(საქართველო და მსოფლიო) თემურ შაშიაშვილი: საქართველოში პოლიტიკური კანიბალიზმი ყვავის

რატომ რ დაიცვა ამერიკის ელჩმა ამერიკის მოქალაქე  ქუთაისის მერი,

 პოლიტკნიბალები მეოცნებეებსაც ჭამენ

 

 

brifin`საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში პატარა პოლიტიკური კანიბალების ჯგუფები მოქმედებენ, რომლებსაც მთელი რაიონი ხელში უჭირავთ და, ვინც მათ `დუდუკზე არ იბუქნავებს~ შეჭამენ~, _ აცხადებს ქუთაისის ყოფილ მერი და იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, ამჟამად კი პარტია `თეთრების” ლიდერი, _ თემურ შაშიაშვილი.

 რა ხდება ქუთაისში და რატომ გამოიცვალა ქუთაისმა `ვარდების რევოლუციისშემდეგ უკვე მეათე ქალაქის მერი?

თემურ შაშიშვილთან საუბარი ქუთაისში მიმდინარე მოვლენებით დავიწყეთ.

_ ქუთაისში მუშაობა ძალიან ადვილია, უბრალოდ, ეს ქალაქი უნდა გიყვარდეს, თუმცა, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ქალაქის მერი არ არის დამნაშავე. მე ძალიან ღრმა და სერიოზული ანალიზის საფუძველზე მეცნიერებთან ერთად მივედი იმ დასკვნამდე, რომ საქართველოში პოლიტიკური კანიბალიზმი ყვავის. ეს პოლიტიკური კანიბალები ჭამენ განათლებულ, მოაზროვნე ადამიანებს, ჭამენ ქართულ სულსა და ცნობიერებას. საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში პატარა პოლიტიკური კანიბალების ჯგუფები მოქმედებენ, რომლებსაც მთელი რაიონი ხელში უჭირავთ და, ვინც მათ „დუდუკზე არ იბუქნავებს“ შეჭამენ. ქალაქის მერი, დიმიტრი კოპალიანიც სწორედ ამ პატარა პოლიტიკურმა კანიბალებმა `შეჭამეს“.

_ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია `ქართული ოცნების“ ხელმძღვანელ მამუკა მღვდელაძის განცხადებით, ქუთაისის ყოფილი მერის, დიმიტრი კოპალიანის პატიოსნება ქალაქის მერიისთვის ზედმეტი აღმოჩნდა. რა კორუფციულ გარიგებები ხდება ქუთაისში?

_ მე მამუკა მღვდელაძეზე გული მწყდება; ხან ერთ პარტიას მიეკედლა, ხან  – მეორეს, თუმცა ბოლო დროს კარგ ჭკუაზე იყო. ერთს ვიტყვი: ყველა ის ადამიანი, რომელიც დიმიტრი კოპალიანის წინააღმდეგ გამოვიდა, ისტორიაში ცუდად შევა. ქუთაისის ისტორიაში ბინძური ფურცელი ჩაწერეს. რა თქმა უნდა, კორუფციული გარიგებები ხდება. თუმცა, საინტერესოა, კოპალიანი ხომ ამერიკის მოქალაქეც არის, რატომ არ ამოიღო ხმა აშშ-ის ელჩმა? კაცი კაბინეტში შესული არ იყო, რომ უნდა წახვიდე თანამდებობიდანო, ეუბნებოდნენ. ვინც მართლა გულით იდგა `ქართული ოცნებისგვერდით, ისინი ისევ მძიმე პირობებში ცხოვრობენ, მოღალატეები კი ქალაქებსა და რაიონებს მართავენ და ეს არ ხდება მხოლოდ ქუთაისში. მაგალითად, ნახეთ, რა ხდება ზესტაფონში, სადაც ზაალ სამადაშვილია `ჭაობისდირექტორი.

  _ თუმცა დიმიტრი კოპალიანმა დაწერა წერილი, რომ საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა…

_ ასეთ პატიოსან კაცს, როგორიც კოპალიანია, ამ პატარა რეგიონის პოლიტიკურმა კანიბალებმა განცხადება დაწერინეს, რაღაცით შეაშინეს. ძალიან ცუდი რამ მოხდა ქუთაისში. მე გეუბნებით, ეს განცხდება არის დაწერილი კარნახით, მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს, როცა ამ წერილს წერდა, თავზე იარაღით ადგნენ და არ იცოდა, როდის ესროდნენ. გავა დრო და, ალბათ ის ყველაფერს მოყვება…

_ ბატონო თემურ, ქუთაისში ხუმრობენ კიდეც: დაგვწყევლა შაშიაშვილმაო…

_ წყევლა ქალების საქმეა. ასეთი ხუმრობა მეც მოვისმინე. ჩემზე იმასაც კი წერდნენ, შაშიაშვილმა თქვა, ჩემს დას არ ვიცნობო. ვინც არ ინდა იყოს, კანონი ყველასთვის ერთია. ჩემი და დღეს ამერიკაში მოსამსახურედ მუშაობს. ყველა მიხვდა, რომ ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა რასაც მაბრალებდნენ.

კოპალიანი ამერიკის მოქალაქეა. თუ ამერიკასთან კარგი ურთიერთობა გინდა, რას ერჩი ამ ადამიანს? მაგრამ ამათ ნამდვილის ამერიკა არ იციან რა არის. ჩვენ ვიცით მაკკეინისა და ლიბერმანის ამერიკა. ამერიკის ეკონომიკური და სოციალური სისტემა არ ვიცით. ჩვენთან თავისუფლების ინსიტიტუტიდა ბოკერიები ნამდვილ ამერიკას ებრძვიან, ვინაიდან ისინი ამერიკულმა მასონურ-სექტანტური ჯგუფებმა იყიდეს. ამიტომაცაა, რომ ჩვენთან ამერიკაზე ლაპარაკობენ და პოლიტიკა ბოლშევიკური აქვთ. სწორედ ასეთი ანტიამერიკული პოლიტიკა ჰქონდა სააკაშვილს. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვერ  შევძელით ჩვენი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის პოლიტიკურ რანგში აყვანა, ჩვენი ხელისუფალნი, როგორც წესი, ადვილ გზას ირჩევენ და ან ერთ დიდ სახელმწიფოს ლანღავენ, ან მეორეს.

სამწუხარო რეალობაა, მაგრამ არსებობენ დიდი სახელმწიფოები, რომლებმაც მიითვისეს უფლება, პატარა სახელმწიფოები თავიანთ „დუდუკზე აცეკვონ“. ეს სახელმწიფოები დიდი პოლიტიკური კანიბალების როლს ასრულებენ. ისინი ყველა ქვეყანაში ეძებენ დასაყრდენს, სააკაშვილის მსგავს პოლიტიკურ კანიბალებს. ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციამდე“ ედუარდ შევარდნაძემ მითხრა, მე თუ იმას გავაკეთებ, რასაც მთხოვენ, სიკვდილამდე პრეზიდენტი ვიქნები, მაგრამ ისედაც უკმაყოფილოა ხალხი და ის რომ გავაკეთო რასაც მეუბნებიან, ჩემს საფლავსაც ამოთხრიანო. ეს მისი სიტყვებია. შევარდნაძესაც უთხრეს: ან გააკეთებ ყველაფერს ან წახვალ თანამდებობიდანო და წავიდა. ზუსტად ვიცი, შევარდნაძე გაეროს ასამბლეაზე გამოსვლას და ქართველი ერის წინაშე ყველაფრის მონანიებას აპირებდა, მაგრამ იქამდე არ მიუშვეს.

მე ვარ ის პიროვნება, რომელიც ჯერ კიდევ 1993-1996 წლებში ამერიკელებსაც და რუსებსაც ესაუბრებოდა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ მათი მითითებები არ შევსრულე. პირველი ვიყავი, ვინც ამერიკაში საქართველოდან სასწავლო კურსებზე გაემგზავრა; პენტაგონში საოცარი სადილი გამიმართეს ამერიკელებმა, ევრაზიის პრეზიდენტს შევხვდი, ეროვნულ-ნაციონალურ პრესკლუბში გაიმართულ პრესკონფერენციაზე კი ჟურნალისტები პირდაპირ მეკითხებოდნენ, თქვენ მომავალი პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი ხართო? გამზადებენ ამისთვის და სანაცვლოდ გთავაზოვენ ისე მოიქცე, როგორც მათ სურთ.

_ რას გთავაზობდნენ სანაცვლოდ?

_ ყოველგვარი ეროვნულზე უარის თქმას. ეს დიდი ქვეყნების პოლიტიკაა. მაგლითად, რუსების გენერალმა გერასიმოვმაც შემომთავაზა, ხუთ რამეზე უნდა თქვა უარი: ილაპარაკე რამდენიც გინდა დამოუკიდებლობაზე, მაგრამ ერთიანი საგარეო, სამხედრო, საბაჟო, საფინანსო პოლიტიკა უნდა გვქონდესო. სოროსს აქვს კარგად ჩამოყალიბებული ეს ფორმულა: სამოქალაქო საზოგადოების დასავლური პრინციპები და ნაციონალური პოლიტიკა ერთმანეთთან კონფლიქტშია. ბჟეზინსკიმ თქვა, დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი, ახლა უნდა დავანგრიოთ მართლმადიდებლობაო. მსოფლიო მართლმადიდებლობას სერიოზულად შეურყიეს ტახტი. ერთმორწმუნე ხალხი დაუპირისპირეს ერთმანეთს.

-`რაც დრო გადის, ივანიშვილის ყოველი განცხადება შეურაცხმყოფელი ხდება უამრავი ადამიანისთვის,“ _ განაცადეთ თქვენ შეკრებაზე. რატომ ფიქრობთ ასე, რა არ მოგწონთ ახალი ხელისუფლების ქმედებებში?

_ ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი ხდება ამ ხელისუფლების ქმედებები.   ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში საუცხოო პრიგრამით მოვიდა, მაგრამ, მგონი, ეს პროგრამა თავადაც დიდი ხანია, აღარ წაუკითხავს. ისევ დიდმა პოლიტიკურმა კანიბალებმა არ მისცეს მისი შესრულების საშუალება. მეგონა, ივანიშვილი ამ თამაშს არ ითამაშებდა, მაგრამ შევცდი. დარწმუნებული ვარ, პოლიტიკიდან წასვლაც იმიტომ უნდა, რომ შეეჩეხა იმას, რაც არ ელოდა. ქვეყანაში ყველაფერს ის წყვეტს რას იტყვის ლიბერმანი, მაკკეინი ან რომელიმე ელჩი. ქართველი ხალხი რას ამბობს, არავის აინტერესებს. ქვეყნის  ტრაგედია გარედან მართვადი ხელისუფალია. დაუკვირდით, ყველაფერ ამერიკულს რაც საქართველოში შემოვიდა, NDI იყო, სოროსის ფონდი თუ `თავისუფლების ინსტიტუტი“, მარგველაშვილი ედგა სათავეში და ეს კაცი გამოდის დღეს და ჩოხით გველაპარაკება.

ივანიშვილი თვითკმაყოფილია თავისი მუშაობით და ხალხი გაჭირვებისგან გმინავს. თანამდებობებზე, 70-80% `ქართუ ბანკიდან~ ინიშნება, შეიძლება მთელ ერს თავზე ერთი ბანკი დააჯდეს?! ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილმა ხალხს ბოდიში მოუხადოს, სამართლიანობა  აღვადგინეო, _ იძახის. არადა, ვინც ჩვენ დაგვარბია, დღეს ის ადამიანები ისევ თანამდებობებზე მუშაობენ.

_ გამოდის, რომ თქვენც ეთანხმებით კობა დავითაშვილის ინიციატივას  – `ნაციონალებს“ თანამდებობების დაკავება აეკრძალოთ?

_ კობა დავითაშვილის ინიციატიცამდე, გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ ოთხი-ხუთი თვის წინ, მეცნიერთა სადისკუსიო დაბრაზმა პაატა ცნობილაძის ხელმძღვანელობით, განაცხადა, რომ ქვეყნაში ორი რამ უნდა მოხდეს: ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და რეჟიმი გასამართლდეს. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ასეთი აკრძალვების, თუ არ მოხდა რეჟიმის გასამართლება. ჩვენ ჯერ კიდევ 4 თვის წინ გავუგზავნეთ მთავარ პროკურორს 700 გვერდიანი დოკუმენტი და მივწერეთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქართველ ხალხს გენოციდი მოუწყო და ის უნდა გასამართლდეს, მაგრამ ყურადღება არავის მიუქცევია. ბატონ კობას კი მინდა ვუთხრა, რომ, როგორც დეპუტატმა, ამაზე იფიქროს და მიაქციოს ყურადღება, სად არის ეს მასალა. ამ მასალის დიდი ნაწილი ბატონ ბიძინასაც გავუგავნეთ, პასუხი არც მისგან მიგვიღია. ელემენტარული პოლიტიკური კულტურაა, პასუხი გაგვცენ. ხალხს ეუფროსებიან. მენტორული ტონით გვეუბნებიან, რომ არავითარი ვადამდელი არჩევნები არ იქნებაო. არადა, თუ ბიძინა ივანიშვილი წავა, სამარცხვინო იქნება, რომ მისი ხათრით არჩეული პარლამენტი დარჩეს და სამარცხვინოა, რომ ივანიშვილს სურს, პრეზიდენტიც მისი ხათრით აირჩიონ.

არ მინდა, პოლიტიკიდან წავიდეს ბიძინა ივანიშვილი. მინდა, ნინო ბურჯნაძემ გაიმარჯვოს და ყველაფერი გააკეთოს რათა ამ კაცის პოტენციალი, საქართველოს სამსახურში გამოიყენოს. ბიძინა ივანიშვილის დაღუპვა იქნება მისი კადრის პრეზიდენტად გასვლა. თუ ეს არჩევნები არ გაყალბდა, ბიძინა ივანიშვილიც გადარჩება და საქართველოც. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოში აირევა სიტუაცია და უნდა დავიწყოთ მოძრაობა `ნაციონალებისა“ და `ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. მარგველაშვილი არჩევნების გაყალბების გარეშე პრეზიდენტი ვერ გახდება, გამორიცხულია.

_ სააკაშვილმა ახლახან 936 თურქეთის მოქალაქეს მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, ამაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მტრის ჯინაზე კიდევ, თურქეთში რამდენიმე ათასს მინიჭებს მოქალაქეობას. რას მოუტანს ეს ქვეყანას?

_ რუსთაველისა დ აღაშენებლის პროსპექტებზე აღარ არის საქართველო; აჭარაში აღარ არის საქართველო. ბევრ ქართულ სოფელში, ადგილობრივ მოსახლეზე მეტი შეიძლება არაბული, ჩინური, ინდური ან თურქული ეროვნების მაცხოვრებელი აღმოჩნდეს.

ამას წინათ ესტონეთის პრეზიდენტის ნათქვამმა შემაძრწუნა. მან განაცხადა, ესტონეთის მცხოვრებლები ტოვებენ ქვეყანას არამარტო ფულის გამო, არამედ გაბოროტებულებიო. ჩვენთან კი ნიმუშად  მოჰყავთ ესტონეთის მდგომარეობა. ამას გვიკეთებენ პატარა ქვეყნებს. ათი წლის შემდეგ ქართველები უფრო ცოტანი ვიქნებით საქართველოში, ვიდრე სხვა ერების წარმომადგენლები. ჩვენ ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ ვაფასებთ რა მდგომარეობაში ვართ.

გადახედავ და პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების 80%-ს გვარი და ეროვნება აქვს შეცვლილი. ეს არ არის საქართველოს წინააღმდეგ მომართული პოლიტიკა?! ეს სექტები სწორედ ასეთ ხალხს აწინაურებენ. `პეტერსონ ბელქნაფმაჩამოგვიყვანა სააკაშვილი და ძარცვავენ ქვეყანას. სხვა ეროვნების წარმომადგენლებს არ ვებრძვი, მაგრამ, ადამიანი რომ გვარს და ეროვნებას შეიცვლის, ის მოღალატეა. ვკითხულობ, რატომ არის, რომ საქართველოს ხელისუფლებაში 80% გვარშეცვლილია? ბეჟუაშვილების მამა მარტიროსიანი იყო, მე მას პირადად ვიცნობდი. ეს ხომ ქართველი ერის შეურაცხყოფაა?! და ამის მერე მე ნუ მასწავლიან ჭკუას ბოკერია და უსუფაშვილი, იმას მიხედონ, გვარშეცვლილები, საკუთარ გვარს რომ უღალატეს, ისეთები რომ სხედან თანამდებობებზე. საბჭოთა პერიოდში არ უკადრებიათ ქართველებისთვის ასეთი რამ. ტრაგედიაა, რომ ადამიანი შენი ქართველობის, ქართული პოლიტიკის გამო, საკუთარ ქვეყანაში წინ ვერ მიდიოდე…

შევარდნაძე იმ ხალხმა დაღუპა, ვინც ყველაფერში ეთანმებოდა და ადიდებდა. როცა ვაკრიტიკებდი, მეუბნებოდნენ, რა გინდა, რას გადაეკიდეო. დღეს ბიძინა ივანიშვილს ვინც გააკრიტიკებს, მის მტრდ მოიხსენიება. როგორც ჩანს, ყველას მოსწონს გვერდით მონური ფსიქოლოგიის ადამიანები. არადა, საქართველოს მხოლოდ განათლებული ადამიანები თუ გადაარჩენენ.

  ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

 

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *