თემურ შაშიაშვილი: მიშა კი არ გაგიჟდა, ის იგივეა, რაც იყო

misha“მიშა გაგიჟდა…” – ასეთი ჩანაწერები გახშირდა. განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში.

როცა შენი ქვეყნის პრეზიდენტს ასე იხსენიებენ – ეს ყველას შეურაცხყოფაა, მიუხედავად იმისა, პირადად შენ მიეცი თუ არა მას ხმა.
ჩემის აზრით ტრაგედია სხვა რამეშია: მიშა კი არ გაგიჟდა, ის ისეთია როგორიც იყო. სამწუხარო ის არის, რომ ბევრი, ვინც თავგამოდებით იბრძოდა მისთვის, შექმნა იგი, დღეს ამ ფრაზით იმართლებს თავს: „მიშა გაგიჟდა“…

ამას არ ვამბობ ნიშნის მოგებით. ბევრს დაუჯერებლად მოეჩვენება, მაგრამ რასაც ეხლა ვიტყვი, მისი უარყოფა არავის შეუძლია, რადგან ყველაფერი ეს სწორედ ასე იყო.

პირვველი – 1997 წლიდან ხმამაღლა ვაცხადებდი და ვწერდი, რომ სააკაშვილი არის არასერიოზული, გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიში პიროვნება;

მეორე -არ მივიღე შევარდნაძის, ჟვანიას და სააკაშვილის არაერთი შემოთავაზება გავმხდარიყავი „მოქკავშირის“ წევრი, მისი ერთ-ერთი ლიდერი და ამ სამეულთან ერთად ჩავრთულიყავი ქვეყნის მართვაში.

მესამე – 2003 წლის 2 ნოემბერს, ხმის მიცემის უბანზე, ჟურნალისტ ნანა თვალაბეიშვილის კითხვას, რას მოიტანს ეს არჩევნები, ვუპასუხე ერთი სიტყვით: “უბედურებას!”. ხოლო მისსავე კითხვაზე:“ როგორია თქვენი პროგნოზი?“, ვუპასუხე: “ხალხის ემოციით მოყვანილი ხალხის მიერვე იქნება გასტუმრებული პოსტიდან“

მეოთხე -2003 წლის 23 ნოემბერს როცა იმერეთის გუბერნატორის პოსტიდან გადადგომა გამოვაცხადე, ვთქვი: „მოგენატრებათ შევარდნაძე არა იმიტომ, რომ ის კარგი იყო, არამედ იმიტომ, რომ გაცილებით უარესი ძალა მოდის ქვეყანის სათავეში…“

მეხუთე- 2004 წლის 4 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე განცხადების დროს ვთქვი, რომ პრეზიდენტი დანიშნული იყო და ნებისმიერი სხვა კანდიდატის გამარჯვება გამორიცხული გახლდათ. ვმონაწილეობდი რათა ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ ხალხისათვის მეთქვა სიმართლე…

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა – 9 წელი. ხალხმა მისცეს შეფასება ჩემს პოზიციას. მაგრამ სანამ ამას გააკეთებდეთ , ნახეთ ეს მოკლე ვიდეომასალა, რომლიც გავრცელდა სოციალურ ქსელებში.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *