ხალხს, და მხოლოდ ხალხს შეუძლია ჩაშალოს მის ზურგს უკან გაკეთებული მზაკვრული გარიგება

198941_137527276315997_2345779_nროგორც წყლის ორი წვეთი, ისე ჰგავს ერთმანეთს შევარდნაძის, სააკაშვილის, ივანიშვილის და მისი პროტეჟე მარგველაშვილის წინასაარჩევნო გამოსვლები. არაფერი ახალი, დაპირებები უხვი, სტილი ერთი და იგივე – ამერიკული.

რომელ დემოკრატიაზეა საუბარი, როცა ხმამაღლა აცხადებენ, რომ 20 წლით მოვდივართ ხელისუფლებაშიო. 20 წლით მოსვლა „გვახარეს“ თავის დროზე „მოქებმა“, 20-წლიანი ვადა დაგვიანონსეს „ნაცებმაც“ , არც „მეოცნებეებს“ ეყო ოცნება – ვერ გასცდნენ „20 წელს“. არც 18, არც 19, და არც 21 – მხოლოდ 20 წელი. იმაზე მაინც გაგვცენ პასუხი, რომელ დემოკრატიულ ქვეყანაში არის ხელისუფლებაში უცვლელად 20 წლით ერთ და იგივე პარტია, ან რომელი პარტია აანონსებს 20 წლით მოსვლას. ეს ხომ შეურაცხყოფაა ქვეყნისა და ხალხის.

კიდევ უფრო უარესი: შევარდნაძე ამბობდა, უბრალოდ კი არ უნდა ამირჩიოთ, არამედ დიდი პროცენტითო და ეს მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ მეტი მხარდაჭერა მქონდესო. ზუსტად იგივე გაიმეორა სააკაშვილმა, ზუსტად იგივე ტერმინოლოგია აქვს მარგველაშვილს. იგივე სიტყვები წარმოთქვა მან ბათუმში მოსახლეობასთან შეხვედრისას.

ამ ტიპის განცხადებების უკან რომ დიდი გაყალბება იგეგმება, ეს ყველა წინა არჩევნებმა დაადასტურა. გაყალბების გარეშე რომ მარგველაშვილის გამარჯვება გამორიცხულია, ამას ხალხის განწყობა ადასტურებს.

არის ერთი, რომელიც წინამორბედებისაგან განსხვავებით მარგველაშვილს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს: შეთანხმებულად ერთმანეთის მთავარ ოპონენტებად თვლიან საკუთარ თავს „ქართული ოცნებაც“ და „ნაცმოძრაობაც“. გარიგება მარტივია: „ნაცმოძრაობა“ ითხოვს არა პირველ, არამედ მეორე ადგილს და ამით გაყალბების სრულ თავისუფლებას აძლევს „ოცნებას“. ეს არის მზაკვრული გარიგება ხალხისა ზურგს უკან, ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შედეგი იქნება დასრულებული კოაბიტაცია, როგორც ეს ამერიკელ პოლიტიკოსებს უნდათ, ხელისუფლებაში ორი პოლიტიკური ძალით – „ქართული ოცნებითა“ და „ნაციონალური მოძრაობით“… ამ გარიგების შედეგი იქნება დაქცეული საქართველო – ამერიკის პოლიტიკური ჯგუფების (თუ სექტების არა) მსახური პარლამენტითა და საერთოდ ხელისუფლებით.

სიტყვა ხალხზეა. ხალხს, და მხოლოდ ხალხს შეუძლია ჩაშალოს მის ზურგს უკან გაკეთებული მზაკვრული გარიგება. მჯერა, ასეც მოხდება.

08.10.2013წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *