(ასავალ-დასავალი) საქართველოს ხალხთა ასამბლეა დავით აღმაშენებლის ძეგლის ძველ ადგილზე დაბრუნების ინიციატივით გამოდის

davitoროგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულო “ვარდების რევოლუციის მოედნისთვის” სახელის შეცვლის ინიციატივით გამოვიდა. „საქართველოს ხალხთა ასამბლეა“ აღიშნულ ფაქტს ეხმაურება და მოედნისთვის დავით აღმაშენებლის დარქმევასა და დავით აღმაშენებლის ძეგლის აღნიშნულ მოედანზე დაბრუნებას ითხოვს.

„ჩვენ ვამაყონთ იმით, რომ უდიდესი მოღვაწე, დიდი ქართველი, მსოფლიოში აღიარებული მოქანდაკე, ბატონი მერაბ ბერძენიშვილი ასამბლეის მეგობარია და მიგვაჩნია, რომ ბერძენიშვილის ეს ქმნილება თბილისის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე უნდა დაბრუნდეს და აღნიშნულ მოედანს დავით აღმაშენებლის სახელი ეწოდოს, – განაცხადა ასამბლეის ვიცე -პრეზიდენტმა ფერდინანდ ლორთქიფანიძემ.

აღსანიშნავია რომ საქართველოს ხალხთა ასამბლეა ჟენევასა და მოსკოვში იყო დარეგისტრირებული. გუშინ ორგანიზაცია დარეგისტრირდა საქართველოში, თბილისში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ორგანიზაცია საქართველოში დიდი კონგრესის ჩატარებას გეგმავს.

„საქართველოს ხალხთა ასამბლეას“ დაგეგმილი აქვს დიდი პროექტების განხორციელება, რომელბიც პოზიტიურად აისახება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ოსეთის, რუსეთისა და საერთოდ, კავკასიის რეგიონში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე.

ლედი ხვინგია
„საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ PR მენეჯერი

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *