(მედიანიუსი) საქართველოს ხალხთა ასამბლეა დავით აღმაშენებლის ძეგლის ვარდების რევოლუციის მოედანზე დაბრუნებას ითხოვს

 

davitoსაქართველოს ხალხთა ასამბლეა დავით აღმაშენებლის ძეგლის ,,ვარდების რევოლუციის“ მოედანზე დაბრუნების ინიციატივით გამოვიდა.

როგორც ასამბლეიში აცხადებენ, რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულო ,,ვარდების რევოლუციის“ მოედნისათვის სახელის შეცვლის ინიციატივით გამოვიდა. ,,საქართველოს ხალხთა ასამბლეა“ აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება და მოედნისათვის დავით აღმაშენებლის მოედნის დარქმევისა და დავით აღმაშენებლის ძეგლის აღნიშნულ მოედანზე დაბრუნების ინიციატივით გამოდის.

,,ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ უდიდესი მოღვაწე, დიდი ქართველი, მსოფლიოში აღიარებული მოქანდაკე ბატონი მერაბ ბერძენიშვილი ასამბლეის მეგობარია და მიგვაჩნია, რომ ბერძენიშვილის ეს ქმნილება თბილისის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე უნდა დაბრუნდეს და აღნიშნულ მოედანს დავით აღმაშენებლის სახელი ეწოდოს,“ – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ფერდინანდ ლორთქიფანიძემ.

მისივე ცნობით, ,,საქართველოს ხალხთა ასამბლეა“ ჟენევის კონვენციით მოსკოვში იყო დარეგისტრირებული. გუშინ ორგანიზაცია ოფიციალურად დარეგისტრირდა საქართველოში, თბილისში. საპრეზიდენტო არჩვნების შემდეგ ორგანიზაცია საქართველოში დიდი კონგრესის ჩატარებას გაგმავს.
,,საქართველოს ხალხთა ასამბლეას“ დაგეგმილი აქვს პროექტების განხორციელება, რომლებიც, როგორც ასამბლეაში აცხადებენ, პოზიტიურ ასახვას ჰპოვებს არამხოლოდ საქართველოს, არამედ ოსეთის, რუსეთისა და საერთოდ კავკასიის რეგონში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე.

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *