რამდენიმე საკითხში გვაქვს ბიძინა ივანიშვილთან პრინციპულად განსხვავებული პოზიცია

ხალხმა განსაჯოს, სწორი ვართ თუ არა

brifinვთვლიდით და ვთვლით, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნისთვის გამორჩეულად საჭირო კაცია, რომ პროგრამა, რომლითაც ის შემოვიდა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, უნიკალურია. მაგრამ ჩვენ რამდენიმე საკითხში გვაქვს პრინციპულად სხვა პოზიცია, ამას ღიად ვამბობთ საპრეზიდენტო არჩევნების წინ… სწრი ვართ თუ არა, ხალხმა განსაჯოს.

პირველი – ბატონი ბიძინა თვლის, რომ მისი ყველა დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა… ჩვენ ვთვლით, რომ გაკეთდა ბევრი, მაგრამ დაპირებულის 15-20%, რეალურად შესაძლებელი იყო 5-6-ჯერ მეტის გაკეთება.

მეორე – ბატონი ბიძინა თვლის, რომ საქართველოს გამარჯვება , მისი პირადი წარმატება “ქართული ოცნების” შიგნითაა, ჩვენ საპირისპირო მოსაზრება გვაქვს: საქართველოს გამარჯვება, ბიძინა ივანიშვილის წარმატება სწორედ ქართული ოცნების გარეთაა.

მესამე – ბატონი ბიძინა თვლის, რომ მთელი ხელისუფლება, იქნება ეს პარლამენტი, მთვრობა, თუ პრეზიდენტი – მისი პოლიტიკური გემოვნებით უნდა დაკომპლექტდეს, ჩვენ სრულიად განსხვავებული პოზიცია გვაქვს: არ შეიძლება მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი ერთი კაცის გემოვნებით და ხათრით იყოს დაკომპლექტებული. რომ, არსად არასდროს სიკეთე არ მოუტანია ერთ კაცზე აგებულ ხელისუფლებას.

მეოთხე -“ბატონი ბიძინა თვლის, რომ არჩევნები ტარდება დემოკრატიულად. ჩვენ განსხვავებული პოზიცია გვაქვს: იმას ვადასტურებთ, რომ შედარება არ არის სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩატარებულ არჩევნებსა და მიმდინარეს შორის. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნები კი არ არის დემოკრატია, არამედ არჩევანის თავისუფლებაა დემოკრატია და არჩევანის თავისუფლება აქვს იმ ადამიანს, რომელსაც აქვს სრული ინფორმაცია ასარჩევ კანდიდატებზე. დღესაც ჩანს, დრო მეტად დაადასტურებს, რომ ჩვენ პრაქტიკულად არაფერი ვიცოდით სახელისუფლებო კანდიდატზე, გარდა ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის მხარდამჭერი გამონათქვამებისა.

მეხუთე – ბატონი ბიძინა შესაძლებლად თვლის მის აქტიურ მონაწილეობას მის მიერ რეკომენდირებული პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერ საარჩევნო კამპანიაში. ჩვენ სრულიად განსხვავებული პოზიცია გვაქვს. ვთვლით, რომ ის არის მთელი ქვეყნის პრემიერ – მინისტრი და არა “ქართული ოცნების”

მეექვსე- ბატონი ბიძინა შესაძლებლად თვლის, რომ ქვეყნის პრეზიდენტად არჩეული იქნას “სოროსის ფონდის”, “თვისუფლების ინსტიტუტის”, ენ-დი-აი-ს სათავეებთან მდგომი პიროვნება. ჩვენ სრულიად საპირისპირო პოზიცია გვაქვს.: ვთვლით, რომ ქვეყნის დამანგრეველი იდეოლოგიის მატარებელი ინსტიტუტების არათუ სათავეებთან მდგომი, არამედ მათი რიგითი წევრიც კი არ შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტი, სხვა მაღალი თანამდებობის პირი… ჩვენ ვთვლით, რომ ამ ხალხს არათუ არ შეუძლია ქართული იდეის ხორცშესხმა, არამედ მუდმივად ამ პროცესის წინააღმდეგი იქნებიან, რადგან უცხოეთის მასონური წრეებისა და მათი პროტეჟეებისათვის მიუღებელია ქართული იდეა, მეტიც, ებრძვიან მას და ბოლო ათი წელია, წარმატებულადაც სწორედ მათ მიერ აღზრდილი და მათ მიერვე დაფინანსებული თანამდებობაზე დანიშნული პიროვნებების მეშვეობით.

ჩვენ გულწრფელად ვთქვით ჩვენი სათქმელი, ხალხმა განსაჯოს, სწორი ვართ თუ არა.

25.10.2013წ

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *