(ახალი თაობა) თემურ შაშიაშვილი „ქართულ ოცნებას“ ურჩევს ხალხს გაახსენონ თუ რას ჰპირდებოდნენ წინასაარჩევნოდ

tem.1პოლიტიკური პარტია „თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას მოსახლეობისთვის სათქმელი არაფერი აქვს, რადგან არჩევნების გამარჯვების წლისთავზე ხალხთან საჯარო შეხვედრას თავი აარიდა.

 „არჩევნებიდან ერთი წელი გავიდა. ჩვენ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ზესტაფონში, დიდ სახალხო შეკრებაზე გაჟღერებული იდეა შევთავაზეთ – 1 ოქტომბერს, არჩევნებიდან ერთი წლისთავზე, ყველა ქალაქსა და რაიონში გამართულიყო ღია შეხვედრები რომელზეც „ქართული ოცნების“ დეპუტატები, მერები, გამგებლები და ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს ღიად და საჯაროდ ჩააბარებდნენ. შეხვედრა არ შედგა. ჩვენი წინადადება ხელისუფლებამ არ მიიღო.
სამწუხაროა, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის თავზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა და პრემიერ-მინისტრმა საკუთარ მოსახლეობასთან შეხვედრას თავი აარიდეს. ეს გვაფიქრებინებს, რომ მათ საკუთარი მოსახლეობისთვის არაფერი აქვთ სათქმელი, მათ კიდეც ეშინიათ რომ სახალხო შეხვედრაზე საჯაროდ და ღიად, ხალხი მათ ძალიან მძიმე რამეებს ეტყვის. მე ვხედავ, რომ ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ მოსახლეობის უკიდურესი გაჭირვების ფონზე მიუღებელია ხელისუფლების გადამეტებული თვითკმაყოფილება. ეს ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს. ჩვენ ყველას გვახსოვს თუ რა ხშირ შეხვედრებს აწყობდა ბატონი ივანიშვილი მოსახლეობასთან არჩევნებამდე, როგორი იყო მისი დაპირებები. ექსპერტებთან ამასწინანდელ შეხვედრაზე პრემიერმა კიდეც განაცხადა, რომ დაპირებათა დიდი ნაწილი შესრულებულია. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევთავაზეთ „ქართულ ოცნებას“ ცალკე ბროშურად გამოსცეს საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა რომელმაც ჩვენი მაღალი შეფასება დაიმსახურა, რათა მოსახლეობამ გაიხსენოს, თუ რას პირდებოდა მას „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე და რამდენად შეასრულა თავისი დანაპირები“ – აცხადებს შაშიაშვილი.
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *