თეთრები დაბადების დღეს ულოცავს ჭაბუა ამირეჯიბს

პარტია ” თეთრები” დაბადების დღეს  ულოცავს დიდ ქართველ მწერალსdownload, კლასიკოსს და საზოგადო მოღვაწეს, ჭეშმარიტ  მამულიშვილს, ჭაბუა ამირეჯიბს . სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული, თავისუფლებისათვის მუდამ მებრძოლი, ღირსებისა და ვაჟკაცობის ჭეშმარიტი განსახიერება იყო ბატონი ჭაბუა მუდამ. რომელიც მხცოვან ასაკშიც მაგალითს გვაძლევს ქართველებს, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს სამშობლო, როგორ უნდა ვუერთგულოთ პრინციპებსა და იდეალებს, როგორ უნდა შევინარჩუნოთ ღირსება,მაშინაც კი, როცა ეს წარმოუდგენლად ძნელია…

ჩვენ ვულოცავთ ბატონ ჭაბუას, ვუსურვებთ სიმხნევეს და კიდევ დიდხანს სიცოცხლეს. დაე  ჩვენი ქვეყანა გახდეს სწორედ ისეთი, როგორზეც ოცნებობს დიდი მწერალი.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *