(ასავალ-დასავალი) თემურ შაშიაშვილი: თუ არჩევნები არ გაყალბდა, პრეზიდენტი იქნება ბურჯანაძე!

 

 

kreba 22“ასავალ-დასავალს” ესაუბრება პარტია თეთრების ლიდერი თემურ შაშიაშვილი

ბატონო თემურ, რამდენად სარწმუნოდ მიგაჩნიათ ის დოკუმენტები, რომლებიც პრესაში გამოქვეყნდა რომლის თანახმადაც „ქართული ოცნების“ ელიტა – დავით საგანელიძე  , ირინე იმერლიშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, ირაკლი მელაშვილი – კუდ-ის აგენტები არიან?

– გარყვნილი რეჟიმი იყო. მათგან მოულოდნელი არაფერია… რაღაც დათმობების გამო შეეძლოთ ვიღაცეებისთვის რაღაცაზე ხელი  მოეწერინებინათ.!.. ვინც ხელი მოაწერა, გარყვნილია, ვინც ხელი მმოაწერინა – ორმაგად გარყვნილი! რეჟიმი იყო უბედურება და ვინც ყველაფერ ამაზე ხელი მოაწერა, იმისი ღირსება მაინც ეყოს, რომ პოლიტიკიდან წავიდეს!

რომ იცოდეთ, დავთ საგანელიძემ აგენტობა უარყო და სასამართლოში იჩივლა, განაცხადა – თუ მე გავმტყუნდი, საერთოდ წავალ საქართველოდანო!.

– ყოჩაღ! ის იყო გარყვნილი რეჟიმი… მე, მაგალითად ზაქარია ქუცნაშვილმა ბევრჯერ მატკინა გული, მაგრამ მეეჭვება,  ის აგენტი ყოფილიყო!,, არ გამოვრიცხავ, რომ ორი ძალა მუშაობს შეხმატკბილებულ რეჟიმში – :“ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით  და :“ნაციონალური მოძრაობის“ გარეთ, ანუ „ქართულ  ოცნებაში“, რათავ ვინმე არ დაწინაურდეს…

სულაც არ მჭირდება ვინმეს აგენტობის კვლევა – ძიება, შედით „ქართთული ოცნების“ ოფისებში ყველგან „ნაცმოძრაობა ზის!

ერთი ძალიან საინტერესო პოროვნება, იურისტი და პროფესორი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გამოჩენისთანავე „ქართული ოცნების“ გულშემატკივრობდა და დღესაც „ოცნებასთან“ თანამშრომლობს, ამასწინად მეუბნება – აღარ მინდა უკვე „ქართული ოცნების შტაბში მისვლა,  თავი „ნაცმოძრაობის“ ოფისში მგონიაო.

 – ვინ არის ეს პიროვნება?

– სამწუხაროდ, მას არ მოუცია ამის თქმის უფლება!..

– პაატა ცნობილაძის თქვენი და ჩემი მეგობრის შესახებ საუბრობთ… გამოვიცანი?

– პაატა ცნობილაძე უღირსეულესი პიროვნებაა და მე ძალიან მწყდება გული, რომ ის ვერ მოხვდა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში. საქართველოს უბედურება ის გახლავთ, რომ აქ ყველას და  მათ შორის ბიძინა ივანიშვილსაც მოსწონს მოღალატეები! ვინც ზვიად გამსახურდიას უღალატა, ისინი მოსწონდა შევარდნაძეს, ვინც შევარდნაძეს უღალატა – ისინი სააკაშვილს, ხოლო ვინც სააკაშვილს უღალატა – მოსწონს ივანიშვილს!.. არანაირი კავშირი მოღალატეებთან არ მინდა. თარგამაძისაგან, ნათელაშვილისაფან და „მემარჯვენეებისაგან“ წამოსულ ხალხს უწევენ პროპაგანდას.  ყველა პარტიას ჩაუსვეს აგენტები. რათა პარტიები დაშალონ და დატოვონ მხოლოდ ეს ორი პარტია – „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, რომლებიც სინამდვილეში არიან ერთი და იგივე ძალა!..

 – ბატონო თემურ,ორ კვირაში საქართველოს პრეზიდენტის ვინაობა იქნება ცნობილი. ვინ იქნება ის?

– თუ არჩევნები არ გაყალბდა, პრეზიდენტი იქნება ბურჯანაძე! ჩემზე  მეტად19 ivlisi ბურჯანაძე არავის უკრიტიკებია, მაგრამ მისი გადადგომის შემდეგ რაც მოხდა, ნინო ბურჯანაძე ძალიან შეცვალა. ბატონო ბიძინა, რა გაგიკეთათ ისეთი დასავლეთმა, რომ ორივე პიროვნება, ვინც თქვენი იდეალია, ნონა გაფრინდაშვილი და რეზო ესაძე, „სახალხო კრებაშია“ და ამ დროს მარგველაშვის უჭერთ მხარს?! პირდაპირ გაორგნებული ვარ!.. ვინც მარგველაშვილს უჭერს მხარს, ებრძვის ბიძინა ივანისვილს!.. დღეს ნინო ბურჯანაძეს აქვს რამდენიმე პრობლემა, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია მის დღევანდელ პროგრამასთან.

პირველი – ამ პროგმამას დღევანდელი მინისტრების 90 პროცენტი ვერ გაუძლებს.  და მეორე – ეს პროგრამა განაჩენია „ნაცმოძრაობისათვის“ აქედან გამომდინარე, ბურჯანაძეს „ნაცებიც“ და ოცნებაც“ ერთნაირი სიძულვილით ებრძვიან.

26 მაისმა სამარე გაუთხარა სააკაშვილს, 1 ოქტომბერმა მიშა სამარეში ჩააწვინა, მაგრმ ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილს მიწა ვერ მიაყარა!.. ნინო ბურჯანაძე დაუსვამს წერტილს ყველაფერს.

– კიდევ რა პრობლემები აქვს ბურჯანაძეს?

– კიდევ არის ერთი ძალიან  სერიოზული პრობლემა. ეს ბურჯანაძის კი არა, მთელი ერის წინაშე მდგარი პრობლემაა და ქართველი ერი უნდა დადგეს მაგრად!

 – რას გულისხმობთ?

– ამერიკა დგას დეფოლტის წინაშე და ობამა არ თმობს მთავარს, მაგრამ ამ მთავარის გადასარჩენად ის აუცილებლად დათმობს წვრილმანებს და ვისთან დათმობს? რა თქმა უნდა მაკეინთან, ლიბერმანთან… რომლებიც არიან სააკაშვილისპატრონები.

 – მე კი ვხვდები, ბატონო თემურ, თქვენ რასაც გულისხმობთ, მაგრამ მაინც ჯობია ფრჩხილები გავხსნათ!

– ვgiorgi margგულისხმობ იმას,რომ ობამას სააკაშვილის პატრონები დაიყოლიებენ,. რომ სააკაშვილი არ დააპატიმრონ, „ნაცმოძრაობა“  გადარჩეს, ბაქრაძე მეორე ადგილზე გავიდეს, საქართველოში ყველა პარტია მოკვდეს და კოაბიტაცია 27 ოქტომბერს მართლაც დამტავრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაცმოძრაობა და ქართული ოცნება შეერთდნენ!.. კოაბიტაციის დასრულება და ამათი შეერთება ამერიკაშია გადაწყვეტილი და ეს მარგველაშვილს არ გადაუწყვეტია!..

კარგი დავუშვათ, შეერთდნენ. მერე რა მოხდება?

– მაგრველაშვილი გახდება „ნაცმოძრაობის“ ვითომდა პოზიტიური ნაწილის, რესპუბლიკელებისა და სხვების ლიდერი, ალასანია და კიდევ სხვები გამოეყოფიან და მოხდება ისეთი გადაჯგუფება, რაც უნდა მაკეინს და მის სექტას. ამერიკელებმა ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს ჯიპა გაუხსნეს მარგველაშვილს რუსთაველზე. კაცი არის ლევან რამიშვილის, გიგა ბოკერიას, ნიკა რურუას მეგობარი და ამით ყველაფერი ნათქვამია!..

 – ბატონო თემურ, თუ არჩევნები გაყალბდა, მაშინ რას იზამთ?

– მე ერთხელ ვთქვი დაეხლაც გავიმეორებ, თუ არჩევნები გაყალბდა, 2014 წელს გაზაფხულზე ამ მთავრობას გაქცევა მოუწევს. ხალხი აღარ მოითმენს ამდენ შეურაცხყოფას!.. ხალხი უნდა მივიდეს არჩევნებზე და ვერ გააყალბებენ! ვინც არჩევნებზე არ მივა, ის მხარს უჭერს ამერიკული სექტების წარმომადგენლის – გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტებას საქართველოში!..

 – გეთანხმებით, ბატონო თემურ, მაგრამ რატომ იყო ბოკერიასა და რამიშვილის მეგობარი ბურჯანაძის მრჩეველი?

– არათუ მრჩეველი, მისი ფონდის დირექტორი იყო და ეს მოხდა ამერიკელების რჩევით როგორც კი ალასანიას გაუჩნდა გაპრეზიდენტების შანსი, მარგველაშვილი და ალამანია დაამეგობრეს ამერიკელებმა. მერე როცა ბურჯანაძემ წამოიწია წინა პლანზე, მარგველაშვილი მიავლინეს ქალბატონ ნინოსთან. ახლა კი ხედავთ, რაც ხდება! მოკლედ, ამერიკელები ჭკვიანურად მოქმედებენ, ჩვენ ქართველებს არ გვაქვს ჭკუა!.. დავიჯერო, ბიძინა ივანიშვილმა არ იცის, რომ მარგველაშვილს არც ერთი ფილოსოფიური კვლევა , ერთი წიგნიც არ  აქვს დაწერილი? .. მაჩვენოს მიე მიერ დაწერილი წიგნი, რომ მეუბნება ფილოსოფოსიაო, მომცეს მისი სადოქტორო დისერტაცია!..

თქვენ მარგველაშვილის სამეცნიერო ცენზში ეჭვი გეპარებათ?

– მისი არა ერთი კოლეგა ლაპარაკობს, რომ ორ ბატს ვერ ჩაბარებო! ბიძინა ივანიშვილი და საქართველო „ნაცმოძრაობის“ და ქართული ოცნებისა და მარგველაშვილის ამ შემადგენლობით დაღუპულები არიან!..

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *