გოჩა ძასოხოვი – სააკაშვილის არანორმალური გამოსვლა გაეროში ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება

gzრუსეთის დელეგაციამ გაეროში უარი თქვა მოესმინა სააკაშვილის გამოსვლისთვის. ეს სიტყვა ატარებდა არა მარტო რუსოფობიულ, არამედ ანტიმართლმადიდებლურ ხასიათს. „ამ ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა პროფესიულ შეფასებას საჭიროებს. ქართველი ხალხისთვის საბედნიროდ ამ ადამიანის პოლიტიკური კარიერა დასასრულს უახლოვდება. ამ ფაქტზე კომენტარი გააკეთა საქარველოს ხალხთა ასამბლეის პრეზიდენტმა გოჩა ძასოხოვმა. მან კერძოდ აღნიშნა: „პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ სააკაშვილის არანორმალურ გამოსვლას მე „მცოცავ შიზოფრენიას” ვუწოდებდი. ის ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას. იმ დროს, როდესაც ქართველი ერი ელოდება რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას, ნელ-ნელა შენდება პოზიტივი, პრეზიდენტი ყველაერს აკეთებს, რომ ასე არ მოხდეს. ასე მხოლოდ მტრები იქცევიან. სასიხარულოა, რომ მისი პრეზიდენტობის ვადის დასრულებამდე მხოლოდ ერთი თვეა დარჩენილი და სააკაშვილის ეპოქა საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს. ეს გამოსვლა – სააკაშვილის პოლიტიკური ანდერძია. სამწუხაროდ მსოფლიო თანამეგობრობა კიდევ რამდენიმე ხნის განმავლობაში საქართველოზე და მის ხალხზე შთაბეჭდილებას შეიქნის სააკაშვილის მიხედვით, რომლის თითოეული სიტყვა – სიცრუე და პროვოკაციაა. სააკაშვილი საუბრობს იმაზე, რომ რეგიონში სტაბილრობა რუსეთის ინტერესებში არ შედის და მან შეგნებულად გაანადგურა ჩერქეზები და ჩეჩნები. ფსიქიურად დაავადებულ ადამიანს ჩვევია სხვაზე საკუთარი ცოდვების გადაბრალება. ამას ნებისმიერი ფსიქიატრი გეტყვით. სწორედ სააკაშვილი კლავდა და ანადგურებდა ოსებს, რადგანაც მიიჩნევდა, რომ ეს მას ქებას და დიდებას მოუტანდა. თავის არანორმალურ სტილში ის ოსებს და აფხაზებს საკუთარ ძმებს უწოდებს. „რუსეთის იმპერია დაინგრევა და ჩვენ, საქართველოს მოქლაქეები, მზად უნდა ვიყოთ იმ დროისთვის, როდესაც რუსული ჯარები დატოვებენ ჩვენს ტერიტორიას და ჩვენ უკან მივიღოთ ჩვენი ძმები – ოსები და აფხაზები” – განაცხადა მან. დაღუპული ოსების დედები, ბავშვები, რომლებმაც მშობლები დაკარგეს აგვისტოს უაზრო ომის დღეებში, არასოდეს აპატიებენ ადამიანს, რომელმაც ძმათაშორისო ომი გააჩაღა. სხვათა შორის ტოლერანტობაზე და ძმობაზე სააკაშვილის ამ „ლამაზი საუბრების” მიუხედავად, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში დღემდე არ არის არც ერთი ოსი და აფხაზი, არ არსებობს წარმატებული ბიზნესმენი ე.წ. ეროვნული უმცირესობებიდან. აბა ვის მოატყუებს სააკაშვილი, როდესაც ტოლერანტობაზე და ძმობაზე გვესაუბრება? როდესაც ის დიქტატორობას სხვებს აბრალებს, ახსნას, თუ რატომ იყო ციხეებში თითქმის ნახევარი საქართველო გამომწყვდეული, ადამიანებს ტელეფონით საუბრის ეშინოდათ ტოტალური მოსმენის გამო და ქყეყნის მრავალი მოქალაქე იძულებული იყო ქვეყანა დაეტოვებინა? ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ვისთან და როგორ იმეგობროს, რომელ გაერთიანებებში გაწევრიანდეს. ერთპიროვნულად ქვეყნის სვლის გადაწყვეტის უფლება სააკაშვილისთვის არავის მიუცია. შესაძლოა სააკაშვილმა ეს როტირიკა იმიტომ აირჩია, რომ თავად არ ეპასუხა კითხვებზე „დემოკრატიის წარმატებებზე” და უცნაურ მკვლელობებზე? ადრე თუ გვიან მას მოუწევს მრავალ კითხვაზე პასუხის გაცემა. და ეშმაკური პიარ-სვლები და ემოციური გამოსვლები მას არ უშველის. დაბოლოს მინდა გამოვთქვა იმედი, რომ სააკაშვილის არანორმალური გამოსვლა უარყოფითად არ იმოქმედებს იმ პოზიტივზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის შეინიშნება. დარწმუნებული ვარ, რომ ის ვერ შეძლებს ამ პროცესის ჩაშლას, რაც მას ხშირად ჩვევია. http://megobrobismisia2012.blogspot.com/2013/09/blog-post_27.html

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *