(ასავალ-დასავალი) თემურ შაშიაშვილი: “80 პროცენტი, ვინც 26 მაისს ნიღბით იყო გამოსული და ხალხს არბევდა, დღეს ამ ხელისუფლების გარშემო ტრიალებს!…”

ე.წ. ვარდების რევოლუციიდან ათი წელი გავიდა – რა იყო ეს პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის – ავშენდით, როგოირც სააკაშვილი და მისი „ნაცსექტა“ გვმოძღვრავენ, თუ დავიქეცით? ამ კითხვით მივმართეთ „თეთრების“ ლიდერს, თემურ შაშიაშვილს.
– უპირველეს ყოვლისა, გამართლდა ძალიან ბევრის ვარაუდი იმის შესახებ, რომ არაქართული ცნო ბიერების რევოლუციონერები, რომლებიც უცხოეთიდან იმართებოდნენ ქვეყანას სიკეთეს ვერ მოუტანდნენ. ახლა უკრაინაში ვიმყოფები, წინ მიდევს მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების დასკვმა, რომლის თანახმადაც ათ ქვეყანას, სადაც ყველაზე კარ გად ცხოვრობს ხალხი, სათავეში უდგას ნორვეგია!.. ამ ათ ქვეყანას შორის რვა ისეთია, რომელიც ან ნატოს წევრი არა რის, ან ევროკავშირის წევრი არ არის, ან არც ერთის წევრი არ არის! … სხვის იმედად ცხოვრება არის ტრაგედია. და საქართველო დაღუპა იმ ოთხმა – ხუთმა მილიარდმა, რომელიც ცხინვალისა და აფხაზეთის გაყიდვის სანაცვლოდ ამერიკამ სააკაშვილს გადმოუგდო! სააკაშვილმა და მისმა ხროვამ ჯიბეები გაისქელეს, სასახლეები აიშენეს, ხოლო საქართველო დანგრეული და დაქცეული დარჩა!
– ბატონო თემურ, არაქართული ცნობიერების ხალხი ამ ხელისუფლებაშიც ბლომად ირევა…
– სანამ საქართველოს ეროვნული პრეზიდენტი და პრემიერ- მინისტრი არ ეყოლება, მანამ წინ ყოველთვის წამოწეულნი იქნებიან ის ძალები, რომლებიც გარედან იმართებიან! საქართველოში ყველაზე მეტად გარედან იმართება რესპუბლიკური პარტია. ჩვენ დაგვღუპეს იმ პარტიებმა, რომელბიც რუსეთიდან იმართებოდნენ და გვღუპავენ ის პარტიები, რომელბიც დასავლეთიდან იმართებიან! და საერთოდ, რაც ახლა „ნაცმოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის ხდება, არის სამარცხვინო – ვითომ ერთმანეთს ლანძღავენ, ამ დროს კი ხალხის ზურგსუკან ერთად არიან! ადრეც ასე იყო – შევარდნაძე და აბაშიძე ხალხის თვალწინ ერთმანეთს ლანძღავდნენ, არადა ზურგსუკან თანამშრომლობდნე და ერთად იყვნენ!..
ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ- მინისტრო, გვაჩვენეთ, რომ მიდიხართ დიდი ქართული გზით და ხალხის ზურგსუკან გარიგებული არ ხართ „ნაცმოძრაობასთან“!
მე ვიქნები პირველი, ვინც ბოდიშს მოგიხდით და დაგიჩოქებთ,თუ ქართველი ხალხის მოთხოვნას შეასრულებთ და სამართლიანობის აღდგენის პროცესს დაიწყებთ!..
თუ ორ სამ თვეში რეალური ნაბიჯები არ გადაიდგა და ამათ ერთმანეთში თამაში გააგრძელეს, სიტუაცია ძალიან გართულდება!
– 26 მაისთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის შესახებ საზოგადოებაში ბევრი კითხვებია!.. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა – 26 მაისს ჭიკაიძე იქ იყო, მაგრამ ბრძანებას ასრულებდა და ხალხს არ არბევდაო!.. ეს რას ნიშნავს? თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამ პიროვნების შესახებ?
– მე გეტყვით ერთ რამეს: არც ამერიკელებს, არც „ქართულ ოცნებას“ , არც „ნაცმოძრაობას“ 7 ნოემბრისა და 26 მაისის ხოცვა -ჟლეტის გახსენება არ აწყობთ!..
– კი მაგრამ, ვანო მერაბიშვილს ხომ ასამართლებენ 26 მაისის გამო?
– სწორედ ეს არის სასაცილო, 26 მაისის გამო ვანო მერაბიშვილი კი არა, მიხეილ
სააკაშვილი და მთელი პოლიტიკური რეჟიმი უნდა გასამართლდეს!… ვანო მერაბიშვილი უნდა გასამართლდეს იმისათვის, რომ ქართული მიწები ქართველებს არ ეკუთვნით!… საერთოდ მინდა იცოდეთ,რომ ვანო მერაბიშვილი საქართველოში საერთაშორისო მიწის მაფიას წარმოადგენს!.. ვანო მერაბიშვილმა გააკეთა ის, რომ პოლიციის უფროსებს საქართველოდან გაჰყავდათ ძირძველი მოსახლეობა და შემოჰყავდათ არაქართული ცნობიერების ხალხი! ეს იყო ინდუსტრია და ამაში ჩართულნი იყვნენ თერჯოლის პოლიციის ყოფილი უფროსი და სხვები. ამისთვის ადეიშვილი და მერაბიშვილი უნდა გასამართლდნენ! ერთმა ბიზნესმენმა მითხრა, რად უნდა ამ ხელისუფლებას ბევრი რამის ძიება, განა ბიძინა ივანიშვილმა არ იცის, რომ ბიზნესმენების რიგი იდგა სააკაშვილის დედის გიული ალასანიას კაბინეტთან? ადეიშვილი გვირეკავდა და გვავალებდა გიულის უნივერსიტეტისთვის ფულები რომ გადაგვერიცხაო! რიგში ვიდექით, რიგშიო!…სააკაშვილმა მიიღო კანონი, რომლის ძალითაც მას შეეძლო 1 ლარად ქონება გადაეცა ნებისმიერი ვინმესთვის. ამ გზით საქართველოს ქონების 10 % მან თავის ნათესავებისა და ოჯახის წევრებს ჩამოურიგა!..
– ბატონო თემურ, შინაგან საქმეთა მინისტრ ჭიკაიძეზე ამომწურავად არ მიპასუხეთ, მის მიმართ ეჭვები და სერიოზული კითხვებია!..
– არა მარტო ჭიკაიძის, სხვების მიმართაც არსებობს კითხვები. 26 მაისს სახალხო კრების ოფისში რომ შემოვარდნენ, იქ იყო მაშინ პროკურატურის წარმომადგენელი, ბატონი შალამბერიძე, რომლებსაც ცრემლები მოადგა, როცა დაინახა, რა დღეში ვიყავით. მე და ქალბატონ ბურჯანაძეს პრესკონფერენცია უნდა ჩაგვეტარებინა, მაგრამ შემოვარდნენ და დალეწეს ყველაფერი. . ბატონმა შალამბერიძემ ყველა იმ ნაძირალას სახელი და გვარი იცის! დღესაც პროკურატურის სისტემაშია ის კაცი. ჩემს დროს არის შალამბერიძე ამ სისტემაში მოსული და გამომეცნაურა, ძალიან განიცდიდა, რაც ხდებოდა! ვინც 26 მაისს ხალხი დაარბია, დახოცა, ამ ხელუსფლებამ ყველას გვარი და სახელი იცის! ვაცხადებ ხმამაღლა: 80 პროცენტი, ვინც 26 მაისს ნიღბით იყო გამოსული და ხალხს არბევდა, დღეს ამ ხელისუფლების გარშემო ტრიალებს!…
ღარიბაშვილს ვაცლით ორ-სამ თვეს, მაგრამ შემდეგ ჩვენ დავიწყებთ ამ ველურების გვარებისა და სახელების დასახელებას!… ჩვენ ძალიან ბევრის გვარ-სახელი ვიცით და დანდობა არ იქნება! დავალებებს ასრულებდნენო, დავალება კი არა ისეთირაღაცეები მომდიოდა შევარდნაძის დროს, მაგრამ არ ვასრულებდი!… გიმეორებთ, შალამბერიძემ იცის ყველა იმ ველურის გვარები და ველოდებით შალამბერიძეს, რას იზამს, მითუმეტეს, პროკურატურაში მუშაობს!.. საშინელებები აკეთეს და შალამბერიძემ საკუთარი თვალით უყურა. რად უნდათ ასეთი ხალხი პროკურატურაში, თუ ამ ყველაფერს არ გამოიძიებენ?
– თქვენ წრმოგიდგენიათ ის ამბავი,რომ 26 მაისს იქ ვინმე „დავალებას ასრულებდა“ და ხალხს არ არბევდა?
– ვინც ნიღბით იყო, ყველა იყვნენ პირსისხლიანები! თავში გვირტყამდნენ. სიკვდილი უნდოდათ ჩვენი!
– ბატონო თემურ, ადეიშვილი შეიყვანეს წითელ ცირკულარში… სად არის ადეიშვილი?
– ყველამ ძლიან კარგად იცის, სად არის ადეიშვილი! ის იმყოფება უნგრეთში, თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ავსტრიაში გადადის სამკურნალოდ! როგორც ვიცი, ფილტვებზე აქვს სერიოზული პრობლემა.
– მე გავიგე, ფილტვენზე სიმსივნე აქვს!
– იმასაც ამბობენ, სოროსის ხაზით ძალიან სერიოზული თანამდებობა აქვს უნგრეთში! ვიდრე რეჟიმი არ გასამათლდება, საქართველოში წესრიგი არ იქნება! არ გაინტერესებთ, რატომ იკლავდნენ დასავლელი პოლიტიკოსები თავს იმისათვის,რომ „ნაცმოძრაობას „ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილი აეღო? ეს იმიტომ მოხდა, რომ არჩევნებში მეორე ადგილზე გასული პოლიტიკური ძალის გასამართლება ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება. ასეთ შემთხვევაში დასავლეთი პირდაპირ გეტყვის – ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებააო!..
– ბატონო თემურ რა უნდა გააკეთოს ხელსიუფლებამ, რომ სიტუაცია შემოატრიალოს?
– პირველ რიგში უნდა მოიწვიონ სერიოზული ექსპერტები და დაიდოს დასკვნა, რა უბედურება მოუტანა ქვეყანას სააკაშვილის მმართველობამ! მეორე – უნდა დაიწყოს რეჟიმის გასამათლება! თუ ერთ თვეში ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება არ დაიწყებს მხილების პროცესს და არ დაასახელებს დეპუტატებსა და გამგებლებს, რომელბსაც ხელში უჭირავთ ქალაქის მთელი ბიზნესი, მაშინ მხილებას დავიწყებ მე და ყველა გაიგებს, რომ ქუთაისში ყველაფრის წილშია 15 კაცი, რომელთაგან 12 ნაცმოძრაობის კაცია, ხოლო 3 – „ქათული ოცნების“! ყოფილმა ნაცებმა,რომელბიც ქუთაისში „ოცნების“ მხარეს გადავიდნენ, ორმოცი და ორმოცდაათი წლით მიწები და შენობები ჩამოურიგეს!.. ხალხის ხარჯზე ითბობენ ესენი ხელებს და არიან ერთ ამბავში.
– რაიმე თანამდებობას ხომ არ უმიზნებთ ქუთაისში?
– ამათი დანიშნული არავინ და არაფერი მინდა, თუ იმერეთის გუბერნატორის პოსტზე არჩევნები იქნება, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას! მე მოღალატეების დანიშნ ული არასდროს ვიქნები!



