დავფიქრდეთ: ამერიკელი პოლიტიკოსები შემთვევით არაფერს ამბობენ.
„ქართველები აფხაზებს და ოსებს ეპყრობოდნენ დაახლოებით ისე, როგორც მანამდე რუსები – ქართველებს და ამისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევთ”. – ამის შესახებ აშშ ელჩმა ნორლანდმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. (წყარო სააგენტო ფრონტნიუსი)
„როცა ასეთი რამის თქმას ბედავს უცხო სახელმწიფოს ელჩი და მით უფრო ამერიკის შეერთებული შტატების. და როცა სტუდენტები მყისიერ რეაგირებას არ აკეთებენ (მინდა ვიფიქრო, რომ შერჩეული იყვნენ ასეთი რამის მოსასმენად) როცა ყოველივე ამის შემდგომ დუმს საქართველო, ეს უკვე საქართველო აღარ არის…
გამოდის, რომ ამერიკის შეერთებულის შტატების მმართველი წრეები ამართლებენ რუსეთის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში და რუსეთის მეგობრები უფრო არიან, ვიდრე საქართველოსი. დამაფიქრებელია, რომ ამ განცხადებას და ამასთან სტუდენტობასთან აშშ ელჩი აკეთებს პრეზიდენტის ინაუგურაციის კვირაში. ასეთი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი შემთხვევით არაფერს ამბობს.
უცხო სახელმწიფოს ასეთ პოზიციას ნამდვილად არ მოითმენდა არც 80-იანი წლების, არც 90-იანი წლების, არც 21-საუკუნის საწყისის საქართველო.
როგორც არასდროს, ისე დგას საკითხი განახლებული ეროვნული მოძრაობის დაწყების თაობაზე. ვიფიქროთ ამაზე, ვისაც გვაქვს ქართული ცნობიერება, წარსულის პატივისცემა და ვინც განწყობილნი ვართ მომავლის საქართველოსათვის.