(ინტერპრესნიუსი) რა მოხდა სააკაშვილის გასაიდუმლოებულ წვეულებაზე?

 

saakash“ბაჩო ვერ გატეხეს, მისი ძმა დათა, ღორია. ღორია და მიიღებს” – რა ხდებოდა სააკაშვილის გასაიდუმლოებულ წვეულებაზე 

 მე სულ არ ვდარდობ, ვანო რომ დაიჭირეს, ჩვენ გვაქვს კაი გეგმა, როგორ უნდა გამოვიყვანოთ ციხიდან

დავიწყებთ წერტილოვანი გამოსვლებით და აი, ნახავთ ვერაფერსაც ვერ დაუმტკიცებენ.

“მეგობარმა რომ დამირეკა და მითხრა, პრეზიდენტი ვახშმად გეპატიჟებაო, მეგონა მეხუმრებოდა. ბოლომდე არც მაშინ მჯეროდა, როცა მეორე დღეს, ზუსტად 9 საათზე ავლაბარში რეზიდენციის წინ ვიდექი და ადმინისტრაციის დაცვა მჩხრეკდა – ბოლო წუთამდე ვფიქრობდი, რა მინდოდა იქ, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, ბოლოს და ბოლოს ჟურნალისტი ვარ და უნდა გავარკვიო, აქ რა ვახშმობისთვის მიმიწვიეს მეთქი. დაცვის წევრებმა ბოდიში მომიხადეს დისკომფორტისთვის, ყველანაირი ტექნიკური საშუალება ჩამომართვეს – ტელეფონი, დიქტოფონი, ფოტოაპარატი და შესასვლელი დერეფნისკენ ღიმილით მიმითითეს. ჩემთან ერთად დაახლოებით 20 კაცი იდგა რიგში. ვერავინ ვიცანი სამის გარდა – ესენი იყვნენ ქეთა გაბიანი, დავით ჩოლოყაშვილი და მაია ორჯონიკიძე, იზა ორჯონიკიძის შვილი. კი ვიფიქრე ამათთან როგორ მოვხვდი-მეთქი, თუმცა დღემდე ვარ გავარკვიე, ვინ იყო ჩემი რეკომენდატორი”, – წერს “ალიას” ჟურნალისტი ჟანა ასანიძე საავტორო სტატიაში სათაურით რა მოხდა სააკაშვილის გასაიდუმლოებულ წვეულებაზე?

“ერთად შევგროვდით, ანდრო ბარნოვი გამოვიდა, მადლობა მოსვლისთვის, თქვენი აქტიურობის გამო შეგარჩიეთ და დრეს პრეზიდენტი გმასპინძლობთო. აი, მაშინ კი მივხვდი, რომ აშკარად ვიღაცაში შევეშალე, თორემ რომელი “ნაციონალი” აქტივისტი მე მნახეს. ბარნოვი პრეზიდენტის კაბინეტის შესაცვლელისკენ გაგვიძღვა და გვითხრა – სანამ ფოტოებს დაათვალიერებთ, პრეზიდენტიც გათავისუფლდებაო. შესასვლელში უცხოური გაზეთებიდან ამონარიდები ეკიდა ჩარჩოში – ძირითადად პუტინის გაშარჟებული ფოტოები მოუგროვებია პრეზიდენტს. ცოტა ხანში კარი გაიღო და ნაკადს მივყევი – როგორც მივხვდი, პრეზიდენტთან ფოტო უნდა გადაგვეღო. შესვლისთანავე ჩემი ყურადღება კედელზე დაკიდებულმა ტელევიზორმა მიიპყრო, ხმა დაწეული ჰქონდა, ის კი ჩანდა, რომ გაბარაზებული თეა წულუკიანი კომენტარს აკეთებდა. მიშას გაეცინა, ჩემს უკან მდგარმა ქალმა კი დაიყვირა: “შეხედეთ ამას, ქალს მაინც ჰგავდეს, სკამი მაინც დაუდგან, რომ ხალხმა შეამჩნიოსო”. ქალის უტაქტობას პრეზიდენტი ურეაქციოდ შეხვდა”, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.

“მიშას სახე საშინლად შეშუპებული ჰქონდა და მიტკლისფერი ედო. ალაგ-ალაგ მოლურჯო-მოყვითალო ფერი გადაჰკრავდა. ცოტა დავიძაბე და მთელი საღამო მის სახეს თვალს ვარიდებდი. ფოტოსესიის მერე რეზიდენცია დაგვათვალიერებინა – თქვენთვის საღამო მოვაწყვე და იმედია ისიამოვნებთო. ცოტა ხანში ეზოში გადავინაცვლეთ, სადაც ვიოლინოზე უკრავდნენ, გვერდით კი სუფრა იყო გაშლილი – ალა-ფურშეტი. მაგიდასთან ეკა ხერხეულიძე იდგა და ჩემთვის უცნობ რამდენიმე ქალბატონს ესაუბრებოდა, ჩანს კარგად იცნობდა. ცოტა ხანში სუფრასთან მიგვიწვიეს და წავიდა სმა-ჭამა – ზოგი ისე ეძგერა ბუტერბროდებს, თითქოს მთელი კვირის უჭმელი იყო, ზოგი ძალით იტენიდა პირში, მაგრამ აი, როცა პრეზიდენტი შემოგვიერთდა, პირში საჭმლის ჩატენა მაშინ უნდა გენახათ. – რაც გინდათ, მკითხეთო, ერთი თქვა მიშამ და ნახევარ საათს პირი არ გაუჩერებია, საჭმლის ნარჩენები ტუჩებზე ესვა და ლაპარაკის დროს პირიდან ნამცეცებს ისროდა”, – განაგრძობს სტატიის ავტორი.

“თუმცა ჭამა ვინ აცალა, ეს ქალები რომ შემოეხვივნენ, ისე ეფერებოდნენ, თავადაც უხერხულად ჩავარდა. განსაკუთრებით ქეთა გაბიანი ხმაურობდა, ცოტა ხანში ჩანს ფესაცმელმა ფეხი ატკინა და რაკი ცოტა ნასვამი იყო, “დაიკიდა” და პირდაპირ “ჩულქით” დატანტალებდა ადმინისტრაციის ეზოში. მოკლედ, მიშა დანაყრდა და დაიწყო… პუტინის ლანძღვას რომ მორჩა, მერე ბიძინაზე გადავიდა. “მე თქვენ იმიტომ კი არ მოგიწვიეთ, რამე მჭირდებოდა, უბრალოდ გაგიცანით და გიმასპინძლეთ – ეს პრეზიდენტის მოვალეობაა. აქამდე სულ ვცდილობდი გამეგებინებინა ხალხისთვის, იმუშავეთ და გექნებათ-მეთქი, მაგრამ გამოჩნდა ბიძინა, გითხრათ, მუშაობა არ გინდათ, წამოწექით ტახტზე და მე გარჩენთო. იცით რა, მან თქვა, ჩემი სოფელი მიყვარს და აქედან იწყება ჩემი ქვეყნის სიყვარულიო. ბიძინასთვის საქართველო ჭორვილაა, ჩემთვის კი ევროპის ნაწილი”… სიტყვა ბოლომდე დამთავრებული არ ჰქონდა, მაია ორჯონიკიძე მივარდა “ბატონო პრეზიდენტო, ღმერთი ხართ ჩვენი, ღმერთი. როგორც ჩემს შვილს ცოტნეს არ ვუღალატებ, ისე თქვენ არ გიღალატებთ არასდროს. თქვენნაირი პრეზიდენტი საქართველოს არ ღირსებია და ეს არ ესმის ხალხსო”. მიშამ გაიღიმა – მე თავმდაბალი კაცი ვარ და ასეთები არ გინდათო, აი, ამაზე კი უკვე დანარჩენმა ქალებმა შემოსცხეს ტაში”, – წერს ავტორი.

“სულ ველოდი და “პადხალიმობაზე” საინტერესო რამეც მოხდება უეჭველად-მეთქი და… სააკაშვილმა: ისე, მე სულ არ ვდარდობ, ვანო რომ დაიჭირეს, ჩვენ გვაქვს კაი გეგმა, როგორ უნდა გამოვიყვანოთ ციხიდან. დავიწყებთ წერტილოვანი გამოსვლებით და აი, ნახავთ ვერაფერსაც ვერ დაუმტკიცებენ. შუახნის ქალმა შეჰყვირა – პრეზიდენტო, ახალაიებმა ეს რა ქნეს? – ძალიან ვწუხვარ, რომ როლანდ ახალაიას ასეთი განსხვავებული შვილები ჰყავს. ბაჩოს ნახეთ რას უშვრებიან, კაცი ვერ გატეხეს. ეს კი, მისი ძმა დათა, ღორია. ღორია და მიიღებს. მე ვსწავლობ ჩემს შეცდომებზე. – მერე? – ჩავერთე საუბარში. – მერე ის, რომ დავბრუნდები ხელისუფლებაში. აი, ნახავთ, დაიმახსოვრეთ. ხალხი მიხვდება, რა მთავრობა მოიყვანა. ამიტომ არ ვარ გაბრაზებული მე ხალხზე, ბიძინა ღმერთი ეგონათ…. ქალების მორიგი აპლოდისმენტები და რომელიღაც ქალის წამოძახილი: “შენ გენაცვალე, პრეზიდენტო, შენი დაბრუნების იმედი რომ არ მქონდეს, თავს არ ვიცოცხლებდიო”, – დასძენს სტატიის ავტორი.

“უცებ ეზოში შავი “პრადოს” ჯიპი შემოგრიალდა, ყველამ მიიხედა. – რა უდროო დროს იცის ხოლმე ამ კაცმა მოსვლა – ერთი თქვა მიშამ ღიმილით და ყველა მანქანას ვაკვირდებით, გვაინტერესებს ვინ მოვიდა. მანქანიდან გიგა ბოკერია გადმოვიდა, “ნივიჟუ” გაგვიკეთა, ვითომ ვერ დაგვინახა, შენობაში აპირებდა შესვლას. რამდენიმე ქალი მისკენ გაეშურა. ბოკერია იძულებული გახდა მოსულიყო – “საქმე მაქვს პრეზიდენტთან სასწრაფო, რაღაცები გვაქვს დასაგეგმი, ბოდიშს გიხდითო”. მიშამაც ბოდიში მოგვიხადა, უნდა წავიდე ახლა, თორემ სალაპარაკო დილამდე გვაქვსო… საინტერესო აღარაფერი ხდებოდა. ისე აიკრიფა თეფშებიდან ყველაფერი და სუფრა ისეთი დარჩა, ომიდან რომ ხალხი ჩამოვა დამშეული. გამოსვლისას გოგონამ რაღაც პაკეტი მომცა. სახლში ვნახე – სამი მუსიკალური კომპაქტ-დისკი, მიშას პრეზიდენტობის პერიოდში გაკეთებული შენობების კატალოგი და ერთი ბოთლი შავი ღვინო, რომელსაც ეწერა: “მიშას მარანი”. ეს ღვინო 27 ოქტომბერს რომ გავხსნა არაჩვეულებრივი მიზეზი მაქვს – მეგობრებს დავპატიჟებ და მიშას დამთავრებას აღვნიშნავ”, – დაასკვნის ავტორი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *