(ასავალ დასავალი) თემურ შაშიაშვილი:”არჩევნებით საქართველოში საბოლოოდ გაიმარჯვეს მასონებმა”

 

198941_137527276315997_2345779_nსაქართველოში ბოლო დროს განვითრებულ და მოსალოდნელ მოვლენებზე საუბრობს “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი

– გამარჯვებული მარგველაშვილი ნაციონალების 21% და დამარცხებული ნინო ბურჯანაძე – რას იტყვით ამ ყველაფერზე,ბატონო თემურ?

– ბოლო 20 წლის ანალიზს როცა ვაკეთებ, ვფოიქრობ, ქართველ ხალხს გვიხარია მაშინ, როცა სულ მცირე ჩეფიქრებული უნდა ვიყოთ. მე კი მგონია, რომ შეწუხებული უნდა ვიყოთ, იმით,რ ომ მოღალატეები ძალიან წარმატებულად ბატონობენ.

 – რას გულისხმობთ?

ვიდრე რომელიმე პოლიტიკოსი კარგი განწყობით იქნება იმ ადამიანთან, რომელიც ზვიად გამსახურდიასთან იდგა, მერე ზვიადის ღალატით დადგა შევარდნაძის გვერდით, შევარდნაძის ღალატით დადგა სააკაშვილის გვერდით, მერე ყველას ერთად უღალატა და ივანიშვილის გვერდით აღმოჩნდა, მოღალატეთა ბატონობა არ დამთავრდება. რაც დრო გადის, მით მეტად მეცოდება ზვიადი, რა ხალხში ყოფილა…

 – კონკრეტულ ადამიანებზე გაქვთ საუბარი, რა თქმა უნდა?

– ცხადია, მაგრამ ეს რომ ერთი და ორი , პირდაპირ დავასახელებდი… ისე კი, თუ ვინმეს სჯერა, რომ ივანივილის გარეშე, პრეზიდენტად მარგველაშვილს აირჩევდნენ, მე ასეთ ადამიანებტან არაფერი მაქვს საკამათო. დარჩნენ ამ აზრზე. მე მარგველაშვილს კი არ ვებრძვი, მერწმუნეთ, ეს კაცი ძალიან მალე თავბედს დაიწყევლის, რომ ეს ნაბიჯი გადადგა. ბიძინა ივანიშვილს გონია, რომ გაიმარჯვა, მისი გუნდის გარეთ, სინამდვილეში კი მისი გუნდი გახდა უკვე ჭაობი, რომელიც ყოველგვარ პროგრესულს ითრევს. სამწუხაროდ, ბატონი პრემიერი ერთ გუნდში ჩაიკეტა და მას ეს დაღუპავს. როგორც დაღუპა თავის დროზე შევარდნაძე და სააკაშვილი, რომელიც ვერ იტანდა, თუ ვინმე ფეხქვეშ არ გაეგებოდა. არ ეგებოდა ჟვანია და ვიცით, რა გაუკეთეს. არ  ეგებოდა ბურჯანაძე, და ხომ ხედავთ, რა გაუკეთეს! ერთხელ ნინომ მითხრა – დაღუპავს საქართველოს სააკაშვილიო და შევარდნაძეს უთხრა, ნუ გააპრეზიდენტებთო.

 – თუმცა იგივე ბურჯანაძე, მერე სააკაშვილის მხარდამხარ იბრძოდა. ზემოთ მოღალატეებზე  რომ საუბრობდით. თავის დროზე ბურჯანაძე ჯერ შევარდნაძე, მერე სააკაშვილის გვერდით იყო.

– ნინო ბურჯანაძემ ბევრი შეცდომა დაუშვა და ბევრიც მოინანია. მისი მტერია, თუ მოყვარე, ყველა აღიარებს რომ ის პოლიტიკოსია! ნინო ბურჯანაძე კარგია იმიტომ, რომ ვერ გახადეს მასონური სექტის წვერი, ვერ გახადეს „თავისუფლების ინსტიტუტის“ და სოროსის ფონდის წევრი. ამას კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რომელიმე ამ ორგანიზაციის წევრი რომ გამხდარიყო, პრეზიდენტი გახდებოდა!

ისევ ივანიშვილს დავუბრუნდეთ. მას შეეძლო ეთქვა ერთი სიტყვა,რომელიც ყოველგვარ პარტიულ საზღვრევს დაამსხვრევდა – მაპატიეთ, თუ ვინმეს რამე გაწყენინეთ, და ეხლა ერთად დავდგეთ ქვეყნის საკეთილდღეოდ. სამწუხაროდ, ის ამ სიმაღლეზე ვერ ავიდა!

 – უკაცრავად, მაგრამ ამ სიმაღლეზე ვერც ქართველი ხალხი დადგება ოდესმე, ვერ აპატიებს სააკაშვილს და მის ბანდას, რაც დააშავა, საზოგადოება ივანიშვილს სწორედ ნაციონალების მიმართ ლმობიერების გამო  აკრიტიკებს!

– მან თავისი ნათესავები ათასი და ორი ათასი ლარის გამო დააჭერინა და მილიონებისთვის რომ არ იჭერს უკვე აღარ არის ივანიშვილი!

 – რატომ არ იჭერს?

– თქვენ წარმოგიდგენიათ, რა თქვა რამდენიმე დღის წინ მაკეინმა? საქართველოსmccain3_1847 დღეს მაკეინის განწყობა მართავს. მასონურ განწყობას დაუჩოქა საქართველოს ხელისუფლებამ . მასონებმა მიაღწიეს იმას, რომ საქართველოში თავისი მორჩილი სასამართლო, მთავრობა, პარლამენტი და პრეზიდენტი ჰყავთ. დღეს ერთადერთი დამარცხებულია საქართველო და ქართული განწყობა.ყველაზე გამარჯვებული კი მასონური სექტაა.

– მასონების მორჩილ ხელისუფლებაში ამ ხელსიუფლებას გულისხმობთ?

– სწორედ ამ ხელისუფლებას, ბიძინამ იმ კაცს გაუწია რეკომენდაცია, რომელიც საქართველოში ენ დი აი-ს ინსტიტუტი შექმნა. მე მაქვს მარგველაშვილის დაწერილი წიგნი შინაარსით – როგორ მოატყუო ამომრჩეველი და ეს წიგნი დაწერა საერთაშორისო  საქმეთა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის დაფინანსებით 1998 წელს. ესე იგი, მარგველაშვილი ჯერ კიდევ 1998 წელს გახლდათ ენ-დი-აის წევრი. უფრო საინტერესო ის არის, რომ მისი თანაავტორია ჯოზეფ ტაბერტი. იკითხეთ ამერიკაში, თუ ვინ არის ეს კაცი – ნამდვილი მასონი. ამიტომ ვამბობ,  არჩევნებით საქართველოში მასონებმა გაიმარჯვეს. თუნდაც 1 ოქტომბრის არჩევნები ივანიშვილს რომ მიაწერეს, ესეც დასავლეთში იყო გადაწყვეტილი, ისევ მასონების მიერ. სააკაშვილი არ აწყობდათ, მით უფრო რომ უკვე მაინც მიდიოდა და ივანიშვილის სახით ნახეს კაცი, რომელსაც ფულით დახმარება არ დასჭირდებოდა.

– ბატონო თემურ, ნუ დაუკარგავთ ივანიშვილს, სააკაშვილის მოშორებას მის გარდა ვერავინ შეძლებდა.

– ამას არც ვუკარგავ, მაგრამა მ განწყობით, როგორითაც ახლა მივდივართ, ალბათ მართლა სამოქალაქო ომი დაგვჭირდება, რომ მაოსნებისგან თავი დავიხსნათ!

 – 1 ოქტომბრის არჩევნების ბედი დასავლეთში გადაწყდაო, ამბობთ, ნაციონალების ახლანდელ 21 პროცენტზე რას იტყვით?

– ცხადია, ესეც გარეთ დაწერილი სცენარით მოხდა. ერთ – ერთ ქვეყანაში ამერიკის ელჩის მოადგილემ, რომლიც პენსიაზე გავიდა, გამანდო, ვინ რამდენ პროცენტს მიიღებდა.ამ არჩევნებში. მან პირდაპირ მითხრა, რომ გამორიცხულია, ბურჯანაძემ 11 პროცენტზე მეტი მიიღოსო. ასეც მოხდა. დავალება იყო ძალიან მარტივი – მეორე ადგილზე უნდა გასულიყო ნაციონალური მოძრაობა“.

ამბობთ, რომ მასონიზმმა საქართველოში საბოლოოდ გაიმარჯვა. რეალურად ვინ მართავს დღეს საქართველოს?

– მე აბსოლუტურად ვეთანხმები თევზაძის განცხადებას, რომ საქართევლოში ვარდების რევოლუცია რუსეთმა მოახდინა.  ძალიან მალე რუსეთში ამაზე ბევრი ისაუბრებს ღიად. ეს საქმე უნდა გაიხსნას. გამოაშკარავდეს. რუსები მიხვდნენ, რომ ამერიკელებმა შევარდნაძეს წაუყენეს მძიმე მოთხოვნები.  რუსები იმასაც ფიქრობდნენ, რომ მაშინ ასაკიდან გამომდინარე, შევარდნაძე ამ ყველაფრის გამკეთებელი არ იყო.

 – რა პირობები იყო ასეთი?

– უმძიმესი. 23 ნოემბრამდე რამდენიმე დღით ადრე თავად მითხრა შევარდნაძემ – ისეთ რამეს მთხოვენ. ეს რომ გავაკეთო, ჩემს გვარს ამოძირკვავენ ჩემი და ჩემი შთამომავლობის ძვლებსაც კი არ გააჩერებენ საქართველოშიო. ამერიკამ ედუარდს პირობები წაუყენა, რუსეთი მიხვდა, რომ შევარდნაძე ამ პირობების შემსრულებელი არ იყო და საბოლოოდ,  ამერიკასა და რუსეთს შორის მოხდა გარიგება. სწორედ რუსეთ- ამერიკის გარიგებით იმართება ჩვენი ქვეყანა. საქართველო დღეს არის სააქციო საზოგადოება, სადაც 50% ფლობს ამერიკა, 50% – რუსეთი. პოლიტიკა მთლიანად ეკუთვნის ამერიკას, ეკონომიკა, ბიზენსი კი – რუსეთს.

 – ვის ეკუთვნის საქართველოში ყველაზე მსხვილი ბიზნესები?

– საქართველოში ძლიერია მხოლოდ ის ბიზნესები, როემლმაც საზღვარგარეთის მასონურ წრეებთან ნახა კავშირი. ერთმა ახლობელმა სომეხმა მითხრა, თუ გვარში, ან ახლობლებში სომეხი, ან ებრაელი არ გყავს, სერიოზულ ბიზნესს ვერ ააწყობო.

 – საქართველო 50/50 ამერიკას და რუსეთს ეკუთვნისო. ამბობთ… ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ადგილი უკავია ჩვენს ქვეყანაში აგენტურას.

– ძალიან დიდი! ბოლოს და ბოლოს პრეზიდენტი გვყავდა კაგებეს ჯარებში ნამსახურები. ორმაგი აგენტი. მისი მეულე ხომ ძალიან მაღალი ჩინის აგენტია „ცეერუს“ ხაზით. ეს არ არის უბრალო პიროვნება. თურმე ისეთი საბრძოლო ილეთები იცის, 12 კაცს გალახავს. სანდრას საქართველოში რომ არავინ იცნობდა, მისმა ჯგუფმა პირველად მე დამირეკა და იცით, საიდან?  – მოსკოვიდან

რატომ დაგირეკათ?

– ჩამოსვლა და დახმარების გაწევა გვინდაო. მაგრამ კატეგორიული მოთხოვნა ჰქონდათ, კაბინეტი უნდა ჰქონოდათ აუცილებლად მერიაში, აუცილებლად იმ სართულზე, რომელზეც იჯდა ქალაქის მერი. 1992 წელს მართლაც ჩამოვიდნენ. იგეგმებოდა ჩემთან შეხვედრა, მაგრამ არ  შედგა.

 – ხომ არ ფიქრობთ, რომ მისი და სააკაშვილის შეხვედრაც გეგმის ნაწილი იყო?

– ახლა, როგორციგეგმებოდა,. რომ სანდრას მე უნდა შევხვედროდი და არ შევხვდი, ისე შეხვდა სააკაშვილი.

 – გასაგებია, რომ სააკაშვილი არის ორმაგი აგენტი, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად ვის წინაშეა ანგარიშვალდებული?

–  უპირველესად ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სომხური კომპანია „პეტერსონ ბლექნაბის“ წინაშე. ასევე იმ ჯგუფების  მიმართ, რომელბთანაც დაკავშირებულია ეს კომპანია. ეს არია არაერთი მასონური. სექტანტური დაჯგუფება. ხომ თვალშისაცემია,რომ აფხაზეთში თუ საქართველოში მასობრივად სომხები ყიდულობენ ყველაფერს.

– რა იყო სააკაშვილის მთავარი დავალება?

– მართლმადიდებლობის მოშლა. ამ საქმისთვის სააკაშვილი მასონებისთვის ნამდვილი განძია. მაგრამ ისინი მიხვდნენ რომ ჩვენი პატრიარქის პირობებში მათი გეგმის განხორციელება შეუძლებელია. ამიტომ მოთმინებით აღჭურვენ და ელოდებიან. ღმერთმა ჩვენი პატრიარქი დიდხანს აცოცხლოს….

 – ელოდებიან და საჭირო დროს ისევ სააკაშვილს მოაბრუნებენ?

– რა თქმა უნდა. ზემოთ მაკეინის განცხადება ვახსენე და აღარ გავაგრძელე. ნახეთ,რა თქვა რამდენიმე დღის წინ – ისეთივე დიდსულოვნებით უნდა მოიქცეს გამარჯვებული პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნება“ , როგორი დიდსულოვნებითაც დამარცხებული „ნაცმოძრაობაო“ ეს არის ჩვენთვის ტრაგიკული. სუფთა მასონური გამონათქვამი.

 – რას გულისხმობთ?

– არავინ დაიჭიროთ, პირიქით, შეერთდითო. მათ უნდათ საქართველოში ორპარტიული სისტემის ჩამოყალიბება. მერე ამ ორპარტიულ სისტემაში ხან ერთს გაამარჯვებინებენ, ხან მეორეს.

 – ან სააკაშვილი შემდეგ არჩევნებამდე ტყუილად არ დაგვემშვიდობა?

– არა მარტო ის. მომავალში ისევე იქნება ბოკერია, გაბაშვილი, რამიშვილი, თუთბერიძე  –  სექტა, რომელიც რეალურად მართავდა ქვეყანას. გეუბნებით, მასონებმა ოქრო იპოვეს სააკაშვილისსახით.

 – და ყველაფერს გააკეთებენ, რომ დააბრუნონ?

ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ქართველები საბოლოოდ წავიქეცით.

 – – ვფიქრობ, ამას არც ივანიშვილი დაუშვებს.

– იცით რა, მე იმასაც ვუშვებ, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან სწორედ იმის გამო წავიდა,რომ დაინახა, როგორ იმართება საქართველო გარედან. მის ქართულ განწყობაში ეჭვი არ მეპარება. ის ქვეყნისათვის საჭირო კაცია. იმაზე მეტად საჭირო, ვიდრე მას ჰგონია, მაგრამ ასეთი საჭირო კაცი ასე ებრძოდეს საკუთარ თავს, ჯერ არ მინახავს.

– რას გულისხმობთ?

–  ასეთი გარემო რომ შეიქმნა, ასეთი ჭაობი, თავისი გუნდის სახით და ვშიშობ, ამ ჭაობმა თავადაც არ ჩაითრიოს.

 

ესაუბრა ნონა ბენდელიანი

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *