(geworld.ge)დენიელ ლარისონი: ბუში და სააკაშვილი: ნიმუში იმისა, თუ როგორ არ უნდა იმოქმედო

nadziralkebiდენიელ ლარისონი: ბუში და სააკაშვილი: ნიმუში იმისა, თუ როგორ არ უნდა იმოქმედო
for.ge

დენიელ ლარისონი,”theamericanconservative.com”

თომას დე ვაალი, რომელიც Foreign Affairs-ში სააკაშვილის მმართველობას მიმოიხილავს, იხსენებს იმას, თუ როგორ აგულიანებდა საქართველოს პრეზიდენტის ამერიკული „მხარდაჭერის ჯგუფი“ მის უპსასუხისმგებლო ქცევას, რასაც საბოლოო ჯამში 2008 წლის აგვისტოს ომი მოჰყვა.

„ამერიკული მხარდაჭერა, ნაწილობრივ იცავდა საქართველოს პრეზიდენტს შიდა კრიტიკისაგან, მაგრამ საბოლოო ჯამში, სწორედ ის გახდა მისთვის დამღუპველი. მართალია ამერიკელები და ქართველები შეეჩვივნენ ერთმანეთის „მოკავშირეებად“ მოხსენიებას, მაგრამ სინამდვილეში ამ ორ ქვეყანას შორის არასდროს არანაირი ოფიციალური კავშირი არ არსებობდა. თუმცა, სააკაშვილმა მისცა თავს უფლება, რომ იმ ქებას, რომელიც ბუშის თეთრი სახლიდან მოედინებოდა, მისთვის თავბრუდაეხვია.

სააკაშვილის შეცდომები სააშკარაოზე ტრაგიკულ ვითარებაში გამოვიდა – 2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთთან ომი გაჩაღდა საქართველოსგან გამოყოფილი რეგიონის სამხრეთ ოსეთის გამო. ახლა ჩვენ ვიცით, რომ ეს ომი გამოიწვია სააკაშვილის ცხინვალზე (სამხრეთ ოსეთის დედაქალაქი) თავდასხმის გადაწყვეტილებამ, როდესაც ის ამაოდ შეეცადა აჯანყებული პროვინციის ძალით დაბრუნებას. მის ამ ქმედებას რუსეთმა საქართველოზე მძლავრი და კარგად მომზადებული შეტევით უპასუხა. როგორც ჩანს, სააკაშვილს სჯეროდა, რომ თუკი ცხინვალს დაიპყრობდა, შეერთებული შტატები მას მხარს დაუჭერდა რუსეთის წინააღმდეგ“.

ცხადია, სააკაშვილი საკუთარ შეცდომებში თავადაა დამნაშავე, თუმცა არ შეიძლება ბუშის ადმინისტრაციის როლის დავიწყებაც, რომელიც მის ყველაზე ცუდ მიდრეკილებებს ახალისებდა. ეს არის ნიმუში იმისა, თუ როგორ არ უნდა ააწყო ურთიერთობა პოტენციურ კლიენტთან. გადამწყვეტი შეცდომა, რომელიც ამ შემთხვევაში ბუშმა დაუშვა იყო ის, რომ მან საქართველოს მთავრობას პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმატორობის მაგალითი უწოდა და სააკაშვილს ადიდებდა, როგორც დემოკრატს. მართალია, ქართული ეკონომიკური რეფორმები საკმაოდ რელური რამ იყო, თუმცა სხვა ყველაფერი დიდწილად იყო მოგონილი. სააკაშვილს დაუმსახურებელ პატივს მიაგებდნენ ძირითადად იმის გამო, რომ ის უკიდურესად ანსტირუსულად და „პროდასავლურად“ იყო განწყობილი, ხოლო ამ პოზიციას ცალსახად მიიჩნევდნენ ლიბერალიზმის და დემოკრატიის პოლიტიკური პრინციპებისადმი ერთგულების დადასტურებად. თავისთავად სააკაშვილის რეჟიმის ნახევრადავტორიტარულ ბუნებას ასეთი მნიშვნელობა არ ექნებოდა, რომ არა მითი იმის შესახებ, თითქოს საქართველო არის „თავისუფლების პროგრამის“ წარმატების მაგალითი, რაც ბუშის დროს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მთავარი და შესაძლო ერთადერთი ახსნაა.

შთამბეჭდავია ის, თუ რა ხარისხში იყო აყვანილი ეს ურთიერთობები, რომელიც აბსოლუტურად გაურკვეველ რიტორიკასა და ცარიელ დაპირებებზე იგებოდა. სააკაშვილი ბუშს ეპირფერებოდა, ციტირებდა რა (ამერიკის პრეზიდენტის სასიხარულოდ) მის ბოდვით განცხადებებს გლობალური დემოკრატიული რევოლუციის შესახებ. პასუხად ბუში იღვრებოდა სააკაშვილის დროს მიღწეულ თავისუფლებაზე ლაპარაკით (სინამდვილეში სააკაშვილის დროს საქართველოში რეალურად შეიზღუდა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები), რითაც დასავლეთის თვალში საქართველოს პრეზიდენტის ხისტი და ავტორიტარული მმართველობის ლეგიტიმაციას ახდენდა. საბოლოო ჯამში, სააკაშვილმა იფიქრა, რომ ბუშის მხრიდან გაცემული ცარიელი დაპირებები მხარდაჭერაზე, ეს იყო უსაფრთხოების ფაქტობრივად ოფიციალური გარანტია და მიიღო კატასტროფული გადაწყვეტილება ჩაბმულიყო ომში, რომელშიც საქართველო ვერ გაიმარჯვებდა. ის იმედოვნებდა რომ ნატო გადაარჩენდა, მაგრამ ეს ფუჭი იმედი აღმოჩნდა. ენთუზიაზმმა, რომელსაც ბუშის ადმინისტრაცია ავლენდა, როდესაც ლაპარაკი იწყებოდა საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე, საქმე კიდევ უფრო გააუარესა, საბოლოოდ დაარწმუნა რა სააკაშვილი იმაში, რომ აშშ მზად იყო საქართველოს დასაცავად და კიდევ უფრო გაამწვავა რუსეთთან დაპირისპირება, რამაც კონფლიქტის შესაძლებლობა გაზარდა. ამგვარად, ორმა მთავრობამ ერთმანეთს მოატყუა, რის შედაგადაც საქართველო ძალიან დაზარალდა.

foreignpress.ge

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *