( ასავალ-დასავალი) თუ საქმე საქმეზე მიდგა, პრემიერ ღარიბაშვილს პრეზიდენტ მარგველაშვილის იმედი არ უნდა ჰქონდეს

 –224008_146438458758212_6848026_n -ბატონო თემურ, ეს წელიც მიილია,  პრობლემები კი არა და არ დაილია… 2014 წლისგან რას ელოდებით?

– თუ ქვეყანაში ეროვნული იდეა არ გაძლიერდა, გაზაფხულზე ხალხმა არ დაიწყო ეროვნული იდეით აღორძინებისა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ქვეყანა არის დაღუპული. რადგან საქართველოს დღეს პრეზიდენტ მარგველაშვილისა და რესპუბლიკური პარტიის სახით მართავენ მასონების ხელისბიჭები!..

-რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს?

ბატონ ირაკლის იმედით შევყურებ, მიმაჩნია,რომ მას არც პარლამენტში, არც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაყრდენი არ ჰყავს. თუ საქმე საქმეზე მიდგა, პრემიერ ღარიბაშვილს პრეზიდემტი მარგველაშვილის მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს!.. 23 წელია, საქართველო დამოუკიდებელია და ქვეყნის მდგომარეობა სულ ხუთის ჯერადი რიცხვებით გაუარესდა… ხუთჯერ შემცირდა ეკონომიკა, ხუთჯერ შემცირდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება, ქვეყნის მოსახლეობის მეხუთედმა საქართველო დატოვა და საქართველომ ტერიტორიის მეხუთედი დაკარგა!..

ამ 23 წლის განმავლობაში ყველა ხელისუფალი თავის  ყველაზე დიდ წარმატებად აცხადებდა იმას, რომ დაამარცხა წინამორბედი ხელისუგლება. ზვიად გამსახურდია, რომელსაც არ დასცალდა, თორემ ეროვნული განწყობა კიდევ უფრო გაძლიერდებოდა ქვეყანაში, თავის ყველაზე დიდ წარმატებად კომუნისტების დამარცხებას მიიჩნევდა; შევარდნაძე ზვიადის დამარცხებას თვლიდა წარმატებად, სააკაშვილი – შევარდნაძის, ხოლო ივანიშვილი  – სააკაშვილის!..

 – კი მაგრამ „ნაცები“ დამარცხდნენ? თუ ასე  გაგრძელდა, მგონი ესენი მობრუნდებიან!…

– მე ასეთი მობილიზებული დასავლეთი, რათა ქართული ცნობიერების დამანგრეველი სააკაშვილი და მისი  ბანდა დაიცვას, არ მინახავს! ხომ ხედავთ, რა შეფასებას აკეთებენ უკრაინასთან მიმართებაში? ასჯერ უარესი მოხდა ჩვენთან 7 ნოემბერს, 26 მაისს და ხმა ამოიღეს? რუსეთი იყო კოლონიზატორი და დამპყრობელი? მაშინ ასეთივე დამპყრობელია ამერიკა და ევროპაც. ფაქტია – მსოფლიო ბანკიც და სავალუტო ფონდიც შექმნილია იმისათვის,რომ კლანჭებში მოგვაქციონ და დაგვამონონ! 2014 წელი იქნება ან დიდი ეროვნული აღორძინების, ან და „ნაციონალური მოძრაობის“  მობრუნების წელი!

– ძალიან მძიმე შეფასებაა..

–  მეცნიერებს, განათლებულ ხალხს არაფერს ეკითხებიან და ხუთ-ექვსკაციანი პარტიები, რომლებიც ქვეყანას „მოაჯდნენ“ , საქართველოს ბედს განაგებენ!.. სააკაშვილმა,რომელიც თავის დროზე მთავაზობდა, ერთად შევქმნათ პარტიაო, იცით,რა მითხრა? – დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი, მაგრამ თქვენთან გარიგება არ შეიძლება, ჩვენ კი ძალიან გვჭირდება სხვადასხვა ძალებთან გარიგებაო!

 – ხომ არიან ერთმანეთთან გარიგებული ნაცმოძრაობა და ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“?.. სხვათაშორის, სააკაშვილის პატარა რუპორმა – ეკა  კვესიტაძემ ეს სამი ძალა ერთ კონტექსტში მოიხსენია.

– ძალიან საწყენია,რომ ალასანია ამ ერთობაში მოიაზრება. თუ ეს ძალები გაერთიანდნენ, ეს იმის დასტური იქნება, რომ მათ დასავლეთისგან დიდი ფული მიიღეს და დასავლეთის გარკვეულმა ძალებმა საქართველოს ბოლომდე განადგურება გადაწყვიტეს. რესპუბლიკელები მარტო ვერ „ქაჩავენ“ და ამიტომ სჭირდებათ მათ ალასანიას დახმარება… ერთ-ერთი პირველი,რომელზეც ამერიკელებმა არჩევანი გააკეთეს, მე ვიყავი, მაგრამ რაც შემომთავაზეს, იყო კატეგორიულად მიუღებელი.

– რა შემოგთავაზეს?

– ევრაზიის ფონდიდან რამდენიც გინდა, იმდენი ფული წაიღე, მაგრამ ამ ფულის 30% უკან უნდა დაბრუნდესო, როგორც ”ატკატიო!“ ევრაზიის ფონდის პრეზიდენტი რომ შეხვდა შევარდნაძეს გაუკვირდა, ეს ამერიკის პრეზიდენტზე უფრო გავლენიანი კაციაო!.. ამ ფონდის ხელმძღვანელი დღესაც ის სომეხი ჰყავთ, ვინც მაშინ იყო. 1993 წელს შევარდნაძე არ იყო ამერიკაში ჩასული, როცა მიმიწვიეს, და პენტაგონში შემიყვანეს. შევარდნაძე ამანაც გააკვირვა. შალიკაშვილის კაბინეტში ვიყავი… პრესკონფერენცია გავმართე პირდაპირ ეთერში, რომელიც ხუთჯერ გაიმეორეს…  პირდაპირ მითხრეს, თქვენ იქნებით პრემიერ-მინისტრი და შემდეგ პრეზიდენტი, მაგრამ ამ „იუნესკოს“ და ეროვნული ფასეულობების დაცვას თავი დაანებეთო!.. ამერიკა დაპირისპირებულია „იუნესკოსთან“, რადგან რაც ისტორიულ წარსულთანაა დაკავშირებული, ამ ქვეყნის მიმართ აქვთ კომპლექსი. უისტორიო ქვეყანაა და იმიტომ… სხვათაშორის, არც რუსეთს აქვს დიდი ხნის ისტორია და ამ საკითხში რუსეთისა და ამერიკის აზრები ერთმანეთისას ემთხვევა. პენტაგონში პირდაპირ მითხრეს – მეორე ქართველი ხარ, ვინც აქ ფეხი შემოდგაო. პირველი გიორგი ჭანტურია იყოო!..

 – ამის შემდეგ როგორ განვითარდა თქვენსა და ამერიკელებს შორის ურთიერთობები?

– ერთ თვეში „იუნესკოს“ ეგიდით ქუთაისის 3500 წლის იუბილე აღინიშნა პარიზში. ერთი კვირა პარიზში ქუთაისის დღეები მიდიოდა და საფრანგეთიდან რომ ჩამოვედით, ამერიკელები აღარ გამკარებიან!.. მათ უნდათ მონა და რომ არ დავუწექი და არ დავუჩოქე, ჩემთან მაშინვე ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტეს!. ყურადღება მიაქციეთ ერთ რამესაც – ამერიკა ქვეყნებიდან ეწევა გენიოსების იმპორტს!.. გამოჩდა გენიოსი მხატვარი – ყაზაიშვილი, რომელსაც გამოფენა გავუკეთეთ, მაშინვე წაიყვანეს ამერიკაში. პრეზიდენტმა კლინტონმა გამოაცხადა – ამ კაცზე მე ვიღებ პატრონაჟსო!.. ოცი წელია, ქუთაისში არ ჩამოსულა და უკვე დაკარგულია საქართველოსთვის! ამ ყაზაიშვილმა საქართველოდან კიდევ 30 კაცი წაიყვანა, რომლებსაც თვითონ არჩენს. გამოჩნდა მეორე გენიოსი – ლაშა ნიქაბაძე, ისიც ამერიკაში გააქანეს. გამოჩნდა მესამე გენიოსი მათემატიკოსი და ფიზიკოსი ჯიმშელეიშვილი, ხონელი ბიჭი, რომელმაც აკადემიის პრეზიდენტი თავხელიძე გააოგნა თავისი ნიჭიერებით. ისიც წაიყვანეს  ამერიკაში და 23-24 წლის ბიჭს თვეში 30 ათასი დოლარი აქვს ხელფასი. ეს ხალხი დაკარულია საქართველოსთვის. არადა მათ საქართველოში მიიღეს განათლება,. უცხოეთში მათ არაფერი უსწავლიათ!.. 50-60 დოლარის შესაბამის კუპონს ვაძლევდი ბავშვებს სტიპენდიის სახით  და სამჯერადი უფასო კვება ჰქონდათ სასწავლებელში. იმერეთში მე ამას 1993-1994 წლებში ვახერხებდი… გული მწყდება, რ ომ განათლების ეს მოდელი მთელს საქართველოზე ვერ გავავრცელე. ამის შესაძლებლობა არ მომეცა!… მე სამი გენიოსის გვარი დაგისახელეთ. რომელიც ვიცი, არადა ჩემი ინფორმაციით მთელი  საქართველოდან დაახლოებით 5 ათასი ასეთი გენიოსია  გაყვანილი. ამ ხალხს მასონთა ხელისბიჭებად ზრდიან და მერე საქართველოში გვიბრუნდებიან ტვინშებრუნებულ გიგა ბოკერიებად!..

 – ბატონო თემურ, ნინო ბურჯანაძესთან თქვენი პოლიტიკური მომავალი როგორ წარმოგიდგენიათ?

– ქალბატონ ნინოს ყველაზე მეტად იმიტომ ვცემ პატივს, რომ ის არასოდეს ყოფილა და არც იქნება მასონების მონა!.. ერთი კია, როცა თორმეტ არასაპარლამენტო პარტიასთან ერთად ჯდები, და იქ თემური შაშიაშვილი არ არის, ამის შესახებ კითხვა კი უნდა დასვა, და როცა გაიგებ, რატომ არ არიან იქ „თეთრები“, თვითონაც აღარ მიგინდება იქ გაჩერება!..

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *