(პრაიმ-ნიუსი) –„საქართველოს ხალხთა ასამბლეა” დავით აღმაშენებლის ძეგლის ,,ვარდების რევოლუციის“ მოედანზე დაბრუნების ინიციატივით გამოდის

davito „საქართველოს ხალხთა ასამბლეა” დავით აღმაშენებლის ძეგლის ,,ვარდების რევოლუციის“ მოედანზე დაბრუნების ინიციატივით გამოდის
როგორც პრაიმ-ნიუსს აღნიშნული ორგანიზაციიდან აცნობეს, რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულო ,,ვარდების რევოლუციის“ მოედნისათვის სახელის შეცვლის ინიციატივით გამოვიდა.

,,საქართველოს ხალხთა ასამბლეა“ აღნიშნულ ფაქტს ეხამურება და მოედნისათვის დავით აღმაშენებლის მოედნის დარქმევისა და დავით აღმაშენებლის ძეგლის აღნიშნულ მოედანზე დაბრუნების ინიციატივით გამოდის.

ინიციატივის შესახებ დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე დიმიტრი ჯაიანი (მსახიობი და რეჟისორი), ფერდინანდ ლორთქიფანიძე (ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე), არქიტექტორები გიგა ბათიაშვილი და ვახტანგ დავითაია ისაუბრებენ.

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *