(ასავალ-დასავალი) თემურ შაშიაშვილი: თუ მარგველაშვილი გაიმარჯვებს, მომავალ გაზაფხულზე ივანიშვილის საქართველოდან გაგდებაზე იქნება საუბარი

medaiinfo„ასავალ- დასავალს“ პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ესაუბრება

 – ბატონო თემურ, მგონი ქვეყანაში მონასტერი ისევ ირევა. თქვენ რას იტყვით?

– 1 ოქტომბერს ერთი წელი სრულდება იმ დღიდან, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა. მოდით, ნუ გავაკეთებთ შეფასებას და ნურაფერს დავავალებთ ხელისუფლებას, რომელსაც ისედაც არაფერი აქვს რამეზე რეაქცია… მე ბატონ ბიძინა ივანიშვლს ვთავაზობ ზესტაფონში დაბადებული იდეის ფრთაშესხმას – ოქტომბერს ყველა ქალაქსა და რაიონში შეჯამდეს ერთი წლის შედეგები და ხალხმა შეაფასოს, რას დაგვპირდნენ დეპუტატობის კანდიდატები, გამგებლები და მერები. რომლებიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან!.. მოდით, გავაკეთოთ ამის შეფასება… ბატონ ბიძინას არ მოსწონს ექსპერტების მოსაზრებები, არ მოსწონს, რას სწერენ გაზეთებში. კი ბატონო, დავდგეთ ხალხის პირისპირ ისე, როგორც ეს არჩევნებამდე უყვარდა ბატონ ბიძინას და გაიმართოს საჯარო, ღია დიალოგი!..

 – პრემიერმა გარკვევით ბრძანა, დაპირებები შესრულდა!.. ასე რომ აქ მგონი, საკამათო და გასარჩევი არაფერია...

– უფრო მეტიც, ასე თქვა, გეთანხმებით, შესრულდაო!.. ბატონი ბიძინა, მაგალითად იმავე ზესტაფონელებს დაპირდა  – იმისათვის მოვდივარ, რომ ეს ხორცმეტები მოგაშოროთო!… არადა ვინ იყო და არის ზესტაფონში ხორცმეტი და „მხედიონიდან“  დაწყებული ყველა მთავრობასთან დაკავშირებული პიროვნება – მერაბ სამადაშვილი, დღეს რომ პარპაშობს, ისე არასდროს უპარპაშია. ხალხი ზესტაფონში ისეთ რამეს ლაპარაკობს, კაცის ყურში არ შეიშვება. შეიძლება ეს ყველაფერი ტყუილია, მაგრამ ხალხს ხომ უნდა მოუსმინო? არ იცის ბატონმა ბიძინამ, რომ ტყიბულის ქვანახშირი ბეჟუაშვილისაა?

 – ბატონო თემურ. ძალიან დააბნია ხალხი ბიძინა ივანიშვილის იმ შეფასებებმა, რომელბიც მან  ადეიშვილის მისამართით გამოთქვა, რას იტყვით?

– როგორც ჩანს, ბატონი ბიძინა ისეთ არასამთავრობოებსა და ჟურნალისტებს ხვდება, რომელბიც დაკავებულნი არიან უცხოეთთან და იმართებიან საზღვარგარეთიდან.

არც მეცნიერებს, არც ქალაქის მერებს, არც გამგებლებს, არც დევნილებს ბატონი ბიძინა არ შეხვედრია. რაც, ვფიქრობ, დიდი შეცდომაა!.. სამაგიეროდ ის მხარს უჭერს იმ პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც აცხადებს – ჩვენი მეგობრებია თემურ იაკობაშვილი და ლევან რამიშვილიო!…

ესეც ჩემი ნათქვამი ხომ არ არის?… ჩემი ნათქვამია, მარგველაშვილმა თავის დროზე რომ თქვა პრასტელინის კაცი ვარო?… რურუამ არ თქვა, მარგველაშვილი ჩემი მეგობარიაო?…

კარგი, ვთქვათ, ბატონო ბიძინა, ყველაფერში მართალი ხართ, მაგრამ ვის გვაჩეჩებთ პრეზიდენტად – „სოროსის ფონდის“, „თავისუფლების ინსტიტუტის“ დამაარსებელსა და ენ-დი-აი – ს სათავეებთან მდგომ პიროვნებას? ე.ი. როგორმე ნინო ბურჯანაძეს ებრძოლოთ და ყველაფერზე შეიძლება თვალი დახუჭო?..

 – ამბობენ, არჩევნები გაყალბდება, თანაც მაგრადო!…

– თუ  მარგველაშვილმა გაიმარჯვა, არჩევნები გაყალბებულია, ხოლო თუ მარგველაშვილს გაამარჯვებინეს და ბაქრაძეს მეორე ადგილზე გაიყვანენ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ  კოაბიტაცია ნამდვილად დამთავრდა და „ქართული ოცნება“ და ნაცმოძრაობა შეერთდნენ!..

 – წეღან ადეიშვილზე გკითხეთ და არ მიპასუხეთ!..

– რისი ჩინოვნიკია ადეიშვილი, მამამისს ჰყავს სახლიდან გამოგდებული და არ მინდა ახლა ყველაფერი ვილაპარაკო.

სირცხვილია, ბატონებო ადეიშვილის განათებულობაზე საუბარი, როცასაქართველო სავსეა ტვინით გატენილი ადამიანებით!.. ის ხალხი მიატოვეთ, რომლებმაც მხარი დაგიჭირათ დარბოდნენ, დღესაც პატივისცემას გამოხატავენ და ადეიშვილს აქებთ, ბატონო ბიძინა? საქართველოში იცით რაზეა საომარი?! საკუთარ თავში, საზოგადოებაში უნდა ვებრძოლოთ მონებს!..

 – უფრო კონკრეტულად!…

– რა გითხრათ… როცა ირაკლი ბათიაშვილი დაიჭირეს და მისი გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დავიწყეთ, ძალიან ცნობილმა ადამიანებმა , რომლებიც დღეს მარგველაშვილს დაყვებიან სოფელ-სოფელ, ხელი არ მოგვიწერეს, პოლიტიკაში არ ვერევითო.!.. ღმერთმა აცხონოს ოთარ მეღვინეთუხუცესი, მოვიდა ქალბატონ გურანდასთან ერთად, მაშინვე მოგვიწერა ხელი.

 – ბატონო თემურ, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების „ მავანი ლიდერი ნაცმოძრაობასთან იყო შეკრულიო. და ისინი „ნაცებმა“ ივანიშვილის  გუნდში როგორც აგენტი, ისე შეაგზავნეს!..

– ეს დოკუმენტები გამოქვეყნდა და მეც ვიცი, რომ კიდევ გამოქვეყნდება!.. ბიძინა ივანისვილს ეშინია, არა ქვს ამის ძალა, რომ 1 ოქტომბერს ჩაატაროს სახალხო შეხვედრები და ხალხი ისეთ რამეს ეტყვის, აგენტები მონაგონი იქნება. ყველაზე მეტად ლაშა ნაცვლიშვილმა – მთავარი პროკურორის მოადგილემ იცის, რა ხდებოდა და რა ხდება თუნდაც იმავე ზესტაფონში, ვინ არის სამადაშვილი, მაგრამ… კაცი საგამოძიებო საქმეს ხელმძღვანელობს და გამოძიება გაჩერებულია!… მე გეუბნებით კატეგორიულად: თუ მარგველაშვილი გაიმარჯვებს, მომდევნო წლის გაზაფხულზე ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან გაგდებაზე იქნება საუბარი!… ვერ შეძლებს ეს  ძალა ვერაფრის გაკეთებას და ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს დააწვება – პრეზიდენტი ბიძინას ხათრით, მინისტრები  ბიძინას ხათრით, პროკურორი ბიძინას ხათრით! ესეთი რამ მსოფლიომ არ იცის, მსგავსი ფარაონების დროს არ ყოფილა!. მომღერლები, რომლებიც ადრე შევარდნაძეს და სააკაშვილს დასდევდნენ, ეხლა მარგველაშვილს უმღერიან. სირცხვილია!

ბატონო ბიძინა, „თავისუფლების ინსტიტუტის“ კადრების პარპაში ამ ქვეყანაში აღარ უნდა დასრულდეს? .. მაკეინების, ლიბერმანის, ლევან რამიშვილისა და გიგა ბოკერიას მეგობრებს ნონა გაფრინდაშვილის, რეზო ესაძისა და საერთოდ ქართველი კაცის მეგობარი არ გირჩევნიათ? დასასრულ, ერთს ვიტყვი – პუტინის მგობარმა, ანგელა მერკელმა, რომელიც იყო კომკავშირის ცეკას მდივანი დემოკრატიულ გერმანიაში, აღმოსავლეთ გერმანიის მინისტრი, ეხლახან ისე დამაჯერებლად გაიმარჯვა არჩევნებში, რომ მთელი მსოფლიო გაოგნებულია. საქართველოში ეს რომ მომხდარიყო, ერთ ამბავს ატეხდნენ  – „ეს კომუნისტია, ის ზვიადისტია!“.. მაგრამ გერმანია გონებიღ წყვეტს და იმარჯვებს კიდეც.

შეხედეთ ყვავის ანგელა მერკელის გერმანია, რომელიც ევროპის ფლაგმანი სახელმწიფოა. 23 წლის განმავლობაში გერმანიაში არც ერთ პარტიას ისეთი მხარდაჭერა არ ჰქონია, როგორც პუტინის მეგობარ ანგელა მერკელს.

დღეს ჟიული შარტავა რომ ცოცხალი ყოფილიყო „პადოშას“ ჭკუაზე მოარული საქართველო მას სიცოცხლეს გაუმწარებდა. მაგრამ ხომ ხედავთ, გერმანელები ემოციით არ წყვეტენ!.. აი, ეს უნდა შევძლოთ ჩვენც!

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *