(საქართველო და მსოფლიო) მაკეინი საბჭოთა დაზვერვასთან თანამშრომლობდა?!

«აშშ პირველი პატრიოტი» პირველი მოღალატე ყოფილა
«რუსოფობიასთან ბრძოლის ფონდის» აქტივისტებმა ღია წყაროებში აღმოაჩინეს სპეცსამსახურების საიდუმლო მასალებიდან გაჟონილი ცნობები, რომ რესპუბლიკური პარტიის ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ვიეტნამში ტყვედ ყოფნის დროს დათანხმდა საბჭოთა დაზვერვასთან თანამშრომლობას, უღალატა აშშ-ის ინტერესებს და «ჩაუშვა» მამამისი _ აშშ სამხედრო საზღვაო ფლოტის ადმირალი. ერთი სიტყვით, «აშშ #1 პატრიოტი» ჯონ მაკკეინი თავად აღმოჩნდა უნამუსო მოღალატე.

ამ ისტორიით დაინტერესდნენ «რუსოფობიასთან ბრძოლის ფონდის» წევრები მას შემდეგ, რაც 2013 წლის 19 სექტემბერს აშშ-ში ცნობილმა რუსოფობმა, სენატორმა მაკკეინმა უპასუხა ვლადიმერ პუტინის სტატიას გაზეთ «პრავდაში». თავის პუბლიკაციაში რესპუბლიკელმა სენატორმა პრეზიდენტს უწოდა ტირანი და განაცხადა, რომ «რუსები უკეთეს მმართველს იმსახურებენ».

«იგი ხელს არ უწყობს რუსეთის დადებითი რეპუტაციის შექმნას მსოფლიოში. იგი ანგრევს მას. მან იგი გახადა ტირანების მეგობარი, ჩაგრულთა მტერი და იმ ქვეყნების არასანდო მოკავშირე, რომლებიც ცდილობენ, ააშენონ უფრო უსაფრთხო და აყვავებული მსოფლიო», _ განაცხადა მაკკეინმა. მან მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთის დუმის მიერ მიღებული ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის კანონი, მაგნიტსკის საქმეზე წარმოებული პროცესი და Pussy Riot-ის ჯგუფის წევრების დაპატიმრება.

მაკკეინის წერილი, როგორც ვთქვით, თავისებური პასუხია პუტინის წერილზე, რომელიც New York Times-ში გამოქვეყნდა. ამ სტატიაში პუტინმა აღნიშნა, რომ სირიის კანონიერად არჩეულ პრეზიდენტ ბაშარ ასადს კავშირი არ აქვს დამასკოში მოწყობილ ქიმიურ შეტევებთან და აშშ-ს ურჩია, ნუ მიიჩნევს თავის თავს «განსაკუთრებულ სახელმწიფოდ». მაკკეინმა განაცხადა, რომ უპასუხებდა პუტინს რუსული გაზეთის მეშვეობით.

მაკკეინი რომ პირწავარდნილი რუსოფობია, ცნობილია, მაგრამ ეს მას ხელს არ უშლის, სიმპათიურად განეწყოს რუსეთის არასისტემური ოპოზიციის მიმართ (მაგალითად, ალექსანდრე ნავალნის მიმართ). მაკკეინი რეგულარულად და უსაფუძვლოდ აკრიტიკებს რუსეთს. ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ეს სენატორი თავისი ასაკისა გამო, სავსებით შესაძლებელია, მარაზმატიკია და არ ღირს მისი სიტყვების სერიოზულად აღქმა.

გაზეთ pravda.ru-ში მაკკეინის სკანდალური პუბლიკაციის შემდეგ ზემოთ დასახელებული ფონდის აქტივისტები დაინტერესდნენ, რატომ და საიდან გაუჩნდა ამ კაცს ამ დოზით რუსოფობია? და მოგვიანებით გაარკვიეს, რომ სსრ კავშირისადმი ზიზღი ამ პიროვნებას ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოდან «დაემართა». თუმცა ასე გამძაფრებულად ამ ზიზღის გამოხატვა თავისებური პიარი იყო ვიეტნამელთა ტყვეობიდან თავდახსნილი ჯარისკაცის, რათა არავის ეჭვი არ შეპარვოდა მის მიერ სამშობლოს ღალატის და, რაც მნიშვნელოვანია, საბჭოთა დაზვერვასთან თანამშრომლობის შესახებ. მაგრამ, მისი თავგამოდებული მცდელობის მიუხედავად, რუსი, ევროპელი და ამერიკელი (!) ჟურნალისტების ერთი ნაწილი ადასტურებს, რომ მაკკეინი ვიეტნამის ომის დროს რეალურად იყო მოღალატე!

«აშშ მთავარი პატრიოტი» ჯონ მაკკეინი კი მალავს, რომ იგი 1967 წლიდან 90-იანი წლების დასაწყისამდე მუშაობდა სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასარგებლოდ, რისი დადასტურებაც «რუსოფობიასთან ბრძოლის ფონდის» აქტივისტებმა აღმოაჩინეს გაზეთ The Moscow Post-ის 2008 წლის 18 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებული მაკკეინისადმი მიძღვნილი სკანდალური სტატიის რუსულ თარგმანში. სპეცსამსახურების წყაროების ცნობით, აღნიშნული მასალის ინგლისურენოვანი ვერსია 2008 წელს ამოიღეს აშშ ხელისუფალთა თხოვნით.

იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად კონდოლიზა რაისის მუშაობის პერიოდში The Moscow Post -ის ეს სტატია (ინგლისურენოვანი ვერსია) ამერიკის სპეცსამსახურებმა ბუკვალურად ამოგლიჯეს ინტერნეტიდან, ფონდის აქტივისტები ასკვნიან, რომ იგი საკმაოდ სანდო უნდა იყოს.

მით უფრო, რომ სწორედ გაზეთმა The Moscow Post -მა მსოფლიოში პირველად გამოაქვეყნა აშშ სახელმწფო მდივნის, კონდოლიზა რაისის საყვარელი რუსი ქალის ინტერვიუ. სექსპარტნიორი რესპონდენტი მის შინამოსამსახურედ მუშაობდა.

The Moscow Post -ის ხელმძღვანელობამ, როგორც ვთქვით, ფრიად სანდოდ მიიჩნია ინფორმაცია ჯონ მაკკეინის შესახებ და გადაწყვიტა, გადაებეჭდა აღნიშნული წერილის თარგმანი მინიმალური შემცირებებითა და დამატებებით.

«მაშ, ასე: როგორც გაირკვა, მაკკეინი ხანგრძლივი წლების განმავლობაში საბჭოთა სპეცსამსახურების სასარგებლოდ მუშაობდა, გადაბირებული იყო ვიეტნამში ტყვედ ყოფნის დროს… სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში სენატორ მაკკეინს მინიჭებული ჰქონდა კოდური სახელი ჯეკ მაუსი.

ცნობილია, რომ მაკკეინი ლეგენდარული ამერიკელი ადმირალის შვილია. 1967 წელს, როცა ამერიკელები ომობდნენ ვიეტნამში, მაკკეინი აშშ სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავი იყო. ჰანოიზე მორიგი შეტევის დროს მისი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, მაკკეინი დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა (1967 წელს მაკკეინი მოიერიშე A-4 Skyhawr-ს მართავდა. ეს თვითმფრინავი ჩამოაგდო საბჭოთა რაკეტამ ჰანოის თავზე ელექტროსადგურ იენფუს დაბომბვის დროს. _ დაზვერვის ფედერალური ბიუროს შენიშვნა).

როგორც ვიეტნამის ციხე ხოა ლოს მაშინდელმა უფროსმა ჩანგ ჩონგ დუეტმა The Moscow Post -ის შორეული აღმოსავლეთის კორესპონდენტს უთხრა, მას ძალიან კარგად ახსოვს ეს ამერიკელი. დუეტის სიტყვებით, იმ წლებში ციხეში მუდმივად მორიგეობდნენ საბჭოთა სამხედრო კონსულტანტები. მაკკეინის მამა მალე უნდა დაენიშნათ აშშ-ის ერთ-ერთი ფლოტის სარდლად. როგორც კი გამჟღავნდა, რა «ჩიტიც» ჩაიგდეს ხელში, მაკკეინი ვიეტნამელებმა ერთკაციან საკანში გადაიყვანეს.

«მას განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობოდნენ, _ ამბობს დუეტი, _ კვება უკეთესი ჰქონდა, ვიდრე დანარჩენ ამერიკელებს, რუსი კონსულტანტები დღეებს ატარებდნენ მასთან საუბარში. რაზე შეთანხმდნენ, არ ვიცი. ერთხელ იგი სპეციალურად გამოიძახეს ჩემს კაბინეტში, სადაც მან რაღაც ქაღალდებს ხელი მოაწერა. მალე მაკკეინი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც საბჭოთა ექიმები მუშაობდნენ. მას შემდეგ იგი არ მინახავს».

ამას, როგორც ოფიციალური ბიოგრაფიიდან ჩანს, ხუთწლიანი ტყვეობა მოჰყვა, ხოლო 1973 წელს მომავალი კონგრესმენი პარიზის შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს. მიჩნეულია, რომ ეს წლები მაკკეინმა ვიეტნამში გაატარა, მაგრამ, როგორც The Moscow Post -ის ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ყველაფერი ასე არ ყოფილა.

სახელმწიფო უშიშროების ყოფილი თანამშრომელი სერგეი ნიკოლაევი (სახელი და გვარი სპეციალურადაა შეცვლილი) ამჟამად ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც გადასახლდა სსრკ-ის დაშლის შემდეგ. 1970-იანი წლების დასაწყისში იგი ვორონეჟის სადაზვერვო სკოლაში მუშაობდა, სადაც დასავლეთში შესაგზავნი მზვერავები სწავლობდნენ. ნიკოლაევს ახსოვს ამერიკელი, რომელიც მათთან 1969 წლის ზამთარში მიიყვანეს. მან მაკკეინი ტელეეკრანზე ხშირი გამოჩენის დროს იცნო.

«იგი ჩვენთან სპეცმომზადებას გადიოდა. ეუფლებოდა სპეცოპერაციების განხორციელების საქმეს აშშ-ის ტერიტორიაზე შესაძლო ომის დროს, _ ამბობს ნიკოლაევი, _ მას ასწავლიდნენ უმთავრესად ძირგამომთხრელ საქმიანობას: კავშირგაბმულობის სისტემების მწყობრიდან გამოყვანას, აეროდრომების პარალიზებას. ნამდვილ სახელსა და გვარს ჩვენთან არავინ ატარებდა, ამიტომ კარტოთეკაში იგი ჯონ მაუსად იყო მოხსენიებული. ჩვენმა ხუმარებმა მას მიკი მაუსი შეარქვეს».

ნიკოლაევის მონათხრობით, მაკკეინი მათთან 1972 წლამდე ცხოვრობდა. თუ ყოფილი მზვერავი მართალს ამბობს, ეს ემთხვევა პერიოდს, როცა ვიეტნამელებმა ამერიკელი ტყვეები გაათავისუფლეს.

მას შემდეგ, რაც მაკკეინი სამშობლოში დაბრუნდა, სადაც გმირად შერაცხეს, იგი აშშ სამხედრო-საჰაერო ძალებში 1981 წლამდე მსახურობდა, შემდეგ პოლიტმოღვაწეობას მიჰყო ხელი.

დღემდე დანამდვილებით უცნობია, გაგრძელდა თუ არა მაკკეინის ურთიერთობა საბჭოთა მზვერავებთან (1990-იანი წლების შემდეგ), მაგრამ მალე საბჭოთა კავშირი დაიშალა, გაუქმდა უშიშროების სახელმწიფო კომიტეტი და, შესაძლებელია, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა რაღაც დროით ჯონ მაკკეინი დაივიწყეს».

მაგრამ იმის გამო, რომ ჯონ მაკკეინმა დაიწყო უკიდურესი ანტისაბჭოთა პროპაგანდა და გააჩაღა რუსოფობიური პოლიტიკა, სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივებშიც ჩაიხედეს, ალაპარაკდნენ ყოფილი მზვერავებიც ჯონ მაკკეინის შესახებ. შედეგად ჟურნალისტებმაც გაიგეს სიმართლე, თუ როგორ გახდა 1967 წელს ჯონ მაკკეინი მოღალატე.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *