(ასავალ – დასავალი) თეიმურაზ შაშიაშვილი: `ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძე გაიმარჯვებს!

shhhh`ასავალ-დასავალს“ ესაუბრება პარტია თეთრების“ (თეთრები) ლიდერი – თეიმურაზ შაშიაშვილი

_ ბატონო თემურ, მოდით, ჩვენი საუბარი დავიწყოთ `წარმომადგენლობითი სახალხო კრებით“ და მერე სხვა თემებსაც მივხედოთ… კრებაში, გარდა იმისა რომ წინასაარჩევო რეჟიმში მუშაობთ, კიდევ რა ხდება?

_ სახალხო კრების ქართული და სახელმწიფოებრივი პოზიცია ბევრ სხვა რამესთან ერთად ორ რამეშიც გამოიკვეთა, _ სახალხო კრება პირველი იყო, რომელმაც უყოყმანოდ დაუჭირა მხარი ბიძინა ივანიშვილს და დღეს კრება მხარს უჭერს ნინო ბურჯანაძეს, რადგან მივიჩნევთ, რომ ამ ორი პიროვნების თანამშრომლობა საქართველოსთვის დიდი სიკეთის მომტანი იქნება!.. ახლა მინდა ჩამოგითვალოთ რამდენიმე `არა მგონია“!.. კერძოდ, არა მგონია, ხელისუფლებისათვის იმაზე უკეთესი ტანდემი არსებობდეს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი-ნინო ბურჯანაძე, არა მგონია, საქართველოს ოდესმე ისე უჭირდა, როგორც დღეს უჭირს, არა მგონია, საქართველოში ოდესმე ასე გამოუყენებელი ყოფილიყო ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალი და არა მგონია, საქართველოში ოდესმე ასე გამოუყენებელი ყოფილიყო ისეთი ღვთის წყალობა, რასაც ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა ჰქვია!.. ნაპოლეონი ამბობდა, -გეოგრაფია პოლიტიკააო!.. ჩვენ ქალბატონ ნინოს რამდენიმე რამის გამო ვუჭერთ მხარს, – ის არ უნდა დაუპირისპირდეს და არც დაუპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს, ის ფეხქვეშ არ გაეგება ბიძინა ივანიშვილს და მესამე, –  ჩვენ ერთად ვმუშაობთ იმ პროგრამაზე, რომლის მიხედვითაც ქალბატონმა ნინომ ბიძინა ივანიშვილის პოტენციალი სრულად უნდა მოიყვანოს მოქმედებაში!..

 

giorgi marg`მარგველაშვილი ერთ-ერთი მიღებული ფიგურა იყო შევარდნაძესთან, ჟვანიასთან, სააკაშვილთან, ალასანიასთან!..“

 

`უტიაშვილის მოადგილეს, _ ლევან ქებურიას, რომელიც მერე განათლების სამინისტროში დანიშნეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელად და მარგველაშვილს იქ დახვდა, დღეს მარგველაშვილის საარჩევნო კამპანია მიჰყავს!..“

 

_ თუმცა ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ფარულად ბურჯანაძის გაპრეზიდენტებას უჭერს მხარსო!..

_ მე ამას გამოვრიცხავ, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ, როცა ბატონი ბიძინა აცხადებს, _ თუ მარგველაშვილი არ გახდება პრეზიდენტი, მე პოლიტიკიდან წავალო! _ ის ამას გულით არ ამბობს!.. თუ ამას გულით ამბობს, მაშინ მართლა უნდა წავიდეს პოლიტიკიდან!.. არ შეიძლება ბიძინა ივანიშვილის მასშტაბის პიროვნებამ ასე დასვას საკითხი და ულტიმატუმის ენით ილაპარაკოს.

_ ივანიშვილი ხომ ისედაც და ასედაც მიდის, ბატონო თემურ?

_ ბიძინა ივანიშვილი რომ მიდის, სწორ გადაწყვეტილებას იღებს, რადგან მოინდომეს ბიძინა ივანიშვილის დაჩოქება და ივანიშვილი არ არის ის კაცი, ვინც დაიჩოქებს!..

Sequence 01.Still011ვენ ქალბატონ ნინოს რამდენიმე რამის გამო ვუჭერთ მხარს, – ის არ უნდა დაუპირისპირდეს და არც დაუპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს, ის ფეხქვეშ არ გაეგება ბიძინა ივანიშვილს და მესამე, –  ჩვენ ერთად ვმუშაობთ იმ პროგრამაზე, რომლის მიხედვითაც ქალბატონმა ნინომ ბიძინა ივანიშვილის პოტენციალი სრულად უნდა მოიყვანოს მოქმედებაში!..

 

_ რას გულისხმობთ?

_ ახლახან პრესკონფერენციაზე მან რამდენჯერმე ახსენა და ამას კაციშვილმა ყურადღება არ მიაქცია… ივანიშვილმა გულწრფელად თქვა, _ დასაწყისში ძალიან ძნელი იყო ევროპელებთან და ამერიკელებთან ურთიერთობაო!.. ანუ ერთი კაციც რომ დაგვეჭირა კიდევ, ვილნიუსის სამიტი უკან დაგვრჩებოდაო!.. აი, ეს იყო მთავარი… ისე კი ძალინ გული მწყდება, რომ რაც დრო გადის, ივანიშვილი უფრო და უფრო თვითკმაყოფილი გახდა, თანდათან დაშორდა ხალხს და მე ასეთი თვითკმაყოფილი მხოლოდ სააკაშვილი თუ მინახავს ე.წ. `ვარდების რევოლუციიდან” ერთი წლისთავზე. საქართველოში როლები გაიცვალა,  –  ხალხის ნაცვლად, ხელისუფლება ლაპარაკობს გაკეთებულზე!..  საქართველოში ხომ ხელფასი არ არსებობს, ჩვენი სამშობლო არის უხელფასო ქვეყანა, არადა, გაიხსენეთ ჰიუგოს `ოთხმოცდაცამეტი წელი”, მასწავლებელი და მოსწავლე რომ საუბრობენ ერთმანეთში და რას ეუბნება მასწავლებელი მოსწავლეს,  –  ხელფასი არის უფლებაო, მე სულის ქვეყანა მინდაო!.. ერთიც და მეორც ჩაკლეს საქართველოში. –  სააკაშვილი რომ გაიძახის, ამდენი და ამდენი რამ ავაშენეთო!  –   ჩვენი ოფისის გვერდით დგას სოფლის მეურნეობის ყოფილი სამინისტრო, უნიკალური შენობა, გადაიხედეთ და ნახეთ, რას დაამსგავსეს!.. ნახეთ რას დაამსგავსეს `იმელის” შენობა, ქუთაისში იყო უნიკალური შენობა,  – კლინიკური საავადმყოფო, ნახეთ, რას ჰგავს, გული მოგიკვდებათ!.. სამაგიეროდ ნახეთ რა ააშენეს, _ შემინული, უგემოვნო, უხარისხო შენობები…

_ ბატონო თემურ, მაინც რატომ მიდის პოლიტიკიდან ივანიშვილი?

_ ერთი გითხარით, _ იმდენად დიდია წნეხი და ზეწოლა, არ უნდა, რომ დააჩოქონ, რადგან პირადად ჩემს წარმოდგენაში, გორში წაქცეული, დაჩოქილი და მუცელზე მფორთხავი სააკაშვილი და დასავლეთის მიერ დაჩოქებული ბიძინა ივანიშვილი ერთი და იგივე იქნება!.. ბიძინა ივანიშვილი გრძნობს, რომ აქეთკენ მიჰყავთ და მიდის!..  ივანიშვილს ყველაზე დიდი დამსახურებას უთვლიან 2012 წლის 1 ოქტომბერს, არადა, დრომ დაადასტურა, რომ 1-ლი ოქტომბერი იყო `ვარდების რევოლუციის~ გაგრძელება!..(!!!)

bidzina ivივანიშვილმა გულწრფელად თქვა – დასაწყისში ძალიან ძნელი იყო ევროპელებთან და ამერიკელებთან ურთიერთობაო!.. ანუ ერთი კაციც რომ დაგვეჭირა კიდებ, ვილნიუსის სამიტი უკან დაგვრჩებოდაო!,, აი, ეს იყო მთავარი!”

 

_ ვერ მიგიხვდით!..

_ ამერიკელი ხალხი საქართველოს გულწრფელი მეგობარია, მაგრამ ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილი _ მაკკეინი, ლიბერმანი და სააკაშვილის სხვა პატრონები განიხილავდნენ ორ პროექტს, _ პირველი პროექტის თანახმად 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად უნდა გაეყალბებინათ და სააკაშვილი დაეტოვებინათ ხელისუფლებაში, მაგრამ ეს გამოირიცხა, რადგან ნებისმიერი კვლევისა და ანალიზის მიხედვით თუ სააკაშვილის რეჟიმს არ მიაშველებდნენ 10 მილიარდს მაინც, გაზაფხულზე საქართველოში აუცილებლად დაიწყებოდა მღელვარება და სააკაშვილი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადარჩებოდა. სააკაშვილისთვის ფულის მიცემა კი რასაც ნიშნავს, ეს მისმა პატრონებმა კარგად იციან, რადგან სააკაშვილი არის აუვსებელი ჭური, რომელიც ერთ მილიარდ დოლარს 10 მილიონი დოლარის საქვეყნო საქმეს თუ აკეთებინებს. ამასობაში გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი და ამერიკელებმაც გაიხარეს,  –  არც ფულის დახარჯვა მოუწიათ და არც არაფერი, აჰკიდეს ივანიშვილს `მოქკავშირის~, `აღორძინებისა” და `ნაცმოძრაობის” მიერ დაქცეული ქვეყნის ტვირთი და ამავდროულად მოიგონეს საშინელი რამ  – კოჰაბიტაცია!.. ვაცხადებ კატეგორიულად,  – ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძე გაიმარჯვებს, ხოლო მარგველაშვილის გამარჯვების შემთხვევაში, ივანიშვილი დამარცხდება და ამას ის აუცილებლად დაინახავს და იგრძნობს გაზაფხულზე!.. სხვათა შორის ამერიკელებმა ყველაზე დიდი ფული მარგველაშვილზე დახარჯეს,  – მარგველაშვილი ერთ-ერთი მიღებული ფიგურა იყო შევარდნაძესთან, ჟვანიასთან, სააკაშვილთან, ალასანიასთან!.. ეს შემთხვევითია? ამერიკელები სამართლიანად ფიქრობდნენ, რომ 2007 წლის 7 ნოემბერი და 2008 წლის აგვისტოს ომი ქართველ ხალხს სააკაშვილისთვის არ უნდა ეპატიებინა და როგორც კი ბურჯანაძე ოპოზიციაში გადავიდა, ამერიკელებმა მაშინვე დაიჭირეს თადარიგი და ფონდში ჩაუსვეს მარგველაშვილი. სააკაშვილის პატრონებს, ამ სექტას, საქართველოში არ სურს ხელისუფლებაში მოვიდეს ნაციონალური განწყობის ხალხი, რადგან ამის მთავრი მიზეზია მათი მთავარი იდეოლოგის – ჯორჯ სოროსის განცხადება, _ `სამოქალაქო საზოგადოება და ნაციონალური განწყობა ერთმანეთისადმი კონფლიქტში არიან!..” დღეს ხდება სასწაული, უტიაშვილის მოადგილეს, _ ლევან ქებურიას, რომელიც მერე განათლების სამინისტროში დანიშნეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელად და მარგველაშვილს იქ დახვდა, დღეს მარგველაშვილის საარჩევნო კამპანია მიჰყავს!.. ამას თუ ეძახიან ესენი კოჰაბიტაციას, ჩვენს ხარჯზე ამას ნუ გააკეთებენ!.. მე ველოდები სასამართლოს და ძალიან მაინტერესებს როგორ წარიმართება ყველაფერი…

_ 26 მაისის მოვლენებს გულისხმობთ?

_ 26 მაისთან დაკავშირებით მოგახსენებთ!.. პროკურატურის თანამშრომელი _ შალამბერიძე უყურებდა ყველაფერს, რაც ამათ კინოთეატრ `რუსთაველში“ ჩაიდინეს, რასაც ესენი იქ აკეთებდნენ, რა ბრძანებებსაც იქ გასცემდნენ!.. ეს ხალხი, სუყველა პოლიციასა და პროკურატურაშია და ამას ეძახიან ესენი კოჰაბიტაციას? მაშინ ასეთი კოჰაბიტაცია არ გამოვა!.. ხალხში არის უმძიმესი განწყობა. ამასწინათ ბაღდათში, ზესტაფონში გვქონდა შეხვედრებ და ერთგან ნინო ბურჯანაძეს უთხრეს, _ ქალბატონო ნინო, ამ ორასი კაციდან, ვინ აქ შევიკრიბეთ, იცოდეთ, რომ ასი კაცი მაინც მშიერიაო!.. აი, ასეთ დღეში ჩააგდეს თავმოყვარე ქართველი ერი!..

_ ბატონო თემურ, თქვენ ზესტაფონი ახსენეთ და ვიცი, რომ ზესტაფონი ძალიან აქტიურად და საბრძოლველად შემართული შეგხვდათ!..

_ დღეს ზესტაფონში რომ ჩახვალ, ყურს არ გაეგონება ხალხი ისეთ რამეებს ლაპარაკობს!.. ასახელებენ ივანიშვილის გვარს და მის ოჯახთან დაკავშირებულ პიროვნებას, რომელიც მერაბ სამადაშვილის,  ამ მართლაცდა მეჯღანუაშვილის პარტნიორია!.. უბედურება იცით რა არის? მეჯღანუაშვილი მერაბ სამადაშვილი აქამდე ვერ პარპაშებდა ისე, როგორც ახლა, ივანიშვილის დროს დაპარპაშებს!.. ოქროს მთა აჩუქეს კობა ნაყოფიას, რომელიც არის `კაგებეს~ გენერლის _ გენერალოვის ხელისბიჭი და მის შვილს თვეში ნახევარი მილიონი ლარი აქვს ხელფასი!..(!!!) ნაყოფიასა და სამადაშვილს სასახლეები აქვთ ნაყიდი საფრანგეთსა და სტამბოლში!..(!!!) არ იცის ბიძინა ივანიშვილმა რომ ტყიბულის ნახშირი ბეჟუაშვილებისაა? ბეჟუაშვილმა მთელი ქუთაისის ქარხნები ჩინელებს ჩაუგდო ხელში…

_ თქვენ ქუთაისი ახსენეთ… ძალიან აქებდით ქუთაისის ახალ მერს  –  დიმიტრი კოპალიანს, რომელსაც, როგორც ვიცი, უკვე უჩხიკინებენ!..

_ ეს არის უნიჭიერესი ახალგაზრდა კაცი, რომელიც მე გავგზავნე უცხოეთში სასწავლებლად და მიღებული აქვს უნიკალური განათლება,  ქართულად, რუსულად, სწავლობდა დიდი ბრიტანეთში და სწავლობდა ამერიკაში… ორი სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ბრიტანეთსა და ამერიკაში, დეტროიტში იყო ერთ-ერთი უსერიოზულესი და ვეებერთელა დაწესებულების ხელმძღვანელი. ბაბუამისი _ დიმიტრი კოპალიანი იყო უშესანიშნავესი პიროვნება, ექიმი, მამა ჰყავს ძვირფასი კაცი და დედამისი გვარად არის ჩიჯავაძე  – ერეკლე მეფის პირდაპირი შთამომავალი. კაცი კაბინეტში არ იყო შესული, რომ ნაძირლებმა, არაკაცებმა და ვირთხებმა, `ნაცმოძრაობის~ ნაგლეჯებმა, რომლებმაც რაღაც შექმნეს, დაუწყესა ბრძოლა. იქ ისეთი ხალხია თავმოყრილი, მათთან ხელის ჩამორთმევას აღარ ვაპირებ, განსაკუთრებით ორი-სამი კაცია ისეთი, ნინო ბურჯანაძემ რომ თქვას, ესენი ჩემთან არიანო, მე ბურჯანაძისგან წამოვალ!.. აი, ახლა, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენს წინ ირანიდან ჩამოსული ოცდაათი სომეხი ცხოვრობს და აქ ისეთი საშინელი სიტუაციაა, რომ ეს 16-17 წლის გოგონები სულ შიშვლები დარბიან კიბეებზე და არის ერთი ამბავი. ვინ გახსნა ირანთან საზღვარი, სააკაშვილმა არ გახნა? დამიკავშირდნენ ქალბატონები, მშობლები, რომლებმაც მიაგნეს და მიაკვლიეს იმ ბუნაგს, სადაც მათი შვილები იმ საშინელებას _ `კრაკადილს~ იკეთებენ!.. იმ ქალებმა გააკეთეს ეს და შინაგან საქმეთა მინისტრი რას აკეთებს? ოცდაათი თეთრი ჯდება `კრაკადილის~ გაკეთება და აფთიაქში ჰყიდიან 25 ლარად!..(!!!) სამჯერ რომც დააჯარიმონ ამისთვის, მაინც უღირთ!.. ველაპარაკე მშობლებს, რომლებმაც უცხოეთში, ჰოლანდიაში გაიყვანეს თავიანთი ნარკომანი შვილები და იცით რა მითხრეს?  –  გვირჩევნია, სუფთა ნარკოტიკი გაიკეთონ ჩვენმა შვილებმა და ცოტა ხანი მაინც იცოცხლონ,  ვიდრე `კრაკადილმა~ უცბად მოუღოთ ბოლოო!.. მე არავითარი სურვილი არ მაქვს, მაგრამ დარეკონ თქვენთან შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მე მოგცემთ იმ ქალბატონების ტელეფონის ნომრებს და ისინი ყველაფერს იტყვიან, თუ სად არის ეს ბუნაგი, ვინ, რა წრის ხალხია აქ ჩაფლული და რა ხდება საერთოდ!.. უმძიმესი სიტუაციია, ეს არის დივერსია ქართველი ერის წინააღმდეგ და ამ ყველაფრის ავტორი და შემოქმედია მიხეილ სააკაშვილი. კაცს შვილი გარდაეცვალა და სოციალური დახმარება მოუხსნეს,  –  სარჩენი ადამიანი მოგაკლდათო!..(!!!) შვიდსულიან ოჯახს, რომელიც იყო სოციალურად დაუცველი, ახლობელმა ძროხა აჩუქა და დახმარება მოუხსნეს!..(!!!) ზესტაფონში კაცს წლინახევრის ბავშვი გულის მანკით ჰყავს ავად, ექიმებმა უთხრეს, ოპერაციას ბავშვი ვერ გადაიტანსო და გამოუწერეს ხუთასი ლარის წამლები. კაცმა ტირილი დაიწყო და შემეკითხა,  –  თბილისში რომ წავიდე სამათხოვროდ, დღეში რამდენ ლარს ვიშოვნიო?(!!!) ბატონო ბიძინა, აი, ასეთი მდგომარეობაა, ასე ცხოვრობს ხალხი და არ შეიძლება თქვენი მთავრობით კმაყოფილი იყოთ!..

_ ბატონო თემურ, თქვენ `მიშარასტების” მიერ განხორციელებული საბოტაჟის შესახებ აპირებდით საგანგებოდ საუბარს!..

_ საფრანგეთში როცა ჩავდიოდი, კლოდ დე კემულარიას, რომელიც იყო საფრანგეთის ელჩი ამერიკაში და საფრანგეთის წარმომადგენელი გაეროში, ვეხვეწებოდი, _ ქუთაისში ერთი სასტუმრო მაინც ააშენეთ-მეთქი!.. ბატონი ბიძინა რომ მოვიდა ხელისუფლებაში, საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა უკვე თავად გამოთქვეს ამის სურვილი და დახმარება მთხოვეს. მე მათ ვუთხარი, _ ისეთი პრემიერი ჰყავს ქვეყანას, ბატონი ბიძინა ისეთი კაცია, თქვენ რაში გჭირდებათ ჩემი დახმარება-მეთქი?.. გამოაგზავნეს ქუთაისის მერის სახელზე წერილი, მაგრამ მერს ეს წერილი საერთოდ არ შეუგზავნეს და გადააგზავნეს ისევ თბილისში, გიორგი კვირიკაშვილთან. კვირიკაშვილმა წერილი ისევ ქუთაისის მერიას დაუბრუნა და სამი-ოთხი თვის შემდეგ პროივატიზაციისა თუ რომელიღაც უწყების ხელმძღვანელმა, რომელიც, რა თქმა უნდა, `ნაციონალია”, საგანგებოდ სამჯერ თუ ოთხჯერ გაბერა სასტუმრო `თბილისში~ მცხოვრები დევნილების რაოდენობა და ქართველ ბიზნესმენებს აცნობა, _ აქ ამდენი და ამდენი კაცი ცხოვრობსო!.. ოთხი თვის შემდეგ, პარიზიდან დაურეკეს ჩემს ნათესავს და უთხრეს, _ ბიძაშენი რა მიამიტი კაცი ყოფილა, ასე და ასე დაგვემართა, ქუთაისში ვერაფერიც ვერ ავაშენეთო!.. იგივე შემიძლია ვთქვა ტენდერებზეც… მაგალითად, ქუთაისსა და დანარჩენ საქართველოში მშენებლობის ტენდერების 40 პროცენტი განგებ იშლება, რათა არაფერი აშენდეს!..

_ როგორ იშლება?

_ `ნაციონალების” სამი-ოთხი სამშენებლო ფირმაა, რომლებიც სატენდერო ფასს სპეციალურად აგდებენ, მაგალითად, ამბობენ, ორმილიონიან სამუშაოს მილიონად შევასრულებთო, მაგრამ მერე აღარ ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებას, იხდიან ჯარიმას და  მშენებლობაც ჩერდება!.. აი, ამ ხალხს, აი, ასეთ ადამიანებს ესენი ეფერებიან.

საქართველო ნანობს და კიდევ მწარედ ინანებს, რომ 2013 წლის 20 იანვრის შემდეგ ჩვენ სააკაშვილი, ეს ავანტიურისტი და შლეგი კაცი, ხელისუფლებაში დავტოვეთ!.. გაანადგურეს ეს ბინძური ჩანაწერები და ადამიანებს ამით მოუსპეს იმის მტკიცების საშუალება, რომ მან თავი იმართლოს!.. არადა, უამრავ ადამიანზე დადის ხმები და ვრცელდება ჭორ-მართალი, რომ ამაზე ესა და ეს არის გადაღებული, იმაზე ეს არის გადაღებულიო!.. დაბოლოს, თქვენ კარგად იცით, რომ მე ძალიან მიყვარს ფეხით სიარული… რუსთაველზე ხშირად მხვდებოდა კაცი, რომელიც მეუბნებოდა, _ მე არავითარ შემთხვევაში არ ვიქნები ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერი, რადგან მან პუტინს ხელი ჩამოართვაო!.. დღეს ეს კაცი შემხვდა და ბოდიში მომიხადა, _ ბარაკ ობამამ, რომელიც სანკტ-პეტერბურგში ჩასვლისთანავე პედერასტებს შეხვდა, პუტინი შემაყვარაო!.. გესმით თქვენ რა ხდება საზოგადოებაში ?!..

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *