გუშინ საქართველოში ქართული განწყობა დამარცხდა

cms-image-000003657გაზაფხულზე ყველა დაინახავს, რომ , 27 ოქტომბერს “ოცნება” დაიღუპა და მასონთა მიერ შემოგდებულმა კოჰაბიტაციამ გაიმარჯვა… დღეს ყველაზე გახარებული “თავისუფლების ინსტიტუტია”… უნიკალურია ისიც, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასული სიხარულით აჭარბებდა გამარჯვებულს. მძიმე ნიშანია.

დრო დაადასტურებს, რომ გუშინ საქართველოში ქართული განწყობა დამარცხდა.

დამაფიქრებელია, რომ არჩევნებზე ამომრჩეველთა 60 პროცენტზე მეტი არ მივიდა. ვფიქრობთ, ეს არის ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილის პროტესტი „ქართული ოცნებისა“ და „ნაცების“ მზაკვრული გარიგების გამო.

ჩვენთვის გაუგებარია, რა უხარია „ქართულ ოცნებას“. როცა ამომრჩეველთა უდიდესმა ნაწილმა არ გაიზიარა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მოწოდება არჩევნებზე მოსვლის თაობაზე, როცა ქვეყანამ მიიღო პრეზიდენტი, რომელსაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 30 პროცენტამდე უჭერს მხარს, როცა დამნაშავე პოლიტიკური ძალა მეორე ადგილზე გამოვიდა, როცა გარედან ზეწოლის და დანაშაულებრივი გარიგების გამო დამარცხდა ქართული განწყობის „სახალხო კრება“. როცა ანტიქართული განწყობის გარე ძალებმა შეძლეს, რომ მათ საქართველოში ჰყავთ მათი ინტერესების გამომხატველი მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი – პრეზიდენტი, პარლამენტი, სასამართლო, მთავრობა.

ვამბობთ მწარედ, მაგრამ ტკივილით და ამას დრო დაადასტურებს: გუშინ დასრულდა დიდი მასონური გამარჯვება საქართველოზე. ეს ტრაგედიაა.

გვინდა ვიფიქროთ, რომ სულ მოკლე პერიოდში ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა ყველაფერ ამაში თვითონ დარწმუნდება და ეს იქნება დიდი გამარჯვების დასაწყისი.
ვემზადოთ გაზაფხულზე საქართველოში მასონობაზე დიდი ქართული გამარჯვებისთვის!

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *