთიან, ჯანმრთელ ეროვნულ ქართულ სხეულს!
გაუმარჯოს მართალ ზესტაფონს!
დიდება საქართველოს!



