(პრაიმ თაიმი) თემურ შაშიაშვილი: “ივანიშვილი დაამთავრებს უარესად, ვიდრე ვინმეს დაუმთავრებია.”

პოლიტიკური კრიზისი კი არ შეიქმნება, უარესი მოხდება

Sequence 01.Still011გადამწყვეტი იქნება არჩევნები, თუ ის იქნება სამართლიანი, მე მოვიქცევი ერთნაირად, თუ არჩევნები ჩატარდება არასამართლიანად, ჩემი საქციელიც ბუნებრივია, იქნება განსხვავებული. დემოკრატიული არჩევნების შემთხვევაში გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ. – ნინო ბურჯანაძის ყველა წინადადება ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ერთი მხრივ, ის ამბობს, რომ სამართლიანი არჩევნების შედეგებს აღიარებს, თუმცა პარალელურად აცხადებს, რომ არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნას არ ენდობა. ამბობს, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის წინ საკუთარ მოსახლეობას გაყალბებულ არჩევნებს არ დაუტოვებს , პარალელურად კი ადასტურებს, რომ „ოცნება“ და ნაციონალები უკვე მუშაობენ გაყალბების მექანიზმებზე და რაც მთავარია, მისთვის სამართლიანი არჩევნები პირდაპირპროპორციულია საკუთარ გამარჯვებასთან. ბურჯანაძის სიტყვიერი ლაბირინთები ასე ლაგდება: ნინო ბურჯანაძე არჩევნებს სამართლიანად ერთადერთ შემთხვებაში აღიარებს: – თუ გამარჯვებული თავად იქნება. ნებისმიერ სხვაშემთხვევაში ის ქუჩაში გამოვა. .. ქუჩის სცენარი უკვე არსებობს. უბრალოდ, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ამაზე ხმამაღლა არ საუბრობს. ერთხელ ბურჯანაძემ განაცხადა, სცენარს პირდაპირ არ მივაწვდი ძალოვან უწყებებსო. შესაბამისად, ის ჯერ მხოლოდ არჩევნების დღეზე აკეთებს აქცენტს და პირობას დებს, რომ არ მისცემს ხელისუფლებას თუნდაც ერთი ხმის გაყალბების საშუალებას. თუმცა სამართლიანად ჩატარებული არჩევნების შემთვევაში, ბურჯანაძე მზადაა შედეგები აღიაროს. თუმცა აქ პატარა დეტალია. ვერავინ გაიგო, ნინო ბურჯანაძე რა შემთხვევაში ჩათვლის არჩევნებს სამართლიანად.

ნინო ბურჯანაძე, პრეზიდენტობის კანდიდატი: ვინ უნდა აღიაროს არჩევნები თავისუფლად და დემოკრატიულად, რომ ჩაითვალოს, ამას თავისი სტანდარტები აქვს, უნდა ინახოს, რა საჩივრები იქნება შეტანილი არჩევნებისშემდეგ. რამდენად საფუძვლიანი იქნება ეს საჩივრები. როგორი იქნება საერთაშორისო დამკვირვებლების მოსაზრებები, ან ადგილობრივი დამკვირვებლების მო საზრებები. თუ ყველას ექნება ერთნაირი მოსაზრება, და ყველა ერთხმად განაცხადებს.

რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, მაშინ მართლაც სამართლიანი იქნება შედეგები. ასეთ შემთვევაში მნიშვნელობა არ ექნება, ეს შედეგები ვინმეს აწყობს თუ არა. მაგრამ თუ იქნება ძალიან ბევრი საფუძველ იმისა, რომ ითქვას, – მთელ რიგ უბნებში მოხდა გარიგება ნაციონალებსა და „ოცნებას“ შორის, მაშინ კითხვის ნიშნები გჩნდება. სხვათა შორის, უკვე მითრეს, რომ არსებობს გაყალბების სქემა. ნაციონალურმა მოძრაობა, თავის აქტივისტებს და მხარდამჭერებს უთხრა, რომ არ მივიდნენ არჩევნებზე დღის პირველ ნახევარში. თუ ისინი შეატყობენ,რ ომ პირველივე ტურში იმარჯვებს მარგველაშვილი, მაშინ ნაციონალები ხმას მისცემენ ბაქრაძეს, თუ დაინახავენ, რომ მეორე ტურის საშიშროებაა, სადაც ერთმანეთს შევხვდებით მე და მარგველაშვილი, მაშინ ნაციონალებიც მარგველაშვილს მისცემენ ხმას, ეს სქემა საიდუმლოც აღარ არის.

ბურჯანაძემ უკვე იცის, როგორ უნდა დაიცვას საკუთარი ხმები არჩევნების დღეს და ქუჩის სცენარისგან განსხვავებით ამას მედიასაც უზიარებს. როგორც ირკვევა, თითო უბანზე მას ორი წარმომადგენელი ეყოლება. ერთო, როგორც პარტიის, მეორე, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე სულ 3741 უბანი გაიხსნება. აქედან 52 საზღვარგარეთ გამოდის. ნინო ბურჯანაძეს საქართველოში 7482 ადამიანი დასჭირდება პროცესის გასაკონტროლებლად. თითოეული წინასწარ დატრენინგებული უნდა იყოს. 7 ათასი ადამიანის შეგროვება, დატრენინგება და მათთვის ანაზღაურების გადახდა სერიოზულ ფინანსურ რესურსებთანაა დაკავშირებული. ბურჯანაძის პიარის, ბაკურ ბაკურაძის განცხადებით, წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა უბანზე ეყოლებათ. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, სწორედ ამ ადამიანებზე დაყრდნობით გადაწყვეტს, უნდა აღიაროს თუ არა არჩევნების შედეგები. ის არ ენდობა არც ერთ საერთასორისო ორგანიზაციას, არც ერთ ადგილობრივ სადამკვირვებლო უწყებას. სამაგიეროდ, ანგარიშს გაუწევს საკუთარ აქტივისტებს და წარმომადგენლებს. ბუნებრივია, ამ შემხთხვევაში უმნიშვნელოვანესია, რა უფლებებით იქნებიან აღჭურვილი კანდიდატის წარმომადგენლები. როგორც იურისტები აცხადებენ, ბურჯანაძის წარმომადგენლებს მხოლოდ შორიდან ყურების უფლება ექნებათ. მათ დაუშვებენ საარჩევნო უბანზე შეუშვებენ იმ ოთახში,სადაც ხმების მიცემა ხორციელდება, თუმცა არ ექნებათ უფლება, ჩაერიონ ხმის დათვლის პროცესში. და მიიღონ ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება.

გაზეთმა “პრაიმ-თაიმმა” კომენტარი თხოვა პარტია “თეთრების” ლიდერს, სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეს თემურ შაშიაშვილს.

– ბიძინა ივანიშვილი დაამთავრებს უარესად, ვიდრე ვინმეს დაუმთავრებია. არ არის საუბარი მარტო მის მთავრობაზე. ყველა მინისტრი მისი ხათრით არის დანიშნული და როგორ ფიქრობთ, ივანიშვილის გარეშე ისინი იმუშავებენ?

– თქვენ ფიქრობთ, რომ პოლიტიკური კრიზისი შეიქმნება?

– სოროსელს, „თავისუფლების ინსტიტუტის“ დამაარსებელს ახვევენ ხალხს თავზე, ამბობს,რომ უფრო მეტი გააკეთეს, ვიდრე ამას მოსახლეობა მისგან ელოდა. ამბობს, რომ სწორი გზით მიდსის, უშეცდომოა…ასეთი თვითდაჯერება არც კი ვიცი, რომელ პიროვნებას, რომელ ეტაპზე ჰქონდა. არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც კი პოლიტიკური კრიზისი არ შეიქმნება, უარესი მოხდება. ეს არჩევნები დაადასტურებს, ივანიშვილი ძლერია, თუ სუსტი და პატივმოყვარე..

– და თუ ძლიერია, რა უნდა ქნას, ნინო ბურჯანაძის გამარჯვება აღიაროს?

– უკვე ჩანს, რომ არ არის ძლიერი, რადგან არჩევნებს აყალბებს. ქუჩაში გადით, გააჩერეთ ნებისმიერი პიროვნება და გაიგებთ, რომ გიორგი მარგველაშვილს კი არა, თვითონ ივანიშვილს აღარ უჭერს მხარს 70%. სირცხვილი იმ საქართველოს, პრეზიდენტად იმ იდეოლოგიის წარმომადგენელს აირჩევს რომელიც რომელსაც ამდენ წელი ებრძოდა. გიორგი მარგველაშვილის გამარჯვება თუ დემოკრატიად ითვლება, შემირცხვენია ის საქართველო. გიორგი მარგველაშვილმა თავისუფალ საქართველოში არ და ვერ უნდა გაიმარჯვოს. თუ გამარჯვებს, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნები გაყალბდა. ხელისუფლება თუ გააყალბებს არჩევნებს, სწორედ არჩევნების გაყალბების მექანიზმების გამოყენების გამო გასაქცევად შეექმნება საქმე. ამას პოლიტიკური პარტიების გამოსვლა კი არ დასჭირდება, ხალხი აღარ მოითმენს არჩევნების გაყალბებას. ხალხი უკვე ამბობს, ნებისმიერ ავტობუსში მოისმენ გამონათქვამს: რა უბედურება მოგვივიდა, ივანიშვილი რომ ავირჩიეთო. სააკაშვილი ტყუილებში გვაცხოვრებდა, ივანიშვილი კი ილუზიებში გვაცხოვრებს…

 – ყველა კვლევაში ჩანს, რომ ნინო ბურჯანაძე მესამე ადგილზეა...

– ეს დავალებაა, რომ ბურჯანაძე მესამე ედგილზე გავიდეს. ხელისუფლებას ყველა პარტიის მოსპობა უნდა და ამ დავალებას ასრულებს. ივანიშვილი. მისი გაგებით, ყველა პარტია , რომელიც მასთან არის, კარგია, ვინც არ არის მასთან, ცუდია და ის რუსეთიდან ფინანსდება თურმე. ივანიშვილი პოლიტიკიდან ძალიან შორსაა და ნამდვილად უნდა წავიდეს პოლიტიკიდან

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *