(რეზონანსი) დავით აღმაშენებლის ძეგლი შესაძლოა ,,ვარდების რევოლუციის“ მოედანზე დააბრუნონ
დავით აღმაშენებლის ძეგლის ,,ვარდების რევოლუციის“ მოედანზე დაბრუნების ინიციატივით „საქართველოს ხალხთა ასამბლეა” გამოდის.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულო ,,ვარდების რევოლუციის“ მოედნისათვის სახელის შეცვლის ინიციატივით გამოვიდა.
,,საქართველოს ხალხთა ასამბლეაში“ აცხადებენ, რომ ისინი მოედნისათვის დავით აღმაშენებლის მოედნის დარქმევისა და დავით აღმაშენებლის ძეგლის აღნიშნულ მოედანზე დაბრუნების ინიციატივით გამოდიან, იუწყება „ინფო-9“.
Facebook Comments


