რეზო ამაშუკელი: მილოცვა ლერი ხაბელოვს

lლერი ბატონო!
ლერი, ძმაო!
ლერი, ძვირფასო!

20 დეკემბერი როგორც შენ, როგორც ჩვენ, ისე მთელ საქართველოს და მთელ სპორტულ სამყაროს, განსაკუთრებული გამორჩეულობით დაამახსოვრდება, იმიტომ, რომ ის ტახტი, დიახ, ტახტი, რომელიც აგრერიგად მნიშვნელოვანია და საამაყო ქვეყნისთვის უფალმა, შენმა ნიჭმა და შენმა კაცობამ შენ გარგუნა და მტერი რომ მტერია (თუ გყავს, ალბათ გყავს და უნდა გყავდეს კიდეც) იმასაც კი თავი დაახრევინა, რადგან, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, შენზე ღირსეულს ვერც მე და ვერც ვერავინ დღეს ვერვის ვხედავთ!

ნება მომეცი, ჯერ საქართველოს მივულოცო, მერე კი ოსებს, ჩემს სისხლს და ხორცს, ჩემს ცერზე შემდგარ მხარის გაგრძელებას, ჩემი კაცობის მოზიარეს, ძუძუმტეს ჩემსას!

ლერი ხარ ხაბელოვი და ეს არის შენი რეგალიების ჩამონათვალი, შენს ვაჟკაცობას, შენს ცხოვრებას და შენს საქციელს, რაში სჭირდება ტიტულების დასახელება?!

ქალი ქალს უნდა ჰგავდეს და კაცი კაცსო! – ასე დაგვიბარეს შენმა და ჩემმა წინაპრებმა და ამიტომაც მიხარია: – შენს დანახვაზე მტერს გული უსკდება და მოყვარე კი ბედნიერია!

– აფერუმ ძმაო! შენ განვლილ გზას, შენს ძარღვსა და ღონეს!

ქართულში სიტყვა პატიოსანი, პატივიდან არის შემდგარი, ეს იგი „პატივოსანი“!

წესიერი და პატიოსანი კაცი ხარ და პატივი და დაფასება თან გდევდეს მუდამ, რადგან ღირსი ხარ უძღვებოდე იმ დიდ საქმეს, რომელსაც ბრწყინვალებით შეუძლია წარმოაჩინოს შენი საყვარელი საქართველო და შენი მშობელი ხალხი, რომელსაც, სანამ ცოცხალი ვარ, მე მინდა რომ ვემსახურო და გულით ვეფერო, რადგან ეს არის ჩვენი არჩივი და ჩვენი ბედი, რომელიც ისევე განუყოფელია და მართალი, როგორც ჩემი პატივისცემა და სიყვარული შენდამი!

გეხვევი და ამ მოკლე წერილს, ქვემორე ხელისმომწერნი, შენთან ვატანთ ჩვენს ერთგულებს, ჩვენს სითბოს და აღფრთოვანებას!

შენი თანადგომა და ჩვენი ერთად ყოფნა ქართულ-ოსური მისიის საქმეს მეტ ძალას მისცემს და იმ შერიგებას, რომელსაც პირჯვრის წერით ელოდება ორივე მხარე, გვირგვინს დაადგამს!

გეხვევი ქართულ ოსური მისიის,
სახალხო-საზოგადოებრივი მოძრაობის თავმჯდომარე რეზო ამაშუკელი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *