როგორ გადაიბირეს ამერიკის სპეცსამსახურებმა საქართველოს ათი ათასობით მოქალაქე

| საქართველოში ნაციონალური მოძრაობის არჩევნების გზით გასტუმრების შემდეგ, ბევრს ეიმედებოდა, რომ ქვეყანაში დასრულდებოდა ის განუკითხაობა და თარეში, რაც მიშა სააკაშვილის მმართველობას ახლდა.
დასამალი აღარავისთვისაა, რომ `ნაცბანდა~ ამერიკის ყველაზე რეაქციული და კონსერვატიული პოლიტიკური ფრთის მიერ იმართებოდა, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სააკაშვილის რეჟიმს ამერიკის ყველაზე დემოკრატიული წრეებიც არ უჭერდნენ მხარს და არ ანებივრებდნენ. “ქრონიკისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი იმ სკანდალური გეგმის დეტალების შესახებ, რომელსაც ამერიკა წლების მანძილზე ატარდება საქართველოში. პრინციპში, ამ სქემის არსებობის შესახებ ისედაც ვიცოდით, მაგრამ შემზარავია მისი დეტალები. ეს არის სქემა, რომლის თანახმადაც, ამერიკული სპეცსამსახურები ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებს საქართველოს წინააღმდეგ ამუშავებდნენ, სანაცვლოდ კი მათ უცხოელ სასწავლებლებში სწავლის საშუალებას აძლევდნენ. პრინციპში, სპეცმომზადებას ქართველი სტუდენტები სწორედ უცხოეთში სწავლების დროს დადიოდნენ. წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული გეგმა არამარტო საქართველოში მოქმედებს. მას კონტროლს უშუალოდ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო ბიურო უწევს, რომელიც პრეზიდენტს ექვემდებარება. ამერიკა ევროპისა და აზიის ყველა ქვეყანაში წარმატებით ახორციელებდა ამ გეგმას. თუმცა, სხვებს თავში ქვა უხლიათ, ჩვენ ჩვენი მკვდარი ვიტიროთ. მათ საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში კარიერულ აღმასვლას ჰპირდებოდნენ, თუ სახელმწიფო სამსახურში მოისურვებდნენ დასაქმებას. თუ არასამთავრობო სექტორში დასაქმდებოდნენ, დასაქმებაშიც დაეხმარებოდნენ, საერთაშორისო ფონდები კი მათ არასამთავრობოებს სოლიდურ გრანტებს არ მოაკლებდნენ. ამერიკული სპეცსამსახურები ამ გულუხვი საფასურის სანაცვლოდ, მათ საქართველოში `ლიბერალურ ფრონტზე~ ბრძოლას, პროამერიკული იდეების პროპაგანდასა და ცხოვრებაში გატარებას სთხოვდნენ. ავანსად, სტუდენტებს სწავლის პროცესში პრობლემების შექმნის შემთხვევაში დახმარებას ჰპირდებოდნენ. წყარო იუწყება, რომ ბევრს არა თუ გამოცდები ჩაუბარეს, არამედ სწავლის საფასურიც კი გადაუხადეს. ცხადია, ეს ფული ევროპული თუ ამერიკული სასწავლებლების ანგარიშზე ჯორჯ ბუშისა და ბარაკ ობამას პირადი ანგარიშიდან არ გადარიცხულა. ფული გადაიხადეს კონკრეტულმა საგანმანათლებლო საქველმოქმედო ფონდებში, რომელთაც ამერიკული სპეცსამსახურები აფინანსებდნენ და აკონტროლებენ ევროპაშიც და ამერიკაშიც. ვფიქრობ, საკამათო აღარც არის ის, რომ ვინც ამერიკის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას დასთანხმდა, ის სიკვდილამდე მათი ნების უსიტყვოდ აღმსრულებელი იქნება და მათ თავს ვეღარ დააღწევს. და ვინ ედგნენ ამ ყველაფერს სათავეში? გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი, დავით პაიჭაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი… გლობალიზაციის მოსურნე ამერიკელები იბირებდნენ როგორც თანამოაზრეებს, ასევე ხელმოკლე ადამიანებს. აფინანსებდნენ მათ და, სანაცვლოდ, ანტიქართული ქმედებების განხორციელებას ავალებდნენ. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომელთაც აფინანსებდნენ, მაგრამ კონკრეტულ ეტაპზე არ იყენებდნენ, მათ რეზერვში ინახავდნენ და როცა დასჭირდებოდათ, მაშინ აამოქმედებნენ `სამშობლოს~ წინააღმდეგ. `ვარდების რევოლუციამ~ კი სამშობლოს მოღალატეთა ეს ხროვა, ხელისუფლების სათავეშიც მოიყვანა. შესაძლოა, ვინმე შემედავოს, `სამშობლოს მოღალატე~ ნამეტანი მკაცრი შეფასებააო, მაგრამ კაცი ერთი სემესტრის სწავლის ქირის საფასურად, თუნდაც უცხოურ უნივერსიტეტში ან კოლეჯში, უცხოურ სპეცსამსახურს რომ შეეკვრება თავისი სამშობლოს წინააღმდეგ, მას სხვა სახელს ვერ დავარქმევ. ამერიკელთა მიერ დაფინანსებული ერთი ჯგუფი ხომ ხელისუფლებაში მოვიდა, ესეც არ იკმარეს, ამათმა მეორე ნაწილმა, არასამთავრობო სექტორის სრული მონოპოლიზება მოახდინა და მთელი ამ 9 წლის მანძილზე, სააკაშვილის რეჟიმის ხოტბა-დიდებისა და ზემოთ რომ მოგახსენეთ, იმ უცხოური ფონდებიდან `შემოწირული~ გრანტების ჭამის მეტი, სხვა არაფერი უკეთებიათ. ვანო მერაბიშვილის უწყებასთან ერთად ადგენდნენ იმ ახალგაზრდების სიას, რომელთაც უცხოეთში უნივერსიტეტში სასწავლებლად ან სასწავლო ცენტრში რამდენიმეთვიანი კვალიფიკაციის ასამაღლებლად აგზავნიდნენ. დიახ, ასეა: ქართული სპეცსამსახურები თავად ზრუნავდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეები ამერიკული სპეცსამსახურების აგენტები გამხდარიყვნენ. აქ კი, `ენვერსა~ და რაღაც სულელურ ფილმებს გვაჩვევდნენ, როგორ იჭერდნენ ჩვენი კონტრმზვერავები რუს ჯაშუშებს. არა, ჯაშუში ჯაშუშია და არც ამერიკისა მინდა და არც რუსეთისა, მაგრამ სად არის გარანტია, რომ დღეს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი _ ამერიკა 10-15 წლის შემდეგ `სტრატეგიულ მტრად~ არ გვექცევა? მით უფრო, მსოფლიო გეოპოლიტიკური ინტერესების ელვისებური ცვლილებების ფონზე? ამერიკელთა ის აგენტურა, ზემოთ რომ მოგახსენეთ, რა, ვანო მერაბიშვილის ერთ სიტყვაზე შეიცვლის აზრს და ამერიკელთა საწინააღმდეგოდ იმოქმედებს? ანდა, 10-15 წლის შემდეგ სადღა იქნება მერაბიშვილის ბუნდღა? თქვენც არ მომიკვდეთ! ეს ხალხი მუდამ და მარად ამერიკული სპეცსამსახურების მძევლებად დარჩებიან, საქართველოში კი იმ პოლიტიკას მოემსახურებიან, რასაც ამერიკული შეფები დაავალებენ. ცხადია, ანტიქართულ დავალებასაც მიიღებენ და პროტესტსაც ვერ (არ) გამოთქვამენ. ამერიკის სადაზვერვო ბიუროს მიერ კონტროლირებად სასწავლებლებში ქართველთა მიძალებას ერთი კონკრეტული მიზანიც ჰქონდა. ამერიკელები ერთდროულად რამდენიმე კურდღლის მოკვლას ახერხებდნენ. თუ ვინმე ძალზე ნიჭიერი გამოერეოდა ქართულ სტუდენტებში, მათ ამერიკულ სახელმწიფო კომპანიაში ასაქმებდნენ. `ტვინების გადინების~ ამ პროცესში არც ევროპელები ჩამორჩებოდნენ ამერიკელებს. იქნებ ესაა ჩვენი დაძაბუნების მთავარი მიზეზი – ქართველ ერს გონი ამოაცალეს და ისე დავჩიავდით, კაცი, რომელმაც 45 წლის ასაკამდე ცხვირის მოხოცვაც კი ვერ ისწავლა, 9 წელი პრეზიდენტად გვეჯდა. სააკაშვილის რეჟიმის დროს, ამგვარი დატრენინგებული, მინიმუმ 10 000 კაცია. ეს არც მეტი, არც ნაკლები _ ამერიკის 10 000 აგენტია საქართველოში. ცხადია, შორს ვარ იმ, აზრისგან, რომ ვინც უცხოეთში სწავლობდა, ყველა ამერიკის აგენტია, მაგრამ `ქრონიკის~ წყაროს ინფორმაციასაც თავი რომ დავანებოთ, ხომ ფაქტია, რომ ყველა საკვანძო უწყებას საქართველოში ამერიკელები აკონტროლებდნენ, მათი რეკომენდაციის გარეშე, მნიშვნელოვან სამსახურებში ვერავინ დაინიშნებოდა. კავკასიის მიმართ ამერიკელთა გაცხოველებული ინტერესები და აქ საქართველოს სტრატეგიული როლიც აშკარაა. მარტო იმ ფაქტის გახსენება რად ღირს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ერთდროულად სამი ამერიკელი მცველი ჰყავდა (როცა მათ უჯერებდა). მოკლედ,ამერიკელთა ინტერესები ამ ეტაპზე საქართველოს მიმართ არავითარ შემთხვევაში არ შესუსტდება. ამერიკელთა დასაყრდენი კი ბევრს `ნაციონალური მოძრაობა~ ჰგონია. `ნაცმოძრაობა~ მალე ხუხულასავით დაიშლება, ამას ბევრი ლაპარაკი არ უნდა და არც ამერიკელები ჩაჰყვებიან სააკაშვილსა და მის გუნდს პოლიტიკურ სამარეში. ამერიკის დასაყრდენი ის 10 000 კაცია, თადარიგი რომ დაიჭირეს და თანამშრომლობაზე დაიყაბულეს. აქედან, ცხადია, ნაწილი ამერიკელთა თანამოაზრე და მათი ულტრალიბერალური იდეების თავგადაკლული მომხრეა, ნაწილი კი ის ხალხი, აი, ზემოთ რომ მოგახსენეთ, იმ მიზეზების გამო რომ გადაიბირეს ოკეანის-გაღმელებმა. ახლა, რამდენია ნებით ლიბერალისტი და რამდენი ძალად გაალიბერასტეს ამერიკელებმა, ბოდიში, მაგრამ ამაზე ვერაფერს გეტყვით _ ეს ინფორმაცია ამერიკის სადაზვერვო ბიუროს საცავებშია დაცული. საქართველოში მოქმედ პროამერიკულ დაჯგუფებებს თავიანთი კოორდინატორებიც ჰყავთ. `ქრონიკის~ წყარო არ აკონკრეტებს, ამ ჯგუფებში იდეური ლიბერასტები შედიან თუ ძალად გალიბერასტებული ადამიანები, მაგრამ ამას ქვემოთ თავად დავაკონკრეტებს. საგულისხმოა ერთი, მეტად მნიშვნელოვანი მომენტი. ყველა კოორდინატორი თავდადებული `ნაციონალია~ და ყველა მათგანს უცხოეთში, ძირითადად,ა ამერიკაში აქვს უნივერსიტეტი ან კოლეჯი დამთავრებული. წყარო მხოლოდ იმას აზუსტებს, რომ თავისი აგენტურის მწყემსვას ამერიკელები მხოლოდ უცხოეთში სწავლაგავლილ `ნაციონალებს~ ანდობენ. ამ ლოგიკით, ვინც ქვემოთ უნდა ჩამოვთვალოთ, ისინი სპეცსამსახურის ენაზე რეზიდენტები გამოდიან. და ერთიც, ამერიკელები მათ იმდენად ენდობიან, რომ თავიანთი აგენტურის ვინაობაც კი გაუმხილეს. ბუნებრივად ისმის კითხვა: ეს ადამიანები ხომ არ არიან პირველი თაობის ის ლიბერალისტები, რომლებმაც ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო ბიუროსთან თანამშრომლობა დაიწყეს? ცხადია, რამდენიმეს გამოკლებით, რადგან, როცა მათი უდიდესი ნაწილი უცხოეთში სწავლობდა, მარიამ საჯაია და თინათინ ბოკუჩავა `სოსკას~ წოვდნენ. აი, ის ადამიანებიც, ვისაც საქართველოში ამერიკელთა აგენტურის მოვლა-პატრონობა აკისრიათ: ამათ კიდევ რამდენიმე პარტიული სახე დაემატება `ნაცმოძრაობიდან~, მაგრამ ჯერ მათი ვინაობა არ ხმაურდება, ჯერჯერობით ამ 26 პოლიტიკოსის ვინაობაა ცნობილი. არ ვიცი, რამდენად შეძლებს 26 `ნაცკომისარი~ საქართველოში ამერიკელთა დაკარგული პოზიციების დაბრუნებას, მაგრამ ამის თქმა კი ნამდვილად შეიძლება: ამერიკელებს მართლა ძალიან ცუდად აქვთ საქმე საქართველოში, რომ შელახული იმიჯის აღდგენას თეა თუთბერიძისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მეშვეობით აპირებენ. თუმცა, ფაქტია, რომ ამ პოლიტიკური ჯგუფიდან უნდათ ამერიკელებს სამომავლოდ დიდი პარტიის შექმნა, რომელიც ყველაზე მედგრად დაიცავს პროამერიკულ ბასტიონს საქართველოში. ხათუნა ელბაქიძე |




