პირველადი პროექტები

საფიხვნო

წამყვანი ჟურნალისტი თავისუფალია არჩევანში. ქვეყნის ნებისმიერ ქალაქში, ან სოფელში ირჩევს შეკრების ადგილს (ბაზარი, წისქვილი, წყარო, სადალაქო, ბირჟა და ა.შ.) , სვამს პრობლემას (ტიპიურს) და ყველა მსურველს უშვერს მიკროფონს. ჟურნალისტმა უნდა მოახერხოს სხვადასხვა აზრის ადამიანები აკამათოს, აპაექროს ერთმანეთთან, მაგრამ ბოლოს  მოპასუხეები უნდა შეარიგოს.

დუელი

ვატარებთ საერთო-სახალხო გამოკითხვას პოლიტიკოსების შესახებ და გადაცემისათვის ვირჩევთ რეიტინგში პირველ 24 ადგილზე გასულ პოლიტიკოსებს. მათ შორის ვიწყებთ შეჯიბრებას . ვირჩევთ ერთმანეთისგან დიამეტრიულად განსხვავებულ ორ პოლიტიკოსს და ვატარებთ მათ შორის დუელს.  12 კვირის შემდეგ 24-დან გვრჩება 12 პოლიტიკოსი. ამის შემდეგ ვატარებთ კენჭისყრას პირდაპირ ეთერში და 6 წყვილი 6 კვირის განმავლობაში ურთიერთშორის არკვევს ურთიერთობას. შემდეგ გამარჯვებულ ექვსეულს ვაჯიბრებთ ზემოთ მოყუვანილი წესით 3 კვირის განმავლობაში. გამარჯვებული 3 პოლიტიკოსი გადის ფინალში 21 კვირის შემდეგ. ფინალშიგამარჯვებულს ვანიჭებთ „წლის პოლიტიკოსის“ წოდებას და ვიწვევთ მომავალი „დუელის“ ერთ-ერთ წამყვანად.

ყველა დუელის დროს , წამყვანი, რომელიც კადრს მიღმაა ამოწმებს სხვადასხვა შეკითხვებით პოლიტიკოსების ინტელექტს. ამიტომ თვითოეულ პოლიტიკოსს შებმა მოუწევს არა მარტო თავის კოლეგასთან, არამედ წამყვანთანაც. შეკითხვები დასმული იქნება ქართული და მსოფლიო ლიტერატურიდან, უმარტივესი არითმეტიკიდან და ა.შ. ყველა გადაცემის ბოლოს წამყვანი გამოაცხადებს მონაწილე პოლიტიკოსის ინტელექტუალურ რეიტინგს.

ყველა დუელის დროს ღია ეთერში  მიდის ორივე მოწინააღმდეგის რეიტინგების გამოკითხვა სატელეფონო ზარებით, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ფასიანი, ასევე უფასო.

პოლიტიკური დუელის წამყვანმა მაყურებელს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მონაწილეთა საჩოთირო საქციელის შესახებ, მათ დაშვებულ შეცდომებზე წარსულში და დასვას უხერხული კითხვები. კითხვების დასმა პოლიტიკოსებსაც შეეძლებათ ერთმანეთისთვის. ეს უნდა იყოს ნამდვილი გლადიატორების ბრძოლა.

რომელი პოლიტიკოსიც არ გამოცხადდება დუელზე არასაპატიო მიზეზით, ის კარგა ხნის განმავლობაში იქნება შაყირის ობიექტი „ქართულ ტვ“ – ზე.

 

ერთი შედევრის ისტორია

ამ გადაცემას უნდა ჰქონდეს დიდი შ ემეცნებითი და აღმზრდელობითი როლი. აქ უნდა გაშუქდეს თუ როგორ იქმნებოდა ყველაფერი საუკეთესო ქართული და წყებული ლექსიდან, რომანიდან, სკულპტურული ნამუშევრიდან, ცეკვიდან და ა.შ. დამთავრებული საფეხბურთო გოლამდე. სტუმრებიც ამისდა მიხედვით უნდა იყვნენ შერჩეული.

 

საინფორმაციო

მთელი დღის განმავლობაში ყოველ საათში 5 წუთი ყველაზე უახლესი ამბები, ექსკლუზივები, კარგად, სხარტად, თითქმის იუმორში დაწერილი. უნდა მიეწოდოს მაყურებელს ჰედლაინების სახით,. კარგი იქნება, თუ თან გახმოვანდება. სასურველია დღეში 2-ჯერ, ან 3-ჯერ ასეთი ინფორმაციის მიწოდება მოხდეს ინგლისურ ენაზეც.

 

კვირის სირცხვილი

ნებისმიერი ჩინოსნის, ან პოლიტიკოსის სამარცხვინო საქციელის ჩვენება და მერე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა იმის ირგვლივ.

 

რაკი შენ იტყვი

ნებისმიერი ოფიციალური პირის, ან პოლიტიკოსის ბრიყვული და ტრაბახული გამონათქვამების გაბიაბურება.

 

არ დაივიწყო

ამ გადაცემის მიზანია, რომ ხალხს არასოდეს დაავიწყდეს 7 ნოემბერი, 26 მაისი და წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი სხვა მხეცობები. აგრეთვე ახალი ხელისუფლების უკბილო და უხეირო მოქმედებანი. გადაცემაში მოწვეული უნდა იყვნენ 7 ნოემბრის. 26მაისის ორგანიზატორები და მონაწილეები.

 

100 ყველაზე სამარცხვინო განაჩენი

ამ გადაცემაში ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ის სამარცხვინო მოქმედება, რასაც ჩადიოდა  სააკაშვილის თემიდა და რასაც ჩადის დღევანდელი სასამართლო. სინამდვილეში ასეთი განაჩენი შეიძლება ასზე ბევრად მეტი იყოს. გადაცემაში მოწვეული კვალიფიციური იურისტები საზოგადოებას აუხსნიან რა დანაშაულებრივ ქმედებას ჩადიოდნენ ე.წ. მოსამართლეები.

 

ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან

ეს რუბრიკა ეძღვნება სტუდენტებსა და მოსწავლეებს. როგორ ცხოვრობენ ისინი, რა პრობლემები აქვთ, რა მიზნები აქვთ მომავალში.

 

რეპორტაჟები სამშობიარო სახლებიდან

ყველაფერი ბავშვის დაბადებიდან მის სახლში გაწერამდე.

 

რა აწყვია ჩვენს დახლებზე

ცნობილი სუპერმარკეტებიდან და ჰიპერმარკეტებიდან ნაყიდ პროდუქტებს შეაფასებენ ექსპერტები.

 

რეპორტაჟები იუსტიციის სახლიდან

რამდენი სახლი და მიწა გასხვისდა კვირის, ან დღის განმავლობაში და პროცენტულად ვისი პატრონაჟის ქვეშ გადავიდა  – ქართველის, თუ უცხოელის .

პრობლემა: საზოგადოება, თუ მთავრობა

რატომ ვართ ამ მდგომარეობაში, ვისი ბრალია – მთვრობის, თუ საზოგადოების. ვინ უნდა შექმნას საშუალო ფენა მთავრობამ, თუ საზოგადოებამ. სად არის დამარხული ძაღლის თავი. ზევით თუ ქვემოთ.

 

სპორტი

ბავშვები

ფილოსოფია

და ა.შ.

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *