(ასავალ დასავალი) თემურ შაშიაშვილი: ფრთხილად, ქუჩის კაცი ქუჩას უბრუნდება!!!

tem – ბატონო თემურ, ჩვენი გაზეთი რომ გამოვა, არჩევნების წინასწარი შედეგები უკვე ცნობილი იქნება, რას ელოდებით, როგორია თქვენი პროგნოზები?

– ერთი, რაც ვიცი, ის გახლავთ, რომ თავისი ქვეყნის მაოხრებელი პროვინციელი დიქტატორი – სააკაშვილი პრაქტიკულად აღარ იქნება პრეზიდენტი , მაგრამ იქვე ჩნდება მეორე საშიშროება – ქუჩის კაცი ქუჩას უბრუნდება!.. მე პირველ რიგში, მინდა ერთი რამ ვისურვო – არავის ეჭვი არ უჩნდება, რომ არჩევნები გაყალბდა!.. როცა პრემიერ – მინისტრი ყველგან დაყვება დაყვება მხოლოდ ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს, ამით ის ამბობს, რომ როგორს შევარდნაძე იყო „მოქკავშირის“ პრეზიდენტი, ხოლო სააკაშვილი – „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი, ბიძინა ივანიშვილიც არის „ქართული ოცნების“ პრემიერ – მინისტრი!… ბიძინა ივანიშვილის მთავარი შეცდომა ის არის, რომ ჩაიკეტა „ქართულ ოცნებაში“ „ქართული ოცნება“ გახდა ჭაობი, ხოლო ჭაობი ითრევს ყოველივე პროგრესულს! ბიძინა ივანიშვილი ქვეყნისათვის საჭირო კაცია, მაგრამ ასე წარმატებით კაცი საკუთარ თავს ებრძოდეს , მეორე არ მინახავს. მე რა ვუთხარი ისეთ ქართველს, რომელიც იმას იტანს, რომ მინისტრი, დეპუტატი, პრეზიდენტი ერთი კაცის ხათრით უნდა აირჩიო, ეს ჩემთვის არის საშინლად შეურაცხმყოფელი და ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველებში ჯერ კიდევ სჭარბობს მონური ფსიქიკა.

– ფაქტია, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. რას უწუნებთ, რა არ მოგწონთ ამ არჩვენების?

– ვუწუნებ იმას, რომ ეს არა რის თავისუფალი არჩევნები, იქ, სადაც ასარჩევი პიროვნების შესახებ საზოგადოებას სრული ინფორმაცია არ აქვს, ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატს მოსახლეობის 80 პროცენტი არ იცნობს, უკვე იმას ნიშნავს, რომ არჩევნები არათავისუფალია.

– მაინც რა არ იცის მოსახლეობამ მარგველაშვილის შესახებ? თქვენ პრესკონფერენციაზე მარგველაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჩამოაგდეთ სიტყვა, რა ხდება?

– ჩვენ სააკაშვილი ისე ავირჩიეთ, რომ ოთხომოცდაათმა პროცენტმა არ იცოდა, თუ კაცი კაგებესთან იყო დაკავშირებული. მერე ისიც გაირკვა, რომ ფსიქიატრების დასკვნით, სააკაშვილი თურმე გიჟი ყოფილა. გარკვეული პერიოდის შემდგ გამოჩნდება, რომ ადამიანებს სერიოზული ნერვული ავადმყოფობები აქვთ და ხელისუფლებაში მოდიან. მე, მაგალითად. მინდა სრული ინფორმაცია მქონდეს პრემიერ – მინისტრის, პრეზიდენტის და მინისტრების და ყველა მაღალი თანამდებობის პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ/ ასარჩევ ხალხზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს და ეს არის თავისუფალი არჩევნები?

ვინც გინდა მოვიდეს, ოღონდ პარტიული საზღვრები დალეწოს და გამოვიდეს ამ მოჯადოვებული წრიდან საქართველო დაყოფილია პარტიულ და პოლიტიკურ სამთავროებად და ასე ეს ქვეყანა ვერ გაერთიანდება. ახლაც ვიხსენებ 1990 წელს 28 ოქტომბერს მოპოვებული ბრწყინვალი გამარჯვებიდან ორი დღის შემდეგ ზვიად გამსახურდია გამოვიდა და შესანიშნავი , უბადლო სიტყვა თქვა გაერთიანებაზე, შერიგებაზე… მაგრამ ზვიადის ტრაგედია იყო ის ბნელი გარემოცვა, რომელმაც ჩაკლა და შეჭამა ზვიადი. როცა ძლიერი ხარ და სუსტები გახვევია, სუსტები ძლიერს შენთან არ უშვებენმ! ეს, სხვათაშორის, ძალიან ბევრს დაემართა, საქართველოს სჭირდება არა „ქართული ოცნების“ არამედ სრულიად საქართველოს პრემიერ- მინისტრი – ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პოლიტიკურ საზღვრებს ლეწავს!…

– ბატონო თემურ, კაცი პრემიერობიდან მიდის და…

– ასეთ სიტუაციაში ძალიან საშიშია სააკაშვილი, რადგან კაცი პრეზიდენტი გახლდათ , ქუჩის მეთოდებით მართავდა ქვეყანას, და ახლა ისევ დაბრუნდა ქუჩაში!…

– როგორ ფიქრობთ, სააკაშვილს დაიჭერენ?

– არ ვიცი, რას იზამენ, მაგრამ თუ სააკაშვილი საქართველოში დარჩა და მისი იზოლირება არ მოხდა, საქართველოში ტრაგიკულ სიტუაციას შექმნის!.. ეს მას დავალებული აქვს გარედან. ხომ ხედავთ, როგორ უფთხილდებიან და ეფერებიან? კაცს, რომელსაც ნაციონალური არაფერი ჰქონდა, „ნაცმოძრაობა“ დაარქმევინეს! თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ სააკაშვილს რაიმე განათლება აქვს? ის არის აბსოლუტურად უწიგნური ადამიანი. ერთხელ მას ვუთხარი, შენ თავიდან ბოლომდე არც ერთი წიგნი წაკითხული არ გექნება, იმიტომ, რომ მაგის ნებისმყოფა არ გაქვს – მეთქი!… გაიცინა და გაიქცა… ახლა ასეთ კაცს, რომელსაც უნებისყოფობის გამო ერთი წიგნი არ აქვს წაკითხული, ბიბლიოთეკას აქმნევინებენ! ძალიან რთული პერიოდი დაუდგება ქვეყანას!

– ბატონო თემურ, კუდ – ის მაღალჩინოსანი თემურ პატარიძე დაიჭირეს… ვინ „ჩაუშვა“ – ნაცხროვა მერაბიშვილმა, ახალაიამ, რომელსაც ბრალი დაუმძიმეს, თუ კეზერაშვილმა, რომელიც ასევე დაჭერილია?

– ახლა გამოჩნდება :ნაცმოძრაობა“ პარტიაა, თუ სექტა! თუ ეს სექტაა, მაშინ „ჩაშვება“ სექტის პრინციპენიდან გამომდინარე, არ მოხდება, მაგრამ თუ პარტიაა, დაიწყებენ სიმართლის ლაპარაკს. მე ეჭვი მაქვს, რომ ეს არის სექტა! თუ ვანო მერაბიშვილზე, რამდენიმე გუბერნატორზე საქმე გაქვს აღძრული არჩევნების გაყალბებებისთვის აგერ ათასობით ყალბი პირადობის მოწმობა ამოუღეს პატარიძეს, მაშინ რა გამოდის, არჩევნები გაყალბებულა. და ახალი არჩევნებია ჩასატარებელი!.. ვიდრე „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში იქნება, ქვეყანაში აგრესია არ დამთავრდება, აგრესია სწორედ ახალმა საპარლამენტო არჩევნებმა უნდა მოაშთოს!

– დასასრულ, ბატონო თემურ, თუ არჩევნები გაყალბდა,რასა პირებთ, ქუჩაში გამოხვალთ?

– ქუჩაში ბრძოლის აზრს ჯერ ვერ ვხედავ… 26 მაისი ქუჩა არ ყოფილა, 26 მაისი იყო ღირსების დღე. მე მაინც მგონია, რომ ჩვენი მომავალი ინტელექტის ჭიდილსა და გონების რადიკალიზაციაში უნდა ვეძებოთ!

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *