ცდილობენ მეტად გაგვღიზიანონ, მეტი შეცდომები დაგვაშვებინონ და ამით მეტი აგრესიის უფლება მიიღონ

მეტი სიბრძნე და ნაკლები ემოციაა საჭირო ქვეყნის მართვაში!

 

temდრო და მოვლენათა განვითარება ადასტურებს ჩვენს შეფასებას იმის თაობაზე, რომ რუსეთის ლანძღვით ვებრძვით საქართველოს და კეთდება რუსეთის საქმე. მხოლოდ ქვეყნის მტერს  შეეძლო  ეთქვა გაეროს ტრიბუნიდან ის სიტყვა, რომლითაც სააკაშვილი გამოვიდა. რუსეთის და პუტინის ლანძღვამ ამ უკანასკნელს მისცა საქართველოს წინააღმდეგ თავისუფალი ქმედებების საშუალება. ამ გამოსვლის შემდგომ საზღვარი მეტი სიჩქარით მოცოცავს თბილისისაკენ, დაიწყო საუბარი ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე ექსპორტის ხელშეკრულების გადახედვაზე, გამოჩნდა პირველი ნიშნები რუსეთში ქართველების შევიწროების. რუსეთმა ოლიმპიური ჩირაღდანი ცხინვალის ომის მონაწილე რუსეთის გმირთან დააკავშირა. არ ვეჭვობ, ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ რაც შეიძლება მეტად გაგვღიზიანონ, მეტი შეცდომები დაგვაშვებინონ და ამით მეტი აგრესიის უფლება მიიღონ.

ამის პარალელურად რუსეთი და ამერიკა კიდევ უფრო ათბობენ ერთმანეთთან ურთიერთობებს: ყველაზე დიდი მხარდაჭერა პუტინის ნობელის პრემიაზე წარდგენამ სწორედ ამერიკაში მიიღო. სააკაშვილის მეგობარი დონალდ ტრამპი წარმოუდგენლად აქებს პუტინს და მსოფლიოში ყველაზე გავლენიან პიროვნებად  მიიჩნევს. არც პუტინი იშურებს ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ქება-დიდებას.

მთელი მსოფლიო ცდილობს რომ რუსეთი არ გააღიზიანოს, არ მისცეს მას მისი ქვეყნის მიმართ თავისუფალი ქმედებების საბაბი, ჩვენ კი პირიქით ვაკეთებთ და მერე გვიკვირს, რატომ ვართ ამ დღეში. სხვა ქვეყნის საგარეო უწყებაში დაწერილმა სიტყვამ, რომელიც სააკაშვილმა გაახმოვანა გაეროს ტრიბუნიდან, იმ ქვეყანას პოზიტიური შედეგები მისცა, საქართველოსთვის კი ქვეყნის დამანგრეველი პროცესების გაძლიერების ახალი სტიმული გახდა.

დრო ადასტურებს, ჩვენი ქვეყნის ისტორია გვეუბნება, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ იმ ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული, რომელიც ქვეყნის გარედან არ იმართება, რომელსაც აქვს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა, რომელიც ახერხებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე სხვა ქვეყნების – განსაკუთრებით დიდი ქვეყნების ინტერესების დაფუძნებას და არა პირიქით, როგორც ამას  „მოქკავშირი“, „აღორძინება“, მათი მემკვიდრე „ნაცმოძრაობა“ აკეთებდნენ და რისი ნიშნებიც სერიოზულად ჩანს „ქართულ ოცნებაშიც“.

მეტი სიბრძნე და ნაკლები ემოციაა საჭირო ქვეყნის მართვაში!

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *