“ნაცმოძრაობის” საიდუმლო წერილი – როგორ ცდილობს “ნაციონალური მოძრაობა” კეზერაშვილის დახსნას



nac-moc“დავით კეზერაშვილს ირგვლივ სკანდალი გრძელდება. “ალიას” ხელში ჩაუვარდა დოკუმენტი, როგორ ეხვეწება მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის მხარეს, დავით კეზერაშვილის გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლებას, სააკაშვილის ტექსტი დათარიღებული და ხელმოწერილია 2013 წლის 21 ნოემბრით, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე. სააკაშვილის სამარცხვინო ტექსტში ვკითხულობთ, რამდენად მნიშვნელოვანია დავით კეზერაშვილის განთავისუფლება, რადგან ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს “ნაციონალური მოძრაობისთვის”, მან უდიდესი როლი ითამაშა ვარდების რევოლუციაში, დაამარცხა კორუფცია, უდიდესი წვლილი მიუძღვის 2008 წლის ომში. სააკაშვილი საფრანგეთს მიმართავს თხოვნით, კეზერაშვილის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და არ განიხილონ მისი საქართველოში ექსტრადაციის საქმე”, – წერს გაზეთი “ალია” სტატიაში სათაურით სააკაშვილის საიდუმლო წერილი – როგორ ცდილობს ექსპრეზიდენტი კეზერაშვილის დახსნას.

“სააკაშვილის ამ სამარცხვინო წერილს ტოლს არ უდებს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების ხელმოწერილი პეტიცია, სადაც 27 გამგელებული ნაციონალი, დუჟმორეული ითხოვს კეზერაშვილის განთავისუფლებას. წერილში ნათქვამია, რომ დავით კეზერაშვილი არის “ნაციონალური მოძრაობის” დამფინანსებელი და მამა-მარჩენალი, მისი ციხეში გატარებული ყოველივე დღე, ნიშნავს “ნაციონალური მოძრაობის” განადგურებას. კატეგორიულად ითხოვენ, რომ საფრანგეთის სასამართლომ არ განიხილოს მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხი და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ”, – აღნიშნავს გამოცემა.

“ეს დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, “ალიას” ინფორმაციებს, თუ რატომ დარბოდნენ ისინი საფრანგეთში. ამ დანაშაულებრივ ჯგუფს კეზერაშვილის საქმე დამოკლეს მახვილივით ჰკიდიათ თავზე, მათ ზუსტად იციან, რომ კეზერაშვილის სკანდალი გადაიყოლებთ. მთავარი კი ამ საქმეში ისაა, რომ პირდაპირ, მოურიდებლად ადებენ ხელს კეზერაშვილს, როგორც მთავარ დამფინანსებელს, მაგრამ იმას არ ხსნიან, როგორ, რა გზებით აღმოჩნდა, მის ანგარიშებზე მილიარდნახევრიანი ბრუნვა?! ახლა კი ირკვევა ისიც, რომ გავლენიანი ქართველი ბიზნესმენების საშუალებით ის ცდილობდა, გასულიყო აზერბაიჯანელ მენავთობეებთან და აზერბაიჯანის წამყვან ფიგურებთან, თუმცა აზერბაიჯანის არც ერთმა მინისტრმა სალაპარაკოდ არ მიიღო, რადგან ქვეყანაში ბოროტების მეტი არაფერი გაუკეთებია. თუმცა მან მოახერხა გავლენიანი ბიზნესმენების ჩაძირვის ხარჯზე აზერბაიჯანში გავლენები ისე გაეზარდა, რომ მხოლოდ მასთან ჰქონოდათ “დოსტუპი”. ამ ნიადაგს ის მხოლოდ ნავთობის გადაზიდისთვის არ ამზადებდა, არამედ ჰქონდა ჩანაფიქრი, ამიერკავკასიაში სატრანზიტო დერეფანი მას ეკონტროლებინა. “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ იარაღის შეძენა 2004 წლიდან დაიწყო. თუმცა მაჩვენებელმა პიკს მიაღწია 2007 წლის 5 ივნისიდან დაწყებული და სტატისტიკა 2008 წელს ყოველთვიურად იზრდებოდა”, – წერს სტატიის ავტორი.

“საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა 2013 წლის 25 ნოემბერს სკანდალური განცხადება გააკეთა: მიხეილ სააკაშვილს რომ არ ეყიდა საიერიშო სამხედრო აღჭურვილობა, თვითმავალი არტილერია, მძიმე ჯავშანმანქანები, მოიერიშე შვეულმფრენები და სხვა სამხედრო ტექნიკა, მას არ ექნებოდა უგუნური სითამამე იმისთვის, რომ საქართველოს შეიარაღებული და შინაგანი ძალები ჩაერთო საბრძოლო მოქმედებაში და რაც სააკაშვილმა გააკეთა, ეს იყო პოლიტიკური სიგიჟე. რეალურად იყო თუ არა აგვისტოს ომი პოლიტიკური სიგიჟე, თუ დიდი ჩანაფიქრი იარაღის გაყიდვის გზით, მილიარდების შოვნისა? ალბათ, გამოსაძიებელია რა მიზნით წამოიწყო სააკაშვილის ხელისუფლებამ ომი. იყო თუ არა ცხოველი ინტერესი, რომ ამ ომის გზით ჩამოეწერათ მილიარდები. თუკი არსებობს ეჭვი, რომ კეზერაშვილი სააკაშვილის ბიძასთან ერთად ჩართული იყო იარაღით უკანონო ვაჭრობაში და ისინი ძირითადად ამარაგებდნენ ტერორისტულ ორგანიაციებს, რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ აგვისტოს ომი წინა ხელისუფლებამ სწორედ იმ მიზნით წამოიწყო, რომ საქართველოს კვოტით ნაყიდი იარაღი გადაეყიდათ ტერორისტებზე. მათთვის, ხომ ადამიანების სიცოცხლეს ფასი არასოდეს ჰქონდა. მეტიც, ისინი ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობდნენ”, – დასძენს გამოცემა.

სააგენტო “ინტერპრესნიუსი”

სააგენტო “პირველმა” გამოაქვეყნა “ნაციონალური მოძრაობის” საიდუმლო წერილის სრული ვერსია

 

“ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ვართ. ჩვენი პარტია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნდა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი იყო 2004-2013 წლებში. პარტია ასევე დააფუძნა სხვა წევრებმა, მათ შორის დავით კეზერაშვილმა.

დავით კეზერაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელი და აქტიური წევრი იყო დღემდე. ის ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი იყო 2004-2006 წლებში და თავდაცვის მინისტრი 2006-2008 წლებში, მაშინ როდესაც გადადგა მთვარობიდან რუსეთთან ომის პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ დავით კეზერაშვილმა დააფუძნა და უძღვებოდა ბიზნეს აქტივობებს მას შემდეგ, რაც მთავრობიდან 2008 წელს წავიდა, ის კვლავაც აქტიურად იყო ჩართული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ აქტივობაში. ის იყო ერთ-ერთი უმთავრესი გადაწყვეტილებების მიმღები პირი პარტიაში, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა პარტიის დისკუსიებში პოლიტიკურ სტრატეგიათან დაკავშირებით.

დავით კეზერაშვილი ბოლო დრომდე იყო ერთ-ერთი უმთავრესი ორგანიზატორი და ფინანსების მომძიებელი ჩვენი პოლიტიკური აქტივობების მხარდასაჭერად და ჩვენი კამპანიების დამფინანსებელი საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნებისას. დავით კეზერაშვილის გარეშე ფინანსების მოძიების აქტივობები და ჩვენი პოლიტიკური პარტიის დაფინანსება საფრთხის ქვეშაა და ვეღარ შეძლებს აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში და იყოს სერიოზული პოლიტიკური ოპოზიციური პარტია ქვეყანაში.

სწორედ ზემოთხსენებულის გათვალისწინებით გასული წლის მანძილზე ახლადარჩეული მთავრობა – კოალიცია “ქართული ოცნება” გამოძიებების ფართომასშტაბიანი კამპანია წამოიწყო, ისევე როგორც დევნა, არაერთი “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი ფიგურების წინააღმდეგ იმ განზრახვით, რომ დაესუსტებინა პარტია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელიც 2013 წლის ოქტომბერში ჩატარდა და ასევე 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის, რომელიც 2014 წლის გაზაფხულზე ჩატარდება, ასევე მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის.

იმისათვის, რომ დასუსტდეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ქართული ოცნებისგან” შემდგარმა მთავრობამ წამოიწყო სამართლებრივი დევნა ჩვენი პარტიის არაერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ფიგურების, მათ შორის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, პრემიერ-მინისტრის და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის, თბილისის მერის გიგი უგულავას და რამდენიმე ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ, რომლებსაც პარტიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ. ამავე პოლიტიკის გაგრძელების შედეგად იგივე ყალბი პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ.

2013 წლის 14 ოქტომბერს დავით კეზერაშვილი საფრანგეთში დააპატიმრეს ქართველი სამართალდამცველების ექსტრადიციის მოთხოვნის საფუძველზე, მას შემდეგ ის რჩება პატიმრობაში საფრანგეთში.

დავით კეზერაშვილის ამჟამინდელი პატიმრობა ნიშნავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური აქტივობების დაფინანსების მნიშვნელოვან შემცირებას და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის წართმევას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ იმედი გვაქვს ფრანგი სამართალდამცველების, რომ ექსტრადიციაზე უარს განაცხადებენ, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულ მოთხოვნაზე, ჩვენ შეშფოთებულები ვართ დავით კეზერაშვილის პატიმრობაში დარჩენით და შესაბამისად ჩვენ ურყევად ვაცხადებთ, რომ ის უნდა გათავისუფლდეს საფრანგეთში არსებული რეგულაციების თანახმად გირაოს საფუძველზე, იმისთვის, რომ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მიეცეს პოლიტიკური აქტივობის საშუალება.

დავით კეზერაშვილის მიერ ყოველი გატარებული დღე პატიმრობაში “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” სირთულეებს უქმნის იყოს ლეგიტიმური და დემოკრატიული ოპოზიციური ძალა საქართველოში”, – ნათქვამია კოლექტიურ განცხადებაში.

 

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *