(news.ge)„საქართველოს ხალხთა ასამბლეა” აღმაშენებლის ძეგლის ,,ვარდების“ მოედანზე დაბრუნების ინიციატივით გამოდის

20130809131531shashiashvili„საქართველოს ხალხთა ასამბლეა” დავით აღმაშენებლის ძეგლის ,,ვარდების რევოლუციის“ მოედანზე დაბრუნების და მოედნისთვის “დავით აღმაშენებლის მოედნის” დარქმევის ინიციატივით გამოვიდა.

“ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ უდიდესი მოღვაწე, დიდი ქართველი, მსოფლიოში აღიარებული მოქანდაკე ბატონი მერაბ ბერძენიშვილი ასამბლეის მეგობარია და მიგვაჩნია, რომ ბერძენიშვილის ეს ქმნილება თბილისის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე უნდა დაბრუნდეს და აღნიშნულ მოედანს დავით აღმაშენებლის სახელი ეწოდოს“, – განაცხადა ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ფერდინანდ ლორთქიფანიძემ.

,,საქართველოს ხალხთა ასამბლეა“ ჟენევის კონვენციით მოსკოვში იყო დარეგისტრირებული. გუშინ ორგანიზაცია ოფიციალურად დარეგისტრირდა თბილისში. საპრეზიდენტო არჩვნების შემდეგ ორგანიზაცია საქართველოში დიდი კონგრესის ჩატარებას გეგმავს.

,,საქართველოს ხალხთა ასამბლეას“ დაგეგმილი აქვს დიდი პროექტების განხორციელება, რომლებიც პოზიტიურ ასახვას პოვებს არამხოლოდ საქართველოს, არამედ ოსეთის, რუსეთისა და ზოგადად, კავკასიის რეგონში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე.

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *