(geworld.ge)გაყალბების ვირტუოზები: ამერიკელი პოლიტ ტექონოლოგები– NDI – “ნაციონალური მოძრაობა”

გაყალბების ვირტუოზები: ამერიკელი პოლიტ ტექონოლოგები– NDI – “ნაციონალური მოძრაობა”
ამერიკელი პოლიტტექნოლოგების სკანდალური ინსტრუქცია “ნაციონალურ მოძრაობას”

ნიუ–იორკის საიტზე chictopia.com გუშინ გამოქვეყნდა ამერიკელი პოლიტტექნოლოგების სკანდალური ინსტრუქცია “ნაციონალურ მოძრაობას”, კერძოდ მათ საპრეზიდენტო კანდიდატს– დავით ბაქრაძეს. ამერიკელი “გურუ”–ები არიგებენ ქართველ მეგობრებს “ნაციონალური მოძრაობიდან”, თუ როგორ უნდა იმოქმედონ საპპრეზიდენტო მარათონის განმავლობაში, იმისთვის რომ გადაუსწრონ რეიტინგებით მეორე ადგილზე მყოფ– ნინო ბურჯანაძეს და რა თქმა უნდა “ქართული ოცნების” კანდიდატს– გიორგი მარგველაშვილს.
“საქართველო და მსოფლიო” გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ამონარიდებს აღნიშნული სტატიიდან:

ჩვენ ვერ გვამშვიდებს ბოლო გამოკითხვის შედეგები. უეჭველია, რომ ბურჯანაძე მყარად ინარჩუნებს მეორე პოზიციას და თანდათან უახლოვდება პირველ პოზიციას თან 10%-იან ჩამორჩენას, რომელიც უკავია მარგველაშვილს. აქედან გამომდინარე, გთავაზობთ, რომ ჩვენმა მეგობრებმა „NDI“-დან გამოაქვეყნონ კვლევის ისეთი შედეგები, რომელიც არ დაუშვებს დაეჭვებას:

_ მეორე ტურის პერსპექტივაში;

_ დავითის მეორე ადგილში;

_ ბურჯანაძის პოზიციების სრულუპერსპექტივობაში.

გარდა ამისა, აუცილებელია მარგველაშვილისა და განსაკუთრებით ბურჯანაძის წინააღმდეგ ნეგატიური კამპანიის მკვეთრი გაძლიერება. ოჯახის წევრების, ცოლების, შვილების, მშობლების და ქმრების მაკომპრომეტირებელი მასალების გავრცელებას. ამ მიმართულებით, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, დავითს, კონკურენტებისგან განსხვავებით, ნაკლებად მოწყვლადი სიტუაცია აქვს.

სხვათა შორის, გადაეცით დავითს, რომ მან თავი დაანებოს მეგრელების სახალხოდ ლანძღვას. ჩემი თანდასწრებით, მან ისინი რამდენჯერმე მოიხსენია, ყველაზე ჩამორჩენილ, თითქმის კანიბალებთან გათანაბრებულ ეთნიკურ ჯგუფად. სასაცილო ისაა, რომ ამ რეგიონში მას ყველაზე მაღალი რეიტიგი აქვს.

გამოკითხვების შედეგების შესწავლის შედეგად მე კიდევ ერთხელ დავრწუნდი, რომ ბურჯანაძის ძირითად სტრატეგიულ რესურსს წარმოადგენს მეოცნებეებში იმედგაცრუებული ამომრჩეველი. მე გთავაზობთ, რომ უფრო ნაკლები რესურსი დახარჯოთ მთლიანად „ოცნების“ ნეგატიურ კამპანიაზე და ძალისხმევის კონცენტრაცია გააკეთოთ პირადად მარგველაშვილის და, პირველ რიგში, ბურჯანაძის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე. გიორგი, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი მოკავშირეები არიან ამომრჩევლების გამოცხადების დაბალი მაჩვენებელი და თქვენი მომხრეების მაქსიმალური მობილიზაცია.

რაც შეეხება ვაშინგტონში მომავალ ვიზიტებს. უკვე მიღწეულია რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეთანხმება. რა თქმა უნდა, ამას დიდი შრომა და დრო დასჭირდა, მაგრამ ამის შესახებ ჩვენ დავილაპარაკებთ ევროპაში ჩვენი შეხვედრისას. უაღრესად მნიშვნელოვანია, ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერის მოპოვება. დამკვირებელთა ჯგუფის შედგენა უკვე მიმდინარეობს. ჩვენი მოკრძალებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შევეცდებით ორგანიზება გავუკეთოთ საქართველოში დაახლოებით 10 ევროპული მისიის, ასევე აშშ-დან დამკვირებლების სოლიდური ჯგუფის ჩამოსვლას. ჯერ-ჯერობით, ვერ ავიღებ ჩემს თავზე ზუსტი რაოდენობის დასახელებას, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ შევძლებ უფრო კონკრეტული ციფრის დასახელებას.

რაც შეეხება ევროპული მედიის ჩართვას, აქ ჩვენ ვაწყდებით დაუგეგმავ პრობლემებს. ჩვენი ბევრი მეგობარი სხვადასხვა საბაბით უარს ამბობენ თანამშრომლობაზე. ჩემია ზრით, ჩვენ გვჭირდება საინფორმციო სტრატეგიის შეცვლა, იმის გამო, რომ ახალი ხელისუფლების ძალისხმევა თანდათან ცვლის საქართველოს საგარეო პოლიტიკის აღქმის პარადიგმას.

ახლა უკვე ცოტა ვინმეს თუ შეაქვს ეჭვი ახლანდელი მთავრობის პროდასავლურ ორიენტაციაში. მე ინტუიციურად გვრძნობ, თუმცა ზოგიერთი რამ შეიძლება აღმოვაჩინოთ ბოლო კვლევებშიც, რომ ხელისუფლების კრიტიკა უნდა გადიოდეს სამოქალაქო უფლებების, ძირითადად რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობების უფლებების დარღვევის პარადიგმაზე.

ეს თემა იოლად პოულობს მხარდაჭერას ევროპულ და ამერიკულ მედიაში. იფიქრე ამაზე და მომწერე“.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *