(საერთო გაზეთი) თემურ შაშიაშვილი: უნდა დავიწყოთ დიდი სახალხო მოძრაობა საქართველოს გადასარჩენად “ოცნებისა” და “ნაცების” გარეთ – ეს ბიძინა ივანიშვილის გადარჩენაც იქნება!

  •  1 ოქტომბერს მოსახლეობას რომ ეგონა თითქოს იმ საშინელი 9 წლის შემდეგ დიდი სინათლე გამოჩნდა, ახლა ეს „სინათლე“ რომ იბჟურება, ესაა საშინელება.
  • დასავლეთმა ქართველ ხალხს ივანიშვილი გამოსტაცა.
  • მარგველაშვილის გაპრეზიდენტება ბიძინა ივანიშვილის დამთავრებას ნიშნავს.  

 

temiriგვესაუბრება პარტია თეთრების ლიდერი თემურ შაშიაშვილი

ბატონო თემურ, არჩევნების თარიღი ახლოვდება და საარჩევნო მარათონი ისე იწურება, თითქოს ქვეყანა ასთი მნიშვნელოვანი რამისათვის – საპრეზიდენტო არჩვენებისათვის არ ემზადება რა ხდება, საარჩევნო კამპანია ასე მდორედ რატომ მიდის?

– მდორედ მიდის კი არა, ფაქტობრივად არც იგრძნობა, რომ ქვეყანაში საარჩევნო კამპანია ზენიტშია. ხალხი სრულ დეპრესიაშია. დაკარგული აქვს ხალხს ყოველგარი ნდობა და იმედი. დღეს დგას ყველაზე დიდი უიმედობის პერიოდი. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, მე არ ვიცი, როდის ჰქონდა საქარველოს ისეთი მდგომარეობა, როგორც ახლა არის. უმძიმესი სიტუაციაა. არა მხოლოდ სოციალურად, არამედ სულიერად. დაცემულია ხალხი.

შარშან 1 ოქტომბერს მოსახლეობას რომ ეგონა თითქოს იმ საშინელი 9 წლის შემდეგ დიდი სინათლეგამოჩნდა, ახლა ეს „სინათლე“ რომ იბჟურება, ესაა საშინელება.

რა ხდება, უფრო სწორად, რა მოხდა ბატონო თემურ?

– ხდება ის, რომ ავირჩიეთ ადამიანი, რომელსაც არც კი ვიცნობდით.
მაგალითად, ამერიკაში არავინ მისცემს ხმას უცნობ პოლიტიკოსს, საქართველოში ხმას არავინ აძლევს ნაცნობს.

საქართველოში კი დღეს ასეთი სიტუაციაა, ჩვენი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი , ივანიშვილი იყო მანამდე, ვიდრე ჩატარდებოდა, ივანიშვილობდა ბატონი ბიძინა არჩევნებიდან ორი თვის შემდეგაც, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი პრაქტიკულად დიდი ხანია, აღარ არის ის კაცი, ხალხი გულში რომ იხუტებდა.

მე მაინც ვფიქრობ, რომ დასავლეთმა დიდი ზეწოლა მოახდინა მასზე. დასავლეთმა ქართველ ხალხს ივანიშვილი გამოსტაცა.

დარწმუნებული ვარ, უთხრეს: შენი მილიარდები ერთი ლარი გახდება, თუ ჩვენს დავალებებს არ შეასრულებო და ბიძინა ივანიშვილი გახდა ის, რაც საქართველოსთვის შველა კი არა, პირდაპირ კატასტროფაა.

მას აქვს მიცემული დავალება – გადაარჩინოს „ნაციონალური მოძრაობა“ და საკუთრივ კოალიცია „ქართული ოცნება“, სხვა პარტიები კი გაანადგუროს და ბიძინა ივანიშვილი წარმატებით ასრულებს ამერიკის ამ დირექტივას.

ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ დავალების ერთ-ერთი პუნქტი ისიცაა, საბოლოო ჯამში, კოალიცია „ქართული ოცნებაც“ გაქრეს და პოლიტიკური პროცესების ღერძი გახდეს „რესპუბლიკური პარტია“ .

ახლა ივანიშვილი ბრძანებს, ჩემი ხათრით აირჩიეთ პრეზიდენტიო. გადაბრუნდება ჩემი წინაპარი საფლავში, მე რომ „პლასტელინს“ მივცე ხმა.

ეს ადამიანი იქნება ქართული ცნობიერების დამანგრეველი, რადგან გახლავთ სოროსის ფონდის სათავეებთან მდგომი. ენ-დი-აი-ს სათავეებთან მდგომი საქართველოში. ასეთი მეც რომ ვიყო, არ უნდა ამირჩიოთ.

მაგრამ მე მარგველაშვილს კი არ ვებრძვი, მე ვებრძვი იმ იდეოლოგიას, რომელიც ჩადებულია ამა თუ იმ პიროვნებაში.

ამას ვამბობ მე, თემურ შაშიაშვილი. რომელსაც 1993 წელს აშშ-ში შემომთხვაზეს პრემიერ-მინისტრობა. ამის ჩანაწერიც არსებობს და საელჩოს მაშინდელი წარმომადგენელიც ესწრებოდნენ ამ ამბავს. შეეკითხეთ იმ ხალხს, გვერდით ჰყავს ახლა ახლანდელ ხელისუფლებას.

რასაც მპირდებოდნენ და რის ხარჯზე, რომ დავფიქრდი, მაშინ მივხვდი,რაშიც იყო საქმე. მე ორმაგი თამაში არ შემიძლია, სისუფთავე პოლიტიკაში მთავარია. ისინი თუ დაგსვამდნენ, მერე მათი თამაშს თუ არ ითამაშებდი, დაგღუპავდნენ , და ქვეყანასაც დაღუპავდნენ.

– ბატონო თემურ, ასე აქტიურად რომ ერევა ქართულ პოლიტიკაში აშშ , არჩევნების შედეგები ფაქტობრივად წინასწარ ექნებათ განსაზღვრული.

– დიახ, შეთანხმება მიღწეულია, გარიგება შედგა. ბიძინა ივანიშვილი ამერიკის დავალებას შესანიშნავად ასრულებს. ეს კარგად ჩანს იმაშიც, რომ ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერებიდან გადაბარგებული ხალხი , ბევრი ისეთი პიროვნება. რომელთაც მე დიდ პატივს ვცემ,მაგრამ ვწუხვარ ამ შეხვედრების გამო, რომელიც მათთან მქონდა. ძმა ძმას არ დაელაპარაკებია, ისე მილაპარაკია და უთქვამთ ჟვანიასთან რომ ვიყავი, თქვენზე დოსეები უჯრაში მიწყვია, გვავალებდნენ და რა გვექნაო.
გვარი არ მკითხოთ, ის ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.
რად გუნდათ, ბატონო ბიძინა ასეთი ხალხი?

10-15 ადამიანი, ვისთანაც ადრე მეგობრობდა ბატონი ბიძინა, ისინი მიაჩნია კორიფეებად და ვინც არ იცნობს,ისინი გონია მტრები. ახლა ამასაც რომ წაიკითხავს, იტყვის თემურ შაშიაშვილი ჩემი მტერიაო. მაგრამ მტრები გვერდით გყავთ, ბატონო ბიძინა.

დავით აღმაშენებელი მეფე რომ გახდა, გიორგი ჭყონდიდელს ჰკითხ: რა გავაკეთო ისეთი, რომ ჩვენი ქვეყანა მდგომარეობიდან გამოვიყვანოო? – ღირსება დაუბრუნეო, – უთხრა ჭყონდიდელმა.
ღირსება აქვს დღეს დაკარგული ქართველ კაცს.

დღეს საქართველოს გადარჩენა არის დიდი მოძრაობის დაწყება. უნდა დავიწყოთ დიდი სახალხო მოძრაობა საქართველოს გადასარჩენად “ოცნებისა” და “ნაცების” გარეთ – ეს ბიძინა ივანიშვილის გადარჩენაც იქნება! უნდა შეიკრიბოს ბრძენი, გამოცდილი ხალხი, მაგრამ დღეს გიორგი მარგველაშვილს დასდევს ხალხი – ზოგი ჩოხით, ზოგი უჩოხოდ.

ხალხო, საქართველო არ გეცოდებათ?

სოროსს აგინებდით აქამდე, „თავისუფლების ინსტიტუტს“ აგინებდით და ვინც ეს შექმნა, საქართველოში, ისაა მარგველაშვილი. „თავისუფლების“ ინსტიტუტის“ ერთ-ერთი სულისჩამდგმელი. ლევან რამიშვილი ამბობს: მარგველაშვილი ჩემი მეგობარიაო, ბოკერია ამბობს: მარგველაშვილი ჩემი მეგობარიაო, თუთბერიძეც მაგის მეგობარია. რურუაც იგივეს ამბობს და ვერ გავიგე, დარჩა ვინმე „ნაცმოძრაობიდან“ მარგველაშვილის მეგობარი რომ არ იყოს?

– სააკაშვილი კიდევ რუსეთის კაგებე-ს კაციაო?

– კაგებეს ყოფილი თანამშრომელი არ არსებობს. კაგებეშნიკევად არ იბადებიან. მაგრამ კვდებიან. სააკაშვილი ამერიკის კაციც არის და რუსეთისაც. ეს ორივე მხარემ იცის და აწყობს ასეთი პერსონა ორივეს – რუსეთსაც და ამერიკასაც.

სააკაშვილის მეუღლეს, სანამ სააკაშვილს გაყვებოდა ცოლად, მოსკოვიდან, საელჩოდან დამირეკა და მითხრა: ქუთაისში უნდა ჩამოვიდე, მერიაში უნდა მქონდეს ოფისი და თქვენს კაბინეტთან ახლოს უნდა ვიყოო.
შემოუშვა ამერიკამ აგენტები არასამთავრობოების სახით.

ახლა რა სიტუაციაა>! წინასწარგანსაზღვრული აქვთ ყველაფერი. ძმას რომ ვენდობი, ისე ვენდობი კაცს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გვერდითაა. ის კაცი, როგორც კი თანამდებობაზე აღმოჩნდა, არც კი გავხსენებივარ. საერთოდ, ეს ხალხი ბურჯანაძის გვერდზე მდგომი და ჩემს მიერ მეგობრად აღიარებული, დღეს გამოდის და ამბობს: ბურჯანაძე იქნება მესამე ადგილზე, პირველზე მარგველაშვილი და მეორეზე ბაქრაძეო.
სამწუხაროდ, რასაც ავალებდა იმ კაცს ჟვანია – აკეთებდა. ავალებდა სააკაშვილი – აკეთებდა ავალებს ივანიშვილი და უსიტყვოდ ემორჩილება.
ასეთი ხალხი ღუპავს საქართველოს.

– მოკლედ, როგორ ფიქრობთ, წინასწარ არის განსაზღვრული, რომ მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდება, ბაქრაძე კი მეორე ადგილს დაიკავებს?

– მარგველაშვილი თუ გახდა პრეზიდენტი, ეს იქნება გაყალბებული შედეგების რეზულტატი. უფრო მეტიც, შეკვეთაა – პირველ ადგილზე – მარგველაშვილი, მეორეზე – ბაქრაძე. ჯერ დააკვირდებიან, გაქაჩავს თუ არა პრეზიდენტობას, მაგრამ არა მგონია სამი-ოთხი თვე პრეზიდენტად გაძლოს. ისედაც ეტყობა, რისი გამკეთებელია. ისეთ რამეებს დაატრიალებს მარგველაშვილი, ბიძინა ივანიშვილს გასაქეცვად ექნება საქმე.

მარგველაშვილის გაპრეზიდენტება ბიძინა ივანიშვილის დამთავრებას ნიშნავს. ამიტომაც ბიძინა ივანიშვილს მხარს უჭერს ის, ვინც მარგველაშვილს ხმას არ მისცემს
ესაუბრა მირანდა კალანდაძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *