თემურ შაშიაშვილი: პოლიტიკური დევნილების რეაბილიტაციის პროცესტი ჯერ არ დასრულებულა

„თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით პოლიტპატიმრების და პოლიტდევნილების რეაბილიტაციის პროცესი საქართველოში ჯერ არ არის დასრულებული და სამშობლოდან დევნილობაში მყოფი უამრავი ღირსეული მოქალაქე ელის სამართლიანობის აღდგენას მათთან მიმართებაში.

„ვეთანხმები, რომ ამ კუთხით ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ჯერ კიდევ რჩება უამრავი ეროვნული განწყობის ადამიანი, ვინც  სამშობლოდან დევნილობაშია და ელის, როდის მიანიჭებენ მათ პოლიტდევნილის სტატუსს. ისეთი ეროვნული განწყობის, საინტერესო პიროვნებები  როგორიც არიან ჩეხეთში მცხოვრები  გიორგი ალანია და ესპანეთში მცხოვრები გოჩა კელენჯერიძე, ვინც ეროვნულ მოძრაობაში იყვნენ ჩართულნი ნუთუ არ იმსახურებენ ამ სტატუსის მინიჭებას და სამშობლოში დაბრუნებას,  – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

მისი თქმით დევნილობაში იმყოფებიან აფხაზი და ოსი ეროვნების მოქალაქეებიც, ვინც საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტია და უარავი კეთილი საქმე აქვთ გაკეთებული ჩვენი სამშობლოსათვის. აფხაზი კონსტანტნე სალია, ბიზნესმენი, რომელიც უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა როგორც ბიზნეს წრეებში, ასევე ინტელიგენციაშიც, დღეს გერმანიაში იმყოფება დევნილობაში და იქაც დიდი პატივისცემით სარგებლობს, დღემდე ვერ მოხერხდა მისთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭება, ისევე როგორც ოსი ევრონების ბიზნესმენი და მეცენატი გოჩა ძასოხოვი, რომელმაც უამრავი კეთილი საქმე გააკეთა საქართველოსთვის ,  სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო დღეს დევნილობაშია. ამ ადამიანებს ჯერ არ შეხებიათ პოლიტიკური რეაბილიტაცია, რაც გვაფიქრებინებს, რომ სამართლიანობის აღდგენა ამ კუთხით ჯერ არ დასრულებულა და გაურკვეველი მიზეზების გამო ფერხდება.

„ხშირად ამ პროცესებს პრემიერის პირადი გადაწყვეტილებას უკავშირებენ, თუმცა იმედი მაქვს ეს ასე არ არის, ამ მიმართულებით სამართლიანობა ბოლომდე უნდა აღდგეს.“- აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *