(ნიუპოსტი) თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ 1 ლარად ქონება შეიძინა

ქონება განიკარგა სიმბოლურ ფასად, ხოლო ამ ქონებით დაინტერესებული პირი, ირაკლი ღლონტის ინფორმაციით, იყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ სიმბოლურ ერთ ლარად თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა შეიძინა. – ამის დამადასტურებელ დოკუმენტს საზოგადოებრივი ინიციატივების გაერთიანების ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ღლონტი აქვეყნებს და „ალიასთან“ საუბარში დეტალებზეც საუბრობს.

ირაკლი ღლონტის ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფო ქონების განკარგვა ხორციელდება და ხორციელდებოდა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, სადაც გათვალისწინებულია სახელმწიფო ქონების განკარგვის 2 საინტერესო ფორმა ერთი ეს გახლავთ ინტერნეტ აუქციონი, ხოლო მეორე ეს არის პირდაპირი განკარგვის წესი, როცა გადაწყვეტილებას ქონების განკარგვაზე იღებს ქონების განმკარგველი ორგანო ხელისუფლების პირველი პირის თანხმობით:

“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არა ერთი ქონება არის განკარგული ექსპრეზიდენტის ხელმოწერით, მათ შორის სიმბოლურ ფასად 1 ლარადაც კი, მაგალითად მინდა მოვიყვანო ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირი N 60-ში მდებარე 2579 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე 3754,15 კვ.მ. შენობა-ნაგებობა. ეს ქონება 2011 წლის 2 მარტს ,,საწარმოთა მართვის სააგენტოს’’ N1-3/184ბრძანების საფუძველზე აღირიცხა სახელმწიფო საწარმოს შპს ,,სახელმწიფო მომსახურების ბიუროს’’ საკუთრებაში, რომლისგანაც იგი განიკარგა და 4 მარტს აღირიცხა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,ეკრანის’’ საკუთრებაში, 3 აგვისტოს კი იგი იპოთეკით დაიტვირთა ბანკი ,,ქართუს’’ მიერ. დაახლოებით 4 თვეში, 28 დეკემბერს ქონება იძულებითი აღსრულების წესით მოექცა ისევ სახელმწიფო საკუთრებაში.” – აცხადებს ღლონტი.

მისივე ინფორმაციით, 2012 წლის 3 თებერვალს ეს მრავალმილიონიანი სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად შეიძინა შპს „კოლოსი-XXI“-მა, ნასყიდობის ხელშეკრულებით კი გათვალისწინებული იყო ვალდებულებების შესრულების პირობა, ანუ ქონება განიკარგა ვალდებულებებით, კერძოდ, უნდა განხორციელებულიყო ინვესტიციები.

ქონება განიკარგა სიმბოლურ ფასად, ხოლო ამ ქონებით დაინტერესებული პირი, ირაკლი ღლონტის ინფორმაციით, იყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი. თავად შიხიაშვილს გაზეთში გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

სააგენტო “ნიუპოსტი”

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *