ფეისბუქის კომენტარები: ივანიშვილს საქმე ისე მიჰყავს, მალე მისი ავტორიტეტი განულდება

 

bidzina ivივანიშვილს საქმე ისე მიჰყავს, მალე მისი ავტორიტეტი განულდებ

სასამართლოს თავჯდომარე კუბლაშვილი

ქართველი ქართველი ბატონო თემურ თქვენ “იმედზე” გნახეთ ბურჯანაძესთან ერთად საარჩევნო კამპანიში….უკაცრავად და ბურჯანაძემ რა გააკეთა საქართველოსთვის მაგას რომ დაყვებით ბოდიში პირდაპირობისთვის…მგონია არც ერთს გტკივათ გული საქართველოზე და თუ გტკივათ, ცდებით ბურჯანაძეს რომ უჭერთ მხარს!…

Shorena Kldiashvili მეეჭვება, რომელიმე პედაგოგმა ქუთაისში მხარი დაუჭიროს მხარი ბურჯანაძეს.

Giorgi Gogolashvili საერთოდ ძალიან მაღიზიანებს, პატრიოტიზმის თემაზე ლექციებს ნიღბიანები რომ გვიკითხავენ! მოიხსენით ნიღაბი და ისე ილაპარაკეთ, ხომ უნდა ვიცოდეთ, ვინ „გვმოძღვრავს“…

Nino Chkhikvadze ამ “ოცნებამ” იმდენი ქნა თავისი კოაბიტაციით, რომ ბურჯანაძეზე მივიღე გადაწყვეტილება. არ ვიცი კარგია თუ ცუდი, მაგრამ მეოცნებეებს ყველა ვარიანტში ჯობია. რა იკადრა ლევან ბერძენიშვილმა , წაიკითხეთ? – ბურჯანაძეს ბაქრაძე მირჩევნიაო. ისე კი ეჭვგარეშეა, რომ ურჩევნია – კოაბიტაცია ჰქვია მაგას!

Fridon Dochia ბატონო თემურ! ივანიშვილი ჯერ კიდევ მაშინ განულდა, როცა მინუს რეიტინგიანი “რესპები” ამოიყენა გვერდში და პარლამეტნში თავზე დაგვასვა, ხოლო შემდეგ “პლასტელინა” მარგველაშვილი რომ პრეზიდენტობის კანდიდატად აკურთხა. სხვათა შორის, ახლა მისი და ბაქრაძის ყალბი რეიტინგის შექმნაზე მუშაობს, რომ მარგველა–პლატელინა გააპრეზიდენტოს, ხოლო ბაქრაძე მეორე ადგილზე გაიყვანოს.

Giorgi Lomadze რაც არ უნდა ცუდი იყოს ბიძინა, ნინო ბურჯანაძე ისეთი წარსულით მოდის. ქალი ასოცირებულია კორუფცია და უსამართლობასთან. სიყალბის დედაა და მაპატიეთ მაგრამ ეს ვისაც ავიწყდება, იმაზე წარმოდგენა მეკარგება. როგორ უნდა წამოცდეს ნინო ბურჯანაძეს ვაძლევ ხმასო

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *