ემიგრანტის წერილი: როგორ აყალბებენ არჩევნებს საკონსულოები

emigrantebi

ეს წერილი “თეთრების” ლიდერის ფეისბუქის გვერდზე გამოაგზავნა ემიგრაციაში მცოვრებმა ქართველმა ქალბატონმა. ის იმდენად მნიშვნელოვან საკითხს შეეხება, რომ საჭიროდ ჩავთვალეთ მისი გამოქვეყნება. მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ წერილში მითითებულ ფაქტებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან თუ აქ მოყვანილი  ფაქტები დადასტურდა, არჩევნების მიუკერძოებელი და გაუყალბებელი ჩატარება შესაძლოა ეჭვქვეშ დადგეს. 

“ბატონო თემურ ! არჩევნებში ორმაგი მოქალაქეებიც იღებენ მონაწილეობას  თუ რეგისტრაციას გაივლიან, პრობლემა ყალბ სიებშია, რომელსაც საკონსულოები აგზავნიან ცეესკოში, მერე ცეესკოდან მოდის დამტკიცებული,აქვთ ყალბი პასპორტები და აფორმებენ ოქმებს როგორც უნდათ.ვინ გააკონტროლებს საკონსულოს?

როგორც ჩემთვის ცნობილია ადრე, 3 ათასს კაცზე ჰქონიათ ეს გაკეთებული. კონსული,რომელიც ანტიქართული საქმიანობით იყო დაკავებული და ყოველთვის ვამხელდი, საგაზეთო სტატიებით, გაადაიყვანეს თურქეთში. ახლა კი, აქ იყო ჩამოსული .კვირას ეკლესიაში ვნახე,  არჩევნების საკითხების მოგვარება ჰქონია დავალებული. მასთან კამათიც მომივიდა, მისაყვედურა, რომ ერთად ერთ ადამიანი ვარ, ვინც მისით უკმაყოფილოა . ვთხოვე, რომ შესაფერის ადგილზე შევხედროდით და ავუხსნიდი თუ როგორ ანტიეროვნულ საქმიანობას ეწეოდა. მაგრამ არ მოისურვა,მიზეზად თურქეთში გამგზავრება დამისახელა.იმდენ უსამართლობას ვხედავ, აღარ ვიცი როგორ მოვიქცე.ყველა ხერხი ვიხმარე უსამართლობის წინააღმდეგ, მაგრამ თუ საქართველოდან არავინ დაინტერესდება, ისე იქნება ყველაფერი როგორც ერის გამყიდველ , მედროვეებს უნდათ!

ვინაობას შეგნებულად არ ვწერ! და ეს ხდება ერთ კონკრეტულ საკონსულოში! რამდენი სასეთი საკონსულოა და რამდენი 3 000 ამომრჩეველი ეყოლებათ???!”

ნაირა ადამია – რუხაია

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *